-->

კომპიუტერი 64 წლის წინ

დიახ, ეს უნიკალური სურათია. ამ სურათზე ქალაქ ნორვიჩის საკრებულოს სახაზინო განყოფილებაში პირველი კომპიუტერი მიაქვთ ბესტელის ქუჩაზე. სურათი 1957 წელსაა გადაღებული. ნორვიჩი და მის შორსმჭვრეტელი ხაზინადარი ბ-ნ ა.ჯ. ბერნარდი პიონერები იყვნენ ბრიტანეთის ადგილობრივი მმართველობისა და საქმიანი წრეების მუშაობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაში. ბერნარდი და მისი ჯგუფი 1953-54 წლებში ეძებდა მონაცემტა დამუშავებისთვის ელექტრონულ სისტემას. მათ წელს მოლაპარაკება აწარმოეს Elliott Brothers-თან და ქალაქის მმართველობამ შეუკვეთა პირველი კომპიუტერი Elliott 405 1956 წლის იანვარში. ის ქალაქში 1957 წლის იანვარში ჩამოიტანეს. ხოლო ოპერირება 1957 წლის აპრილში დაიწყო. ეს მოვლენა 1957 წლის 3 აპრილს ქალაქის მერი სერ მაიორისთვის და პრესისთვის წარდგენით აღინიშნა

ქვედა სურათზე კი დღევანდელი მიკროკომპიუტერი Raspberi Pi არის წარმოდგენილი რომელიც სიმძლავრეში იმდენჯერ აღემატება შავ-თეთრ სურათზე წარმოდგენილ ანალოგს, როგორ მათი წონების შეფარდება, ოღონდ რა თქმა უნდა უკუღმა  :)    


წყარო: https://norfolkrecordofficeblog.org/2016/04/29/the-norwich-computer-1957/





0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით