SpaceX Crew-10


ამბავი (13 მარტი) 

განახლება: სტარტი დანიშულია 15 მარტს ღამის 03:03  საათზე თბილისი დროით

ლაივი იუთუბზე

ნასას ლაივი

SpaceX FP

13 მარტს საქართველოს დროით 03:48 წუთზე დაგეგმილია ნასას commercial Crew program-ის  მეათე ოპერაციული ფრენა მე-17 პილოტირებული ორბიტალური კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის საშუალებით. 

ამ მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გადაიყვანენ ეკიპაჟის 4 წევრს: NASA-ს ასტრონავტებს ენ მაკ-კლეინს და ნიკოლ ეირსს, JAXA-ს ასტრონავტ ტაკუა ონიშის და როსკოსმოსის კოსმონავტ კირილ პესკოვს.

სურათის ფონზე ჩანს მისიის შევრონი

ამ მისიის მიზანი იყო Crew Dragon C213-ის პირველი გაფრენა, რომელიც მეხუთე და, შესაძლოა, ბოლო Crew Dragon ხომალდი იყოს. გაშვება საბოლოოდ ერთი თვით გადაიდო (2025 წლის მარტის ბოლომდე), რათა SpaceX-სა და NASA-ს საბოლოო ტესტირება და ახალი ხომალდის ინტეგრაცია მოესწროთ. თუმცა, NASA ვერ დარწმუნდა რომ C213 მზად პირველი გაშვებისთვის აპრილის ბოლომდე იქნებოდა მზათ. ამიტომ მისია Crew Dragon Endurance-ზე გადააწყვეს. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა გაშვების თარიღის მარტის დასაწყისში გადმოტანა.

კენედის სახელობის  39A სასტარტო კომპლექსიდან. ეს მოედანი არენდით აქვს აღებული Spacex.  (კენედის კოსმოსური ცენტრი ვიკის მასალა)

ამ სურათზე წინა პლანზე ჩანს SpaceX-ის Axiom-1 კოსმოსური ხომალდი რომელიც განთავსებულია 39A გაშვების პლატფორმაზე, ხოლო NASA-ს Artemis I დგას 39B გაშვების პლატფორმაზე. სურათი გადაღებულია 2022 წლის 6 აპრილს. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი ორი სრულიად განსხვავებული ტიპის რაკეტა და კოსმოსური ხომალდი ერთდროულად იმყოფება დობილ პლატფორმებზე. თუმცა შესაძლოა ეს უკანასკნელი შემთხვევა არ იყოს, რადგან NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრი ფლორიდაში განაგრძობს ზრდას, როგორც მრავალმომხმარებლიანი კოსმოსური პორტი, როგორც სამთავრობო, ასევე კომერციული რაკეტების გასაშვებად.




ზოგიერთი განმარტება:

Space Exploration Technologies Corp. არის ამერიკული კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს Starbaseზე ბრაუნსვილთან, ტეხასის მახლობლად 
Crew Dragon არის მრავალჯერადი გამოყენების პილოტურებული კოსმოსური ხომალდი. მას შეუძლია ავტონომიური მუშაობა (საჭიროების შემთხვევაში ეკიპაჟის ჩარევის გარეშე). SpaceX და NASA აცხადებენ, რომ მას შვიდი ადამიანის ტრანსპორტირება შეუძლია. 



Starship არის მეორე ეტაპის მრავალჯერადი გამოყენების სუპერმძიმე ხომალდი. მის სიგრძე 50 მეტრია. სიგანე 9 მეტრი. ის 4 განყოფილებისგან შედგება: ძრავების განყოფილება, (შედგება რაპტორის 3 ატმოსფერული და 3 ვაკუმური ძრავისგან.) ჟანგბადის და მეტანის ავზისგან და სასარგებლო დატვირთვის განყოფილებისგან. საწვავი რომელიც დასჯდომადაა განკუთვნილი, ცხვირის მხარეს იზოლირებულ ავზებში ინახება. 

ხომალდზე განლაგებული 4 ცალი მოძრავი თათი :)  რომელიც ხომალდს ფრენის დროს ორიენტაციის დაცვაში ეხმარება.   

ის განკუთვნილია დედამიწასთან ახლო ორბიტაზე ადამიანების და ტვირთების გასაყვანად, ასევე პლანეტათაშორის მთვარეზე და მარსზე გასაფრენად. 



სტარშიპი შედგება ორი ეტაპისგან: Super Heavy Booster და Starship კოსმოსური ხომალდისგან. ორივე საფეხური აღჭურვილია Raptor ძრავებით და იყენებს თხევად მეთანს (საწვავს) და თხევად ჟანგბადს (ოქსიდიზატორს), როგორც საწვავის კომპონენტებს.

Super Heavy Booster
  (ამაჩქარებელი) არის პირველი ეტაპის მრავალჯერადი გამოყენების უმძიმესი რაკეტა მატარებელი. 
ამაჩქარებელი აღჭურვილი 33 რაპტორის ძრავით. მის სიმაღლე 71 მეტრია. სიგანე კი 9. ის 4 განყოფილებისგან შედგება: ძრავების განყოფილება, მეტანის ავზი, ჟანგბადის ავზი ა შუალედური ეტაპი.    მას შემდეგ, რაც ბუსტერი სტარშიპს ორბიტაზე გაიყვანს, ბუსტერი დედამიწაზე ბრუნდება.  დედამიწაზე მის დაჭერა მეხაზილას ანძის დახმარებით 


SpaceX Starbase არის SpaceX კოსმოსური რაკეტების ასაწყობი, ტესტირების და გასაშვები ადგილი ტეხასში. ასევაქვე არის განლაგებული SpaceX სათაო ოფისი.  

Crew Dragon Endurance  არის პილოტირებული სადგურის 1-1 მოდელი 



Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

კომპიუტერული პროგრამირების კურსები 2025

კონკურსი სკრეჩის და პითონის სახელმძღვანელოების უფასოდ მისაღებად