🐈 სკრეჩი, 🤖კარელი და 🐍 პითონი

 

🐈 სკრეჩი, 🤖კარელი და 🐍 პითონი დაძმობილდნენ, გაუდგნენ გზასა..

მოკლედ: თებერვალში საშუალება გაქვთ დაიწყოთ 🐈 სკრეჩი, 🤖კარელის და 🐍 პითონის ტრენინგები ქართულ ენაზე. კურსი საშუალებას მოგცემთ მე-4-6 კლასისთვის შექმნათ ონლაინ კლასი,  მოსწავლეებს შესთავაზოთ თანამედროვე ინოვაციური ონლაინ სასწავლო გარემო, ლექციებით, წასაკითხი მასალით, დიფერენცირებუილი დავალებებით, ქვიზებით, სახალისო თამაშებით, ავტომატური შეფასების სისტემით, ჰარვარდის და სტენფორდის სერტიფიკატით. მასწავლებელს შეუძლია დააკვირდეს თითოეული მოსწავლის პროგრესს. ყველაფერი გამზადებულია და თქვენ მხოლოდ მინიმალური ჩარევა გჭირდება. თანაც შეძლებთ მიიღოთ ჰარვარდის სერტიფიკატი პროგრამირების სწავლების მეთოდოლოგიაში. 

რეგისტრაცია ტრენინგზე

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება  და 14 და 20 თებერვალს  17:00 საათზე. რეგისტრაცია აუცილებელია. ხანგრძლივობა 1 სთ.  

(ამ პოსტის სანახავად ბრაუზერში აკრიფეთ:  mokle.ge/pyteach26, რეგისტრაციისთვის ბრაუზერში აკრეიფეთ mokle.ge/pyteach26rg)

ურწმუნო თომებს შეუძლიათ ნახონ როგორ შეიძლება პითონის ბრძანებების შესრულება სკრეჩში :)  

ესეც სკრინი: 


იგივე ინფო ვრცლად: 

:: სკრეჩის კურსი
რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • სპრაიტი, 
  • ფუნქციები, 
  • მოვლენები, 
  • მდგომარეობა, 
  • ციკლები
  • ცვლადები
  • აბსტრაქცია
  • პროექტი 

ლექციის ნიმუში

სერტიფიკატის ნიმუში



ხელოვნური ინტელექტის მიერ შეფასებული დავალება:

კურსის შედეგი:
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მარტივი ანიმაციების შექმნა
  • თამაშების შექმნა
  • ინტერაქტიური ნახატების დამზადება
  • ციფრული ამბის თხრობა


:: პითონის კურსი

ჯერჯერობით ეს კურსი ერთადერთი ქართულენოვანი კურსია, რომელიც პედაგოგებს სთავაზობს სრულ პაკეტს პითონით სწავლებისთვის. ანუ, კურსი მოიცავს: 

  • ონლაინ ლექციას, დავალებას, შეფასებას, ნაბეჭდ სახელმძღვანელოს
  • პროგრამირების სწავლების მეთოდოლოგიას 
  • სასწავლო ვორკშოპს მასწავლებლებისთვის
  • ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ სერტიფიკატს
ყველა მოდულს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, წასაკითხი მასალა, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. სტანდარტი. შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის.....

კურსების დამთავრების შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების საფუძველზე გაიცემა ჰარვარდის  უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული სერტიფიკატი.  
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ ვებ გვერდზე.

ამ გიფზე ჩანს თუ როგორ მუშაობს საიტზე არსებული პროგრამა

ნახეთ მასწავლებლის  წიგნის ნიმუში 

კურსები აგებულია IEEE CS სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თქვენი მოსწავლეები რეალურ დროში დაესწრებიან ონლაინ შეხვედრას ჰარვარდიდან

თუ ეს კურსები თქვენთვის საინტერესოა, გაიარეთ

რეგისტრაცია ტრენინგზე 

არ ინანებთ

print("❤ წარმატებას გისურვებთ!")

Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია