დისკუსიები ხელოვნურ ინტელექტზე

 

მოკლედ: 👉 აბა ვის მოგწყინდათ შეხვედრები ტრენინგის ფორმატში? აი ერთი ტიპი ყველაზე ჭკვიანის ამპლუაში რეჩიტატივს რომ კითხულობს? რამდენჯერ გაგჩენიათ სურვილი, თქვენც ჩაერთოთ პროცესში?  იქნებ შაბათობით შევიკრიბოთ თანამოაზრეები და თავისუფალი დისკუსია გავმართოთ ხელოვნურ ინტელექტზე?   (ან სხვა თემაზე?) , 

✅ იქნებ გსურთ სიახლეები გაუზიაროთ კოლეგებს?

✅ ან სულაც რაღაც პრობლემა გაქვთ და დახმარება გჭირდებათ, 

✅ ან სულაც კარგ ხასიაზთე ხართ, ლექსი დაწერეთ და გინდათ მოგისმინონ?   

 დარეგისტრირდით 

✅ და ყოველ შაბათს 20:00სთ-ზე დაგველოდეთ


აქ კი დეტალურად: 👇

ვედრო მანეთადაა ტრენინგები ხელოვნურ ინტელექტზე. ზოგადად ყველა ტრენინგს ატარებს, ტრენერთა ტრენინგის (TOT) ზღვაა და, როგორც ლელა კაკულიას AI ვერსიამ თქვა, მალე ტრენერთა ტრენინგის ტრენინგზეც გავა მოხერხებული ტრენერი. 

მაგრამ მოდით მე უფასო საჭორა საღამოებს შემოგთვაზებთ. ერთი პედესტალზე რომ დგას და ჭკვას გვარიგებს, ეგეთს კი არა, აი რომ ვისაუბროთ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ვისაც სურვილი აქვს, აზრები გავცვალოთ ვინ რა გაიგო ახალი, ვის რა კითხვა აქვს რაიმე თემაზე და ა.შ.

ხელოვნურ ინტელექტზე დედამიწა გადაიარია და თვითონ ეს ხელოვნური ინტელექტიც გადაიარაია, მნიშვნელოვანი სიახლები ყოველსაათში ხდება და ძნელია თვალ-ყური ერთმა კაცმა ამ უველაფერს მიადევნო. ხოდა მოდით ზამთრის ამ გრძელ საღამოებზე შევიკრიბოთ 20:00 საათზე და ფინჯან ყავასთან (ან უფრო მეტ გრადუსიან სასმელთან) ერთად ვიჭორაოთ ტექნოლოგიურ სიახლეებზე. თანაც ისე რომ ნებისმიერმა შეძლოს აზრის გამოხატვა, კითხვის დასმა, სიახლეების ან პრობლემის გაზიარება

შეხვედრები უფასოა

რეგისტრაციები კი აუცილებელია


ზამთრის ღამეებიც შეგვიწყობს ხელს

Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია