ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია

 


დღესაც ჩემი სიხარული მინდა გაგიზაიროთ, რამდენჯერაც ამ ფილმს გადავაწყდები, თავს ვერ ვიკავებ და ისევ თავიდან ვუყურებ, ტექსტი გაზეპირებული მაქვს და ლამისაა მეორე ხმაში ავყვე. ოთხივე ფილმში ავტორი ახერხებს ჩემი სულის მშვილის ისრივით დაჭიმვას... თანაც ისე დინამიურად, რომ არცერთი წუთით კონცენტრაციის მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, ყველა შემდეგი სიუჟეტი კიდევ უფრო საინტერესო ხდება.... თანაც ყველა ნახვაზე. მოკლედ კუსტურიცას არ აქვს ნანახი, თორემ შეშურდება. 

ვფიქრობ ქართულის ინგლისურის, ისტორის და ისტის მასწავლებელს ერთობლივად ბარეორი კაი-კაი გაკვეთილის ჩანიშვნა შეუძლიათ. იქნებ ქართულად თარგმნაც შეძლონ.... (კაცი იმედით ცოცხლობს), აი რამდენი ქტივობა შეიძლება ამ ფილმზე....  კომპლექსური ჩემზე იყოს (გაკვეთილის იდეას ქვევით დავწერ და თქვენი ვარიანტიც შემოგვთავაზეთ კომენტარებში). 

ჩემს ბლა ბლა ბლას ჯობია თვითონ ფილმი ნახოთ, თუ მოგეწონებათ, გააზიარეთ, კომენტარი დატოვეთ და კაი-კაი საქმეები აკეთეთ :)

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 1

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 2

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 3

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 4


ამ ფილმში არაფერია ნათქვამი პოლ ალენზე (მარცხნივ)


და არც ტიმ პეტერსონზე

  




გაკვეთილის მსვლელობის შავი ვერსია

ისტი: ინფორმაციის ძებნა, აუდიო-ვიდეო ინფორმაციის დამუშავება, იუთუბი, სამონტაჟო პროგრამები

ქართული, ინგლისური: ტელესიუჟეტი, ციფრული ამბის თხრობა. შეიძლება სთხოვოთ, მოკლე ვიდეოსიუჟეტები მომზადონ. ისევ ტექნოლოგიების ჩართვა მოუწევთ... ვიდეოს ჩაწერა, მონტაჟი, ხმასთან მუშაობა

ისტორია: ინფორმაციის სანდოობა, კვლევა

ციფრული მოქალაქეობა: საავტორო უფლებები, ინფორმაციის სანდოობა

ფილმის ერთობლივი ნახვა მთელი სკოლისთვის    

 ....



Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე