პროგრამირება სკრეჩით — რესურსები

 
დათოს ბლოგზე უკვე მიჩვეული ხართ მურაბა და სუ კაი-კაი ამბებს. მარა ეს აი ისეთი ამბავია, სულ რო არ ველოდი. და ვერც წარმოვიდგენდი. ხომ გახსოვთ, კოდირების ცოდნის გარეშე ვებ გვერდის შექმნის ტრენინგი რომ გამოვაცხადე და ახლა კიდევ მოსწავლეებისთვის სკრეჩის ტრენინგი მიმდინარეობს.... ხოდა რატომღაც პირველ ტრენინგზე სკრეჩის ვებ გვერდის შექმნამ წამომიარა, მეორე ტრენინგზე კი ქვიზების და დავალების შემოწმებისთვის ისედაც ვიყენებდი AI ინსტრუმენტებს და ჰარვარდის კვატს. ხოდა ეს ყველაფერი გავაერთიანე და გადავწყვიტე ცალკე საიტი გამეკეთებინა. თავიდან twiton.ge საიტზე უნდა დასკუპებულიყო, მაგრამ ახალი და ყვითელი დიზაინი თვითონის ფერებში არ ჯდებოდა. არადა სკრეჩის მიაუ დიზაინი ძალიან საყვარლობა იყო. აბა თქვენც დაათვალიერეთ პროტოტიპი. მეთანხმებით რომ ლამაზია?


ხოდა ბარემ ახალ დომენს ვიზამთქო :). მოსვინჯე scratch.ge და აღმოჩნდა რომ თავისუფალია :) შესაბამისად არც ვაციე, არც ვაცხელე. ამგვარად დავითრიე მინტში. ხოდა ეს დომენი ახლა ❤ დათოსია. ამწუთს მანდ რეგისტრატორის გვერდი გაგიღიმებთ, მაგრამ. რამდენიმე დღეში ახალ ჰოსტინგზე გადასკუპდება ახალი თვითონიც და სკრეჩიც მიუსკუპდება. თანაც domenebi.ge ამიერიდან ყველა ჩვენი დომენის რეგისტრატორი, ჰოსტ პროვაიდერი და სპონსორ იქნება. ეს კი ძალიან კარგი ამბების კეთების საშუალებას მომცემს. თქვენ კი ყოველთვის პირველები იქნებით, ვინც ამის შესახებ დეტალურად გაიგებს, თუ  14 მარტს 20:00 საათზე უფასო საინფორმაციო  შეხვედრას დაესწრებით. 

კიდევ ერთი თარიღი ჩაინიშნეთ: 28 მარტს კი ვფიქრობ საიტის სატესტო პრეზენტაცია გავაკეთო. შენც მოწვეული ხარ, მაგრამ მანამდე უფასო საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად

გაიარე რეგისტრაცია

დანარჩენ მურაბებს და ტკბილ-ამბებს  უშუალოდ გაგაცნობთ 





Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია