ნერიონული ქსელების კურსის თარგმნა
მოკლედ: 👉 თუ გინდა მონაწილეობა მიიღო ნერიონული ქსელების კურსის თარგმნაში, გაიარე რეგისტრაცია
დეტალურად 👇
როგორც ხშირად მიწევს თქმა, დღეს ყველა ჩაჯპტ-ზე საუბრობს. თუმცა როცა ჩეკითხები, აღმოჩნდება რომ ხელოვნურ ინტელექტს გულისხმობენ. ზოგიც ლოცვის გაძლიერებას გვირჩევს და აპოკალიფსურ სურათს გვიხატავს. თუ რამდენიმე წლის წინ გვმოძღვრავდნენ რომ პროგრამირების სწავლა ყველაზე პერსპექტიულია და ახლა თურმე აღმოჩნდა რომ არიქა, ჯპტ ჩაგვანაცვლებს. ამ დროს წარმოდგენა არა აქვთ მართლა როგორ მუშაობს ნეირონული ქსელი, რა არის დიდი ენის მოდელი ან რას ნიშნავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. :)
დიახ, ChatGPT-ს გამოსვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა გენერაციული ხელოვნური ინეტელექტის ცნობადობა, მაგრამ ყველაფერი დიდი ხნით ადრე დაიწყო და პროგრამისტებისთვის გასულ საუკუნეში წამოჭრილი პრობლემები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ. და თუ ვინმე წინადადებით მე ვმუშაობ მოდელებთან სურათის მარცხენა მხარეს არსებულ მოდელს გულისხმობს, შეუძლია ამ პოსტის კითხვა არ გააგრძელოს, ხოლო ვინც მარჯვენა სურათუ უფლო ხივლავს, არაჩვეულებრივ მოდელებს ვთავაზობ:
ახლა კი ამბის სასიამოვნო გაგრძელება: ამ პოსტის დაწერის მიზეზი ძალიან ძალიან სასიამოვნოა: ჩემმა მოსწავლეებმა იციან ვებ გვერდი 3blue1brown.com და იუთუბ არხი @3blue1brown. რამდენიმე დღის წინ ბატონ Grant Sanderson-თან მიმოწერით შევთანხმდით, რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეები თარგმნიან 3blue1brown გვერდზე განთავსებულ კურსს ნეირონული ქსელების შესახებ და ეს თარგმანები ოფიციალურად დაიდება და დაერთვება იუთუბის ვიდეობს.
Comments
კომენტარი