დათოს მიგნებები AI გამოყენება პროგრამირების სწავლებაში
ნახეთ ამერიკული კალკულატორის კოდი. ბევრი ვიწვალეთ....


შავი კი
ჩინური კალკულატორია (კოდი) პირველივე პრომტზე



ჩინური პრობლემებიც ჩანს, მაგრამ კლოდის პროგრამული ვერსია რაღაცნაირად უფრო უკეთესი მგონია
თუმცა ეს მხოლოდ პირველი ექსპერიმენტებია და რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
სიამოვნებით გავიზიარებდი თქვენს გამოცდილებას. კვლავ გელოდებით შაბათის შეხვედრებზე 20:00 საათზე იუთუბ არხზე. თუ არხს გამოიწერთ, დიდად დამავალებთ. შეხვედრები უფასოა. გთხოვთ ინფორმაცია გაუზიარეთ მოსწავლეებსაც.
ასევე შეგიძლიათ თამამად მომმართოთ ტექნოლოგიების (ისტ) გამოცდის მოსამზადებელ ტრენინგზე
ეს არის შაბათის შეხვედრებზე რეგისტრაციის ბმული
ახლა კი უფრო დეტალურად მოგიყვები ჩემს გამოცდილებაზე:
რომელი გვერდები გამოვიყენე:
არ გამომიყენებია ChatGPT
:: კლოდის ამბები |
თავდაპირველი კალკულატორი ასეთი იყო:
ეკრანზე რიცხვები კი გამოქონდა, მაგრამ გამოთვლებს არ აკეთებდა. ალბათ ჩემი ბრალი იყო: მე კი ვუთხარი რომ კალკულატორი გაეკეთებინა, მაგრამ კალკულატორს რომ გამოთვლები უნდა გაეკეთებინა ეგ არ მითქვია :)
ეგ შეცდომა ადვილად გავასწორეთ, მაგრამ ახლა ახალი პრობლემა გაჩნდა: როცა პირელი გამოთვლის შემდეგ ახალ გამოთვლას ვიწყებდი, პირველი ციფრი წინაგამოთვლის შედეგის შემდეგ იწერებოდა. ანუ ახალი გამოთვლის დაწყების წინ, წინა გამოთვლის მნიშვნელობას არ შლიდა. ასეთი მარტივი შეცდომის დაშვებას არ მოველოდი. ალბათ ესც ჩემი ბრალი იყო: მე ხომ არ მითქვია, ახალი გამოთვლის წინ შედეგი წაშალეთქო. კი, ეს შეცდომაც მარტივად გავასწორეთ. ახლა კი ორი დავალება მივეცი.
1. გაესწორებინა რიცხვების თანმიმდევრობა, როგორც კალკულატორზე და
2. უფრო თანამედროვე დიზაინის კალკულატორი დაეხატა.
შედეგად ეს მივიღე:
მე ვიანიდან მთელი ცხოვრება იმ შეგნებით მიცხოვრია, რომ თანამშრომლის შრომა დაუფასებელია, კვლავ ვთხოვე, კლავიშების განლაგება კალკულატორისთვის მიემსგავსებინა. მაგრამ ჩემი ჩლიფინისა ხომ იცით და ეს გამოვიდა :)
კიდევ რამდენიმე თხოვნა საერთოდაც ტყემალზე იყო :)
ავდექი და ხელით ჩავასწორე დიზაინი. ეულ წერტილზეც ვიზრუნე და შედეგი კი არის პირველ გიფში. ძალიან მარტივად გამოვიდა...
შემდეგი პრობლემა ეს იყო:
ეს პრობლემა მარტივად მოგვარდა. უბრალოდ თვითონ რომ არ გაითვალისწინა, ეგ გამიკვირდა. ხოდა ახლა მოდი თვალი გამისწორონ იმ ექსპერტებმა, აი მათემატიკა პროგრამისტს არ სჭირდებაო ტიპებმა... ენდე თუ არ სჭირდება...
სხვათაშორის, სხვა მრავალტაგან, ეს ჩემი საყვარელი ტესტია არასწორად ნასწავლის გამოსავლენად :)
შემდეგ უმნიშვნელო ჩასწორებები და საბოლოო კოდი აგერაა
:: ამბები ჩინელზე... |
ჩინურმა მალკულატორმა ზუსტად იგივე პრომტით, რითაც კლოდთან ურთიერთობა დავიწყე, პირველივე ცდაზე მნიშვნელოვანი შედეგი დადო. საკუთარი ინიციატივით თანამედროვე დიზაინის ვარიანტი დაწერა ჯიგრულად
თუმცა აქაც გასასწორებელი შეიქმნა გამოთვლების შემდეგ ეკრანის გასუფთავება. დანარჩენი მოგვარებული იყო. კაიფი ის იყო, რომ ეგ თავის თავს კი არა, ირიბად მე დამაბრალა,
ნულზე გაყოფისას უსასრულობას წერს რატომღაც :) ხოდა აგერაა საბოლოო ვერსია. შეგიძლიათ თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ, რომელი ჯობია
კიდევ ერთი ვერსია ასეთიც იყო. (სხვათაშორის განმეორებით ცდის შემდეგ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს)
:: copilot: |
მაიკროსოფტს ასე ესმის ჩემი თხოვნა დამიმზადე თანამეროვე დიზაინის კალკულატორის ვებ გვერდი 4 მარტივი მათემატიკური მოქმედებისთვის
რავი, კმაყოფილი არ დავრჩი ნამდვილად. ამიტომ კვლავ ვთხოვე კალკულატორის კოდის დაწერა, მაგრამ ამჯერად ვუთხარი რომ ვებ გვერდი მჭირდებოდა, დასჭირდებოდა 10 ციფრი და არითმეტიკული ოპერაციების შესაბამისი ღილაკები. ეკრანის გასუფთავებაც ვთხოვე... შედეგა ასეთიტიპი მივიღე :)
ვაუუუ, მაგადია, და საღოლ.. და ა.შ. მარამ მერე ეიფროიამ გაიარა და ნეტა რა აკლია? რაში ახალტურებს?
დაააააააააა, ტა ტაააამ.
სადაა ათობითი მძიმე :) (მაგათთვის წერტილი) . და ეს ლამაზი დიზაინი უცებ დაიშალა :) შემეგმ ა თხოვნამ და კლავიშების გაერთიანების რჩევამ, შედეგი ვერ გამოიღო :) , ხოლო შემდეგმა თხოვნამ საერთოდ ... აი ეს დამიდო
განლაგების გასწორების შემდეგ ფერების შეცვლის დრო დადგა. შედეგით უკმაყოფილო არ ვარ. არიქა გასაოცარიაო არა, მაგრამ წავა რა.....
შემდეგი პრობლემა ეკრანის სიგანის არასწორი კოდი იყო. რომლის გასწორების პირველმა მცდელობამ წარმატებთ ვერ ჩაიარა
:: მიგნებები: |
იდეაში შეჯამება უბრალოდ პონტის გულისთვის იქნება თორემ დიდი არაფერი ისეთი:
ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: მსჯელობა კარგია თუ არა, პროგრამისტები სამუშაოს დაკარგავენ, აპოკალიფსი და მერეთმუსლობა იქნება ფუჭია :) ვიღაცეები კვლავ ივლიან ურმით, სხვები ტესლას ავტოპილოტით მოფოცხავენ რიკოთზეც :)
ერთი მაგალითი: copilot-ს ვერაფრით გავაგებინე რომ კალკულატორის . id="display" მარჯვენა მხარეს გაცდენილია
კლოდმა ნახევარი დღე დამახარჯია, იმ პროდუქტისთვის, რაც ბმულზეა, ხოლო ჩინურ ვერსიას 10, მაქსიმუმ 20 წუთი დასჭირდა...
ორივესთვის მომიხდა იმის შეხდენება რომ კალკულატორი ზოგჯერ გამოთვლებსაც აკეთებს. აშკარად კალკულატორის დაწერას ვთხოვდი, მაგრამ სწორედ გამოთვლები არ მუშაობდა ორივეში :) . იფიქრეს მოვატყუებო ;)
0-ზე გაყოფის მაგალითი აქაც ჯანსაღი დასკვნების გაკეთების დაინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა
copilot-ში მუშაობა და კოდის გადმოტანა მოუხერებელია. მაიკროსოფტზე არასდროს მაქვს კარგი წარმოდგენა :)
ბოლოსკენ ესეც აქ იყოს
და ესეც
Comments
კომენტარი