დისტანციური სწავლება მს ოფის 365 პროდუქტების გამოყენებით
ჰეჰ, „ანუშკამ ზეთი დაღვარა“-სი არ იყოს, ჩინელმა ღამურა შეჭამა და წამებში შეიცვალა მთელი სამყარო. შარშან ამ დროს ვერავინ წარმოვიდგენდით რომ ძალიან მალე საგანგებოდ დაცილებულ სწავლებაზე თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდოდით, თან ისე რომ შემდეგ ზოგიერთებს ჰაბად გახდომის პრეტენზიაც კი გასჩენოდათ.
სიმწრით მახსენდება ჩემი პოსტები რომ საკლასო ოთახებში ბავშები არ დაგხვდებათო რომ ვამტკიცები, პედაგოგები კი კვლავ ჯიუტად იმეორებდნენ, წიგნის გარეშე დავიღუპებითო. ჩვენდაუნებურად მოსახდენი მოხდა და სამწუხაროდ ცუდი სცენარით. ამ ფაცხა-ფუცხით გადასავლამ სამწუხაროდ დისტანციური სწავლების ცუდი მხარეები უფრო გამოააშკარავა, ვიდრე სიკეთეები გვანახა. მაგრამ ერთი რამ ნათელია — დისტანციური სწავლება არსებობს და სი შესაძლებელია. სხვათაშორის მართლაც გვაქვს შანსი რომ ჰაბი გავხდეთ, მაგრამ ამისთვის ახლა მაინც ალბათ გამოცდილების მქონე ადამიანებს უნდა დავეკითხოთ და რჩევები გავითვალისწინოთ, ეს რომ აქამდე ასე მომხდარიყო და ირმის ნახტომის გეგმით გვევლო, 2012 წელს დისტანციური სწავლების დანერგვა დაიწყებოდა. მაგრამ არც მაშინდა არც ახლა კომპეტენტური ადამიანების აზრის გათვალისწინება არ ხდება და ერთი ადამიანის აზრზეა აწყობილი მთელი ქვეყნის განათლება, რაც ვფიქობ არასწორია.
არადა, დისტანციური სწავლება ძალიან კარგია და მე კვლავ ჯიუტად ვეცდები განახოთ დისტანციური სწავლების სიკეთეეები.
საგაკვეთილო პროცესი დაგეგმვით იწყება, როცა გადასაწყვეტია როდის ჩავატაროთ გაკვეთილი, შემდეგ გაკვეთილის მიზანი უნდა განისაზღვროს, რატომ ვატარებთ ამ გაკვეთილს, რისი მიღწევა გვსურს, შემდეგ კი ამ მიზნის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა განვსაზღვროთ. მიზნებიდან გამომდინარე, თემის არჩევაც არ გავიჭირდება შემდეგ კი აქტივობები უნდა გავწეროთ დროში, მაგრამ ვინაიდან დღეს 21-ე საუკუენეა და ირგვლივ კოვიდია, ტექნოლოგიების როლი თითოეულ ეტაპზე განსაკუთრებით დიდია. დროა ამ ყველაფერს თავი მოვუყაროთ და ვნახოთ როგორ გამოვა დისტანციური სწავლება მაიკროსფტ ოფის 365-ის ინსტრუმენტების გამოყენებით
30 იანვრიდან ყოველ შაბათს 19:00 10 დღის განმავლობაში გელოდებით ჯგუფში საუბრები ოფის 365 ზე და ტიმსზე ტრენინგით დისტანციური სწავლება მაიკროსოფტ ოფის 365-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, რეგისტრაცია ამ მოკლე ბმულით შეგიძლიათ bit.ly/tro36521
ტრენინგი საინტერესო იყო, სიახლეა ჩემთვის ეკრანის ორად გაყოფა ასევე ჯგუფის შექმნა,მადლობა დახმარებისთვის
ReplyDeleteტრენინგი საინტერესო იყო
ReplyDeleteმადლობა დახმარებისთვის
"1. გთხოვთ ნუ გამოიყენებთ რუსულ ფოსტას. რუსულ მისამართებზე წერილებს არ ვაგზავნი." რატომ?
ReplyDeleteმადლობა დახმარებისათვის.
ReplyDelete@ავთანდილი, ბევრი მიზეზის გამო, მაგალითად: არ მინდა რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი პირადი ინფორმაცია მივაწოდო
ReplyDelete