პითონის სახალისო შესავალი

🐍პითონი - 2 ეტაპიანი თამაში

1978 წელს K&R წიგნის „C პროგრამირების ენა“ გამოსვლის შემდეგ როცა პროგრამირების სწავლებას იწყებენ, მოსწავლეებს პირველ დღეს პრობლემად „გამარჯობა მსოფლიო“-ს ეკრანზე გამოტანას სთავაზობენ. მეც არ დავარღვევ ტრადიციებს და იგივე პრობლემას შემოგთავაზებთ პირველ დავალებად.
მაშ ასე, თქვენი პირველი დავალებაა დაწეროთ ისეთი პროგრამა, რომელიც ეკრანზე ტექსტს გამოიტანს.
🐍პითონში ტექსტის ეკრანზე გამოსატანად გამოიყენება print() ფუნქცია. მაგალითად:

   
 				print("Hello World")
                
                

ამ კოდის შესრულების შედეგად პითონის პროგრამა ეკრანზე გამოიტანს ტექსტს Hello World!.
print() ფუნქციას ეკრანზე შეუძლია გამოიტანოს ტექსტი, ცვლადის მნიშვნელობა, იანგარიშოს (მაგ. შეკრიბოს) ცვლადების მნიშვნელობები ან სულაც ფრჩილში ჩაწერილი არგუმენტები. ეკრანზე გამოტანამდე ობიექტი ტექსტად გარდაიქმნება.
ნახეთ რამდენიმე მაგალითი:

   
 				#ცვლადის ჩასმა. 
                #ეკრანზე დაბეჭდავს ტექსტს: „სალამი დათო“
                saxeli = "დათო"
                print("სალამი ", saxeli)
                
                

არითმეტიკული ოპერაციების მაგალითი:
   
 				#არითმეტიკული მოქმედებები. 
                #შეკრებს მნიშვნელობას და დაბეჭდავს 8-ს, როგორც კალკულატორი
                print(3 + 5)
                
                

არითმეტიკული ოპერაციები ცვლადებზე:
   
 				#არითმეტიკული მოქმედებები. 
                #შეკრებს ცვლადების მნიშვნელობას და დაბეჭდავს 8-ს, როგორც კალკულატორი
                x = 6
                y = 2
                print(x + y) #მიმატება
                print(x - y) #გამოკლება
                print(x * y) #გამრავლება
                print(x / y) #გაყოფა
                

ამ მაგალითში ორივე ცვლადი არის რიცხვი, ამიტომაც არითმეტიკული ოპერატორების დახმარებით შესაბამისი ოპერაცია შესრულდება :). print() ფუნქციას ასევე შეუძლია სიტყვების შეერთება. მაგალითად შემდეგ კოდში ნაჩვენებია სიტყვების შეერთების 2 ვარიანტი:
   
 				#კონკატენაცია: 
                #ცვლადის მნიშვნელობების შეერთება 
                saxeli = "დათო"
                asaki = 12
                print("მე მქვია ", saxeli, "და მე ", asaki, "წლის ვარ.")
                
                #სიტყვების შეერთება 
                print("პროგრამირების შესასწავლად ","twiton.ge საუკეთესო საიტია.")
                
                

თუ saxeli ცვლადში შევინახავთ ტექსტს „დათო“, ხოლო მეორე ცვლადში ricxvi-ის მნიშვნელობა იქნება 55, მაშინ მათი შეკრების მცდელობა შეცდომას გამოიწვევს.
   
 				#შეცდომა. 
                #ტექსტის და რიცხვის შეკრება არ შეიძლება
                saxeli = "დათო"
                ricxvi = 55
                print(saxeli + ricxvi) #შეცდომა: კონკატენაცია შეუძლებელია 
                
                #შეცდომიანი მეორე ვარიანტი
                saxeli = 55
                ricxvi = "დათო"
                print(saxeli + ricxvi) #შეცდომა: მთელი რიცხვის და ტექსტის შეკრება არ შეიძლება
                
                
                #დასაშვები ვარიანტი
                saxeli = "55"
                ricxvi = "დათო"
                print(saxeli + ricxvi) #დაბეჭდავს 55დათო
               
                

რეგისტრაცია  🐍 პითონის ტრენინგზე


:: 🐍პითონით თამაში

ტექსტის ეკრანზე გამოტანა:

რაუნდი 1: ძირითადი დავალება
ქულები: 0/20

📋 დავალება 1:

დაწერეთ პროგრამა 🐍 პითონზე, რომელიც ეკრანზე გამოიტანს ტექსტს. მაგალითად: "Hello World" ან "გამარჯობა მსოფლიო!".
მიზანი: ტექსტის ეკრანზე გამოტანა, print() ფუნქციის გამოყენება.

ინტერპრეტატორი:
ტერმინალი კოდის შედეგი აქ გამოჩნდება

შეჯამება:

მოგეწონათ? 

გაიარეთ ეგისტრაცია  🐍 პითონის ტრენინგზე

დააკომენტარეთ თქვენი ქულა და პასუხი.
მოგვწერეთ, რის გაუმჯობესებას ისურვებდით. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია
თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს შემდგი პოსტები:
ნახეთ ჩვენი იუთუბ არხი
საიტზე twiton.ge არის უამრავი კურსი, რომელიც მოსწავლეებს ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება
გააზიარეთ პოსტი

თუ ბავშვებს 🐈  სკრეჩსაც ასწავლით, ნახეთ მიაუ პირობები  (ხომ გახსოვთ, ჰარვარდი სერტიფიკატი რომ მოყვება .... 

თუ ისტის გამოცდისთვის მომზადება გინდათ, დააჭირეთ ბმულს

შეგახსენებთ (მაინც ყოველი შემთხვევისათვის) დათოს მურაბა ვებ გვერდის შექმნა კოდის წერის ცოდნის გარეშე (AI გამოყენებით) ტრენინგიც აქვს.

თუ რამე ვერ გაიგეთ, დარეკეთ 597 91 83 85

გთხოვთ, გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი, რომ მეც მეტი ხალისით ვაკეთო მსგავსი გემრიელობები


Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

პროგრამირების უფასო კურსები მოსწავლეებისთვის 2026