გუგლის სუნამო - "Gmail Scent" 😄
გუგლის სუნამო - "Gmail Scent" 😄
ამიერიდან თქვენს ცხოვრებაში დაუჯერებელი ჰორიზონტი იხსნება მესიჯების გასაგზავნად: გუგლი აცხადებს რომ შექმნა რევოლუციურ პროდუქტი, რომლის მსგავსი ჯერ ინტერნეტის ისტორიას არ ახსოვს, კერძოდ Gmail Scent-ს. ახლა შეგიძლია გააგზავნოი შეტყობინება, რომელსაც სხვადასხვა სურნელი ექნება. დიახ. ასე მარტივად, როგორც გუგლს სჩვევია. წკაპ და სასიამოვნო სურნელს აფრქვევ. გაულამაზე გაზაფხულის დრეები, მეგობრებს, შეყვარებულებს, ბოსს, კოლეგას, მოსწავლეს.... ან უბრალო გამვლელს
🌸 როგორ მუშაობს? Gmail Scent იყენებს AI-ზე დაფუძნებულ ნანო-არომატულ პროტოკოლს (NAP™), რომელიც სმარტფონის მიკროფონის ვიბრაციებს გარდაქმნის მოლეკულურ სიგნალებად... და ტელეფონის ზედა კუხე სურნელოვანი ხდება.
📦 არომატების კატალოგი:
| სუნი | სახელი | შეტყობინება |
|---|---|---|
| 🌱 გაზაფხულის ბალახი | "Happy Spring" | ზოგადი მისალმება |
| ☕ დილის ყავა | "Good Morning" | დილის შეხვედრა |
| 🍕 პიცა | "Sorry I'm Late" | დაგვიანება |
| 📚 ძველი წიგნი | "Read This Carefully" | მნიშვნელოვანი დოკუმენტი |
| 🌧️ წვიმის შემდეგ | "We Need to Talk" | სერიოზული საუბარი |
| 🧄 ნიორი | "Urgent!!!" | სასწრაფო |
| 🌹 აფროდიტა | "Goddess Mode" | სიყვარულის წერილი — ვარდი, იასამანი და ოქროს ვაშლი |
| 💫 ვენერა | "Celestial Love" | რომანტიკული შეტყობინება — ღამის ია, ამბრა და ვარდის კვირტი |
💝 აფროდიტა vs ვენერა — რომელი გაგზავნო?
🏛️ აფროდიტა — ბერძნული ვარიანტი. ცოტა უფრო ვნებიანი, დრამატული. გვერდით ჰყავს ეროსი და ისარი ესვრის. ⚠️ გაფრთხილება: შეიძლება მიმღებმა დაივიწყოს რას პასუხობდა
🌟 ვენერა — რომაული ვარიანტი. უფრო elegant, დახვეწილი. NASA-ს პლანეტასთანაა დაკავშირებული. ⚠️ გაფრთხილება: ტელეფონის ტემპერატურა შეიძლება 462°C-მდე აიწიოს (პლანეტა ვენერას მსგავსად)
💬 მომხმარებელთა გამოხმაურება:
"დირექტორმა გამომიგზავნა ნიორის სუნი... გადავწყვიტე სამსახური შევიცვალო" — გორი
"აფროდიტა გავუგზავნე უფროსს შეხვედრის გადადებაზე... დამთანხმა, მაგრამ ახლა უცნაურად მიყურებს" — ბათუმი
"ვერ ვხსნი რატომ, მაგრამ ყველა ჩემი ელ-ფოსტა ახლა ელარჯის სუნი ასდის" — ზუგიდი
ხელმისაწვდომია Android 99 და iOS 20-ზე. მოითხოვს Gmail Scent Diffuser Dongle™ — მხოლოდ $399 აფროდიტა და ვენერა პაკეტი ცალკე იყიდება: $999 — "Olympus Premium Bundle" 💝 😂
პროდუქციის არჩევა და ტესტერების დაყნოსვა შესაძლებელია ოფიცალურ გვერდზე უფასოდ დემო რეჟიმში პრომო კოდისთვის დამირეკეთ ან პოსტყზე გამომეხმაურეთ
დააკომენტარეთ, რომელია თქვენი ფავორიტი, რომელს გამომიგზავნიდით მე, თქვენს მოსწავლეს ან დირექტორს, შეყვარებულს... გახსოვდეთ, გამოიყენეთ მოზომილად. ზედმეტი არაფელი არ ვარგა

Comments
კომენტარი