-->

ჩერნობილის ხელმეორე აფეთქება

 ჩერნობილი ხელმეორედ 1999 წლის 26 აპრილს აფეთქდა, როცა კომპიუტერულმა ვირუსმა CIH/Chernobyl 300 000 ზე მეტი flesh BIOSიანი კომპიუტერი დააზიანა. მათ შორის იყო სპორტული გაზეთის „11X11“ რედაქციის კომპიუტერიც. შედეგად გაზეთი რომელიც 6 წლის განმავლობაში სტაბილურად გამოდიოდა, პირველად ჩავარდა...  ბუტა❤ :(



დილით სამსახურში მისულს უამრავი ზარი დამხვდა. ყველა ერთიდაიგივე პრობლემაზე ყვებოდა, მივხვდი რომ რაღაც მასიური და ცუდი ხდებოდა. მაშინ კომპიუტერების ნაწილები საქართველოში ერთადერთ ფირმას შემოჰქონდა. აღმოვაჩინე რომ ყველა გაფუჭებული კომპიუტერი ახალნაყიდი იყო. თან ყველას ერთიდაიგივე ბიოსი ჰქონდა. დეტალები სწორად შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ დაზაიანდა ის კომპიუტერები რომლებიც 25 დან 26 ის ღამეს ჩართული იყო. ანუ სხვა დღეებში ვირუსს ეძინა. ამან საშუალება მომცა იგივე მოდელის ცოცხალი მაზერბორდები მეპოვა ქალაქში. შემდეგ დიმა რუხაძის რჩევით ცოცხალი მაზერის ბიოსი გადავიტანეთ ჩატვირთვად ფლოპი დისკზე  სპეციალურ პროგრამასთან ერთად. ამოვიღეთ ბიოსის მიკროსქემა და ფეხების ქვეშ ძაფი დავატანეთ რომ ამორება ადვილად შეგვძლებოდა, ჩავრთეთ კომპიუტერი და ჩავითვირთეთ ფლოპი დისკიდან, ძაფით ამოვიღეთ ბიოსის მიკროსქემა, ჩართულ კომპზე ჩავდევით ძაფიანიად დაზიანებული მიკროსქემა. ფლოპი დისკზე არსებული პროგრამით ჩავწერეთ ცოცხალი ბიოსი, გამოვრთეთ კომპი. გადავცვალეთ ბიოსები და ყველაფერმა იმუშავა. საზღვარგარეთ ვიცი რომ ყველამ ახალი მაზერები იყიდა  :)

მომავალ წელს უკვე ვიცოდი და ჩემები გაფრთხილებული მყავდა რომ 26 აპრილს კომპი არ ჩაერთოთ. თუმცა შემდეგ წლებშიც ბევრი კომპი დაზიანდა. რამდენიმე წელიწადში მწარმოებლებიც დებდნენ განახლებულ ბიოსებს და ახლა ეს თემა აქტუალური არაა. იმ დროისთვის კი როგორც ხაკერებისთვის, ასევე მწარმოებლებისთვის საკმაოდ პოპულარული ტემა იყო


ნეტა სადააა ახალ მიმაუშკა?  სავარაუდოდ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და სხვა სახელი და გვარი ექნება :)


0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით