კონკურსი სკრეჩის და პითონის სახელმძღვანელოების უფასოდ მისაღებად
რეგისტარცია საინფორმაციო შეხვედრაზე
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 07 და 27 მარტს 20:00 საათზე
მოხარული ვარ რომ კვლავ შემიძლია მორიგი კეთილი საქმეების შესახებ გაცნობოთ. შარშან 2 სემესტრის განმავლობაში რამდენიმე სკოლა სარგებლობდა ინოვაციური განათლების ასოციაციის მიერ მომზადებული სახემძღვანელოებით სკრეჩსა და პითონში. იდეაში ეს არის ონლაინ (.PDF) ფორმატის სახელმძღვანელოები და ისინი სკრეჩის და პითონის შესახებ ონლაინ კურსების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. სხვანაირად რომ გითხრათ: 2019 წლის მაისში ჩვენმა მეათე კლასელმა მოსწავლემ, რეზი გელენიძემ დაგვიმზადა საიტი რომელიც განთავსდა დომენზე twiton.ge. კიდევ უფრო მოკლედ: საიტი შევქმენით. საიტზე კი განთავსებულია ამერიკული უნივერსიტეტების სერტიფიცირებული სასწავლო კურსები პროგრამირებაში უფასოდ.
:: ჩართული ორგანიზაციები |
✅ჰარვარდის უნივერსიტეტი
✅სტენფორდის უნივერსიტეტი
✅მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT)
✅CISCO
✅Google
✅IBM
:: კურსების დასახელება |
✅შესავალი ტექნოლოგიებში
✅შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით
✅შესავალი პროგრამირებაში პითონით
✅შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში
✅შესავალი კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაში
:: სკრეჩში ლექციის ნიმუში |
სერტიფიკატის ნიმუში
მასწავლებლის სერტიფიკატი
მოსწავლის მიერ შესრულებული პროექტის ნიმუში
დავალებას ხელოვნური ინტელექტი ასწორებს
:: პითონის კურსი |
ჯერჯერობით ეს კურსი ერთადერთი ქართულენოვანი კურსია, რომელიც პედაგოგებს სთავაზობს სრულ პაკეტს პითონით სწავლებისთვის. ანუ, კურსი მოიცავს:
- ონლაინ ლექციას, დავალებას, შეფასებას, ნაბეჭდ სახელმძღვანელოს
- პროგრამირების სწავლების მეთოდოლოგიას
- სასწავლო ვორკშოპს მასწავლებლებისთვის
- ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ სერტიფიკატს
კურსების დამთავრების შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების საფუძველზე გაიცემა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული სერტიფიკატი.
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ ვებ გვერდზე.
ნახეთ მასწავლებლის წიგნის ნიმუში წიგნის ნიმუში
კურსები აგებულია IEEE CS სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)
:: რატომ მაქვს პრეტენზია, რომ ეს საუკეთესო შეთავაზებააა |
1) კვანტური კომპიუტერის პროგრამირებას საქართველოს არცერთ უნივერსიტეტში არ ასწავლიან
2) თსუ ან გეპეის დიპლომებიც კი ამერიკაში კრედიტებს არ იძლევა. ჩვენი გაცემული სერტიფიკატი კი აკრედიტებულია.
3) უფასოა
4) რეალურად ავითარებს 21-ე საუკუნის უნარებს
5) ეს არის პირველი ქართულენოვანი კურსსები, რომლის დავალებებსაც ხელოვნური ინტელექტი აფასებს
6) პირველი შესაძლებლობა, როცა ქართველი მოსწავლეები რეალურ დროში ესწრებიან ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორების ლექციებს და ლაბორატორიულ სამუშაობს, სადაც ლექტორს შეუძლიათ დაუსვან კითხვები და თავიანთ დავალებებზე მიიღონ უკუკავშირი.
უფასოდ მიღების პირობები:
✅ ვარ დათოს ტრენინგის ფასიანი მონაწილე
✅ვარ დათოს თანამოაზრე
✅ვთანამშრომლობ დათოსთან
თუ არ აკმაყოფილებთ, შეიძინეთ ელექტრონული ვერსიები (ლექცია, კონსპექტი, კლასის შექმნა, დავალებები, ჰარვარდის სერტიფიკატი, მასწავლებლის ტრენინგი)
რეგისტრაცია საინფორმაციო შეხვედრაზე
გთხოვთ ეს ინფორმაცია 🔗გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გააცანით მოსწავლეებს, 💬 დააკომენტარეთ, ❤️დაგულეთ, მოიწონეთ
Comments
კომენტარი