ვებ პროგრამირება პროგრამირების ცოდნის გარეშე
პოსტი მასწავლებლებისთვისაა:
ამ გვერდის შემოკლებული ბმული: mokle.ge/ai4ictt2
უფასო ვორკშოპების ლოჯისტიკა: (ყველა შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება)
N |
თემა |
პრეზენტატორი |
თარიღი |
ბმული |
1 |
პროგრამირება კოდირების
ცოდნის გარეშე |
რეზი გელენიძე |
22 აგვ |
იუთუბი |
2 |
ვებ გვერდის შექმნა
კოდირების გარეშე |
დათო მალანია |
29 აგვ |
იუთუბი |
3 |
AI გამოყენება სწავლებაში |
დათო მალანია |
05 სექტ |
იუთუბი |
4 |
AI გამოყენება ჰარვარდის კურსებზე |
დათო მალანია |
12 სექტ |
იუთუბი |
5 |
|
|
|
|
ნეტავ კიდევ თუ მოიძებნება ბიზნესი ფასის ისეთი დიდი დიაპაზონით, როგორიც ვებ გვერდის შექმნაა? ალბათ 0 დან 200-300- 500 ათასამდე. პირველი არხის ვებ გვერდი, რომელიც სულაც ვორდპრესზეა შექმნილი 150 ათასი დაჯდა :) კორუფციის ნიშნების მიუხედავდ, არამგონია სხვა სტუდიას ბევრად ნაკლები მოეთხოვა, მაგრამ შეიძლება ვინმეს 20 ათასადაც გაეკეთებინა :) მიზეზი ძალიან ბევრია. თუნდაც ის რომ შემკვეთებზე მეტი დეველოპერია და ვისაც არ ეზარება, ყველა ვებს სწავლობს. ახლა კიდე მთლად უკეთესი ამბავი მაქვს: ვებ გვერდის შექმნას სულაც არ სჭირდება სწავლა, თითქოს ჯადოსნური ჯოხიაო, საკმარისის აპლიკაციას შენი სურვული უთხრა და რამდენიმე წუთში ჯადოსნური ვებ გვერდიც გექნებათ, აი მაგალითად ასეთი:
ამ გვერდის შექმნაში კოდის ერთი სტრიქონიც არ დამიწერია, არც სურათები დამიმზადებია, არც ტექსტი, ყველაფერი თვითონ იჩალიჩა და ჰო, ასეთი გვერდი შექმნა. რასაც მინდა შევაცვლევინებ. ბაზებთან დაკავშირება მომთხოვა და ამ გვერდისთვის რისთვის გჭირდებათქო. თურმე გამომხმაურებებს ბაზაში ინახავს. ჰამბურგერ მენიუც აქვს, რესპონსივიცაა. არადა რამდენს ვწვალობდი ხოლმე :)
Comments
კომენტარი