შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით
ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲡᲙᲠᲔᲩᲘᲗ
ამბობენ კატა ძნელად იწვრთნებაო, ცირკში ვერ გამოიყვანო, მაგრამ ეგ ამბები ცირკშია. ჩვენ კი კატას არა თუ გაწვრთნა შეგვიძლია, არამედ სულაც ჩვენს ჭკუაზე ვატარებთ: ზუსტად იმდენ ნაბიჯს გადადგამს, რამდენსაც ვეტყვით, ანდა იმდენჯერ დაიკნავლებს, რამდენჯერაც მოგვესურვება. იცით ამას როგორ ვახერხებთ? სულ მარტივად, ჩვენ ვიცით კატებთან სასაუბრო ენა. მას სკრეჩი ქვია.
ძალიან მარტივია, ამ ენის სიტყვები პაზლის მსგავს ბლოკებზე წერია, ერთმანეთზე უნდა დააწყო რომ პროგრამა გამოვიდეს... და თუ გაინტერესებს ეს როგორ კეთდება, შემოგვიერთდი შესავალი სკრეჩით პროგრამირების კურსზე, რათა კატასთან ერთად ბევრი თამაში, ანიმაცია, პროგრამა და ზღაპრები შევქმნათ...
ყველა სამუშაოს შესრულების შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატსაც მიიღებ.
თუ შენ დაწყებითი კლასის მოსწავლე ხარ და ფიქრობ პროგრამისტი გახდე, scratch.ge საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევს უფასოდ გაიარო კურსი შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით, რომელიც არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ანალოგიური კურსის ქართული ადაპტაცია. კურსის გასავლელად წინასწარი ცოდნა არაა საჭირო.
თანაც აქ უამრავ თანამოაზრეს შეიძენ, კატებთან მეგობრობა ბევრ შენს თანატოლს უნდა, ეს ძალიან საინტერესო თავგადასავლების დასაწყისია. რა იცი, იქნებ სულაც აქ შეიძინო შენი საუკეთესო კოდის ძმაკაცი...
სხვათაშორის, კატა ნათლიას ეძებს. სახელი ჯერ არ აქვს და მოდი ერთად მოვიფიქროთ... ამისთვის ჩვენ კონკურსიც კი გამოვაცხადეთ, გადადით ბმულზე და მიიღე მონაწილეობა, ან ამ პოსტის ქვეშ დაწერე კომენტარი – ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲔᲠᲥᲕᲐᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡᲢ ᲙᲐᲢᲐᲡ?...
ᲗᲣ ᲨᲔᲜ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔ ᲮᲐᲠ...
ᲣᲧᲣᲠᲔᲑ ᲓᲐ ᲛᲐᲨᲘᲜᲕᲔ ᲐᲙᲔᲗᲔᲑ
აქ სულ ათი გაკვეთილია, თითო გაკვეთილზე პატარ-პატარა ნაბიჯებს დგამ ყოველ ჯერზე: სპრაიტები, მოვლენები, ციკლები, ცვლადები, პირობები. ჯერ ვიდეო უდან ნახო, შემეგ კი ყველაფერი, რაც ვიდეოში ხდება, შენ თვითონ უნდა ააწყო სკრეჩის საიტზე. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვიდეოში ნაჩვენები კოდებიც შეგიძლია ნახო ᲰᲐᲠᲕᲐᲠᲓᲘᲡ ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲠᲮᲘᲓᲐᲜიმავეს თვითონ აწყობ.
რატომ? ვიდეოს გააჩერებ, უკან დააბრუნებ და ხელახლა ნახავ, სანამ არ გაერკვევი. ე.ი. არავინ გაჩქარებს — შენი ტემპით მიდიხარ.
ᲡᲐᲘᲢᲘ ᲨᲔᲜᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲡ ᲗᲕᲘᲗᲝᲜ ᲐᲛᲝᲬᲛᲔᲑᲡ
ატვირთავ ნამუშევარს და მაშინვე ხედავ, რა გამოვიდა და რა გამოგრჩა. თუ რამე ვერ იპოვე, მინიშნება გეტყვის, რომელი ბლოკი დაგჭირდება.
რატომ? პასუხს არავისგან ელოდები. შეცდომას მაშინ ასწორებ, როცა ჯერ კიდევ გახსოვს, რას აკეთებდი. დამეთანხმე ხო ასე უკეთ სწავლობ?
ᲑᲚᲝᲙᲔᲑᲡ ᲮᲔᲚᲘᲗ ᲐᲬᲧᲝᲑ ᲓᲐ ᲙᲐᲢᲐᲡ ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲘ
სკრეჩს აქვს კოდების რედაქტორი – ადგილი სადაც ბლოკებს ერთმანეთზე ალაგებ პროგრამის შესაქმენალად. შექმნილი კოდი მაშინათვე შეგიძლია გაუშვა მწვანე დროშაზე დაჭერით. უცებ ნახავ, შენი კოდი მუშაობს თუ არა. შენი ნამუშევარი შეგიძლია შეინახო. შემდეგ შესვლაზე ყველაფერი თავის ადგილას დაგხვდება.
რატომ? აქ შეცდომა არაფერს აფუჭებს: სცადე, ნახე, გადააკეთე, შეცვალე, გააუმჯობესე. კიდევ სცადე. პროგრამისტი ზუსტად ასე მუშაობს.
ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲘᲐᲛᲝᲕᲜᲔᲑᲐᲐ
აქ ყოველ თავს თავისი ქვიზი აქვს. თუ კარგად ჩააბარებ — ბეიჯი შენია. რაღაც ვერ გამოვიდა? არ იდარდო, შეგიძლია კიდევ სცადო და გააუმჯობესო შენი შედეგი, არავინ დაგიშლის. ჩვენი მიზანია გასწავლოთ. შეცდომა დაბრკოლება არასდროს არ არის, პროგრამირება და შეცდომები ძმაკაცები არიან. რა გაეწყობა...
რატომ? ქვიზი საშუალებას გაძლევს დარწმუნდე საკუთარ ცოდნაში. იქნებ რამე გამოგრჩა? თუ ასეა იქვე ნახავ რა მასალას უნდა დაუბრუნდე. ამისთვის არავინ გაგიბრაზდება.
ᲧᲕᲔᲚᲐ ᲑᲚᲝᲙᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲑᲐᲠᲐᲗᲘ ᲐᲥᲕᲡ
სკრეჩს უამრავი ბლოკი აქვს და ყველა ცალ-ცალკე ზეპირად შეიძ₾ება არც გახოვდეს რას აკეთებს, ზოდა შეგიძლია გადახვიდე "ᲑᲚᲝᲙᲔᲑᲘ" განყოფილებაში და ნებისმიერზე მიიღოამომწურავი ინფორმაცია: როგორ გამოიყურება, რას აკეთებს. იქვეა მაგალითიც. ქართულ ენაზე მსგავსი ინფორმაცი მე არსად შემხვედრია
რატომ? ერთი დავიწყებული ბლოკის გამო აღარსად გარბიხარ. პასუხი იქვეა, ე.ი. შეგიძლია საქმეს არ მოწყდე.
ᲨᲔᲜ ᲓᲐ ᲨᲔᲜᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘ
ეს ყველაზე საინტერესო ადგილია მთელ ვებსაიტზე, შეგიძლია რაიმე აზრი გაუზაირო თანაკლასელებს, კითხვას დასვა, მოაწყო გამოკითხვა. მეგობრები რეაქციას დაგიტოვებენ. ზუსტად ისე,როგორც ფეიბუკზე ხდება. თუმცა ფეისბუკისგან განსხვავებით აქ შესვლას არავინ დაგიშლის. თანაც აქ უამრავი გასართობი განყოფილებაა. რაც უფრო აქტიური ხარ, მით მაღალი რანგი გაქვს თანაკლასელების კლასის სიაში. თანაკლასელებთან მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შენს მონდომებას ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ.
რატომ? მარტო კოდის წერა მოსაწყენია. როცა შენი კლასი იქვეა, კითხვის დასმა აღარ გრცხვენია. ნამდვილი მეგობრები არასდროს დაგტოვებენ კოდთან მარტოს.
ᲨᲔᲜᲡ ᲗᲐᲛᲐᲨᲡ ᲙᲚᲐᲡᲔᲚᲔᲑᲘ ᲐᲤᲐᲡᲔᲑᲔᲜ — ᲙᲐᲢᲐᲙᲝᲘᲜᲘᲗ
როცა საკუთარ სკრეჩ-პროექტს მოამზადებ, შეგიძლია კლასელებს თავი მოაწონო და ბმულით გალერეაში დაამატო. თუ კალსელებს მოექონებათ, კატაკოინს გაჩუქებენ. თანაც გეტყვიან რა მოეწონათ: 🎨 კრეატიულობა · 🧩 ჭკვიანი კოდი · თუ 😄 სახალისო გადაწყვტილება. კოინს დავალებებით გამოიმუშავებ, შენც შეგიძლია სხვას აჩუქო და გაახარო.
რატომ? თამაში იმისთვის კეთდება, რომ ვიღაცამ ითამაშოს. აქ შენს ნამუშევარს ნახავენ, და შენც ნახავ, სხვამ რა მოიფიქრა.
ᲙᲣᲠᲡᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲐᲥᲕᲡ — ᲓᲐ ᲑᲝᲚᲝᲨᲘ ᲮᲔᲚᲨᲘ ᲠᲐᲦᲐᲪ ᲒᲠᲩᲔᲑᲐ
ცხრავე დავალებას სრული ქულით რომ ჩააბარებ და ქვიზებსაც, სერტიფიკატი შენია: შენი სახელით, სკოლისა და მასწავლებლის სახელით, საკუთარი ნომრით. დაბეჭდავ ან PDF-ად შეინახავ. ქვიზები ცხრიანზე მაღლა — უმაღლესი ხარისხი; შვიდზე მაღლა — პირველი ხარისხი. და ეს ერთადერთი არაა: საიტზე ჰარვარდის სერტიფიკატის აღებაც შესაძლებელია.
რატომ? როცა იცი, რომ ბოლოში რაღაც ნამდვილი გელოდება, შუა გზაზე მიტოვება აღარ გინდა.
ᲓᲐ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲝᲠᲘ ᲠᲐᲛ
- ვერ გაიგე? დაწერე მასწავლებელს კითხვა იქვე, გაკვეთილთან. როცა პასუხი მოვა, საიტი გაცნობებს — ე.ი. კითხვა არსად იკარგება.
- სახელი ნამდვილი დაწერე. სწორედ ის დაიბეჭდება სერტიფიკატზე. და მშობელსაც ათხოვე, რომ იცოდეს — რეგისტრაციაზე ეს ისედაც გკითხავს.
ᲠᲐᲡ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲗ ᲗᲥᲕᲔᲜ, ᲛᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲚᲝ
კლასთან მუშაობა საიტზევეა — ცალკე ცხრილები და ჩამონათვალები აღარ დაგჭირდებათ.
- კლასს ქმნით და კოდს აძლევთ მოსწავლეებს — ისინი კოდით შემოდიან და მორჩა — არც ფოსტა, არც პაროლების ჩამონათვალი.
- თავებს თანდათან ხსნით — კლასი ერთად მიდის: წინ არავინ გარბის და უკან არავინ რჩება.
- ხედავთ, ვინ სად არის — რომელი გაკვეთილი გაიარა, რა ქულა აიღო, რამდენჯერ სცადა — ცხრილს აღარ ავსებთ.
- კითხვებს კითხულობთ და პასუხობთ — მოსწავლეს შეტყობინება მაშინვე მისდის, ე.ი. კითხვა გაკვეთილამდე იკარგება.
- გაკვეთილების ცხრილს ავსებთ — შეხსენება ბავშვს 5 წუთით ადრე მიუვა — დაგვიანება ნაკლები იქნება.
- ერთი შეტყობინება მთელ კლასს — და თან ხედავთ, ვინ წაიკითხა და ვინ არა.
- სკოლისა და დირექტორის სახელს ერთხელ ავსებთ — ისინი მოსწავლის სერტიფიკატზე იბეჭდება — ერთხელ სწორად და სამუდამოდ.
- სამასწავლებლო ოთახი — ცალკე დაფა მხოლოდ მასწავლებლებისთვის — მოსწავლე იქ ვერ შემოდის.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲕᲘᲦᲝ ᲙᲚᲐᲡᲘ
- კლასის შექმნა უფასოა — ერთი პირობით: ეს პოსტი ფეისბუკზე გააზიარეთ. მშობლებმაც და კოლეგებმაც უნდა გაიგონ, რომ ასეთი რამ არსებობს.
- მერე დარეგისტრირდით — მასწავლებლის როლს აირჩევთ, სკოლისა და დირექტორის სახელს შეავსებთ და კლასს შექმნით. კოდს მოსწავლეებს გადასცემთ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝ
- შედი scratch.ge-ზეტელეფონიდანაც მუშაობს, კომპიუტერიდანაც.
- პირველი თავი ღიაარეგისტრაციაც კი არ გჭირდება — უბრალოდ დაიწყე ყურება.
- მოგეწონა? დარეგისტრირდიმერე მასწავლებლისგან კლასის კოდს აიღებ და შენიანებს შეუერთდები.
კატა უკვე გელოდება 🐱
Comments
კომენტარი