ხელოვნური ინტელექტის შესავალი

 


რეგისტრაცია

ძალიან ხშირად მეკითხებიან, სად ვისწავლო პროგრამირება? მე რა თქმა უნდა ყველას და ყველაფერს ჰარვარდთან ვამისამართებ, რადგან ჰარვარდი 24 საათი ღიაა თქვენს ჩასახუტებლად :) (სტენფორდში მიღება მხოლოდ აპრილშია და წელს ბევრ მოსწავლეზე უარი გვითხრეს.) რამდენიმე წელია ამ კითხვას ხელოვნური ინტელექტიც დაემატა.  ამ შემთხვევაში პასუხი MIT კურსი იყო. მაგრამ ეს კურსი საკმაოდ რთულია და მათემატიკის მაღალ დონეზე სწავლასთან ერთად პროგრამირების საფუძვლების ცოდნაც აუცილებელია. შედეგად არც ეს კურსია ყველასთვის კომფორტული. 

ხოდა დღეს, უფრო ზუსტად, შუაღამეს, ჰარვარდმა გამახარა. ჰოპ და აგერაა უფასო ლაივ კურსი ხელოვნური ინეტელექტის შესავალი. ეს არ არის მხოლოდ თეორიული მასალა; ეს არის პირდაპირ ეთერში (Zoom-ის მეშვეობით) მიმდინარე ინტერაქციული სესიების ციკლი, რომელიც 2026 წლის ივნისში იწყება. კურსი სპეციალურად შეიქმნა მათთვის, ვისაც არ აქვს პროგრამირების წინასწარი გამოცდილება, რაც ხსნის ბარიერებს ნებისმიერი საგნის პედაგოგისთვის ან მომავალი იურისტებისთვის, მარკეტერებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ანუ  ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც AI-ს მუშაობის პრინციპების გაგება სურს.

2026 წლის ივნისის განრიგი უკვე ცნობილია (Playing-დან Moving-მდე) და ის ქმნის აქტუალობისა და დროულობის განცდას. ექსპერტული თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, დაეუფლოთ მომავლის ტექნოლოგიას რეალურ დროში, მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგებთან ერთად.
კურსი 7 კვირის : როგორ აღვიქვამთ მანქანურ სწავლებას
"Introduction to Artificial Intelligence" სერია AI-ს შვიდ ინტუიციურ განზომილებად ყოფს, რაც ტექნოლოგიას ადამიანურ თვისებებთან აახლოებს:

 

თემა

დღე

1

 Playing

სამშ, 2 ივნ

2

Predicting

ოთხშ, 3 ივნ.

3

Analyzing

ოთხშ, 10 ივნ.

4

Sensing

ხუთშ, 11 ივნ.

5

Communicating

სამშ, 16 ივნ.

6

Generating

ოთხშ, 17 ივნ.

7

Moving

ხუთშ, 18 ივნ.


  1. Playing (თამაში) – სტრატეგიული აზროვნება.
  2. Predicting (პროგნოზირება) – მონაცემებზე დაფუძნებული მოლოდინები.
  3. Analyzing (ანალიზი) – ინფორმაციის სიღრმისეული დამუშავება.
  4. Sensing (შეგრძნება) – სამყაროს აღქმა სენსორებით.
  5. Communicating (კომუნიკაცია) – ენობრივი მოდელები.
  6. Generating (გენერირება) – კრეატიული AI.
  7. Moving (მოძრაობა) – რობოტიკა და ფიზიკური ინტერაქცია.
ეს მიდგომა მანქანურ სწავლებას არა როგორც მშრალ კოდს, არამედ როგორც ცოცხალ, გარემოსთან ურთიერთქმედ სისტემას ისე წარმოაჩენს.
არ გადადოთ რეგისტრაცია

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია

🐈 სკრეჩით და 🐍 პითონით პროგრამირება პედაგოგებისთვის (3პ+AI)