შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით მოსწავლეებისთვის

ᲠᲝᲪᲐ ᲐᲭᲔᲠ...

ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲡᲙᲠᲔᲩᲘᲗ

თუ თქვენი მიზანია მოსწავლეებს ასწავლოთ პროგრაამირება და არა ვთქვათ სკრეჩი, ან თუნდაც პითონი, ან თუნდაც რაიმე თამაშის შექმნა, მაშინ ჩვენი შემოთავაზება თქვენთვის საუკეთესო არჩევანია: და ჩვენს შემოთავაზებას დავარქვით საიტი scratch.ge.

scratch პროგრამირების ძალიან მარტივია ენაა. მას უკვე ბევრი მასწავლებელი იყენებს. ჩვენთან ერთად თქვენი ბავშვები შექმნიან უამრავ თამაშს, ანიმაციას, პროგრამას და ზღაპრულ ამბებეს მოყვებიან...

მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ისწავლება პროგრამირება და არა კონკრეტულად სკრეჩი.

თუ მოსწავლე ყველა სამუშაოს შეასრულებს, ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატს მიიღებს.

თუ შენ დაწყებითი კლასის ტექნოლოგიების მასწავლებელი ხარ და სასწავლო რესურსები გჭირდება, scratch.ge საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევს ყველაფერი ერთ ადგილას ჩამოწიკწიკებული ნახო. კურსი შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით, სწორედ ისაა, სადაცე ეს ყვეალფერი ერთადაა თავმოყრილი:

თანაც აქ უამრავ თანამოაზრეს შეიძენ, კატებთან მეგობრობა ბევრ შენს მოსწავლეს უნდა, მათთვის ეს ძალიან საინტერესო თავგადასავლების დასაწყისია. აქ ასევე უამრავი შენი კოლეგაა მათი გამოცდილების გაზიარება კი ვფიქრობ კარგი შესაძლებლობაა ეფექტური და ინოვაციური გაკვეთილის ჩასატარებლად.

სხვათაშორის, ჩვენც ვეძებთ თანამოაზრეებს და შენი გამოცილება, ძალიან მნიშნელოვანი იქნებაა. ამიტომ გთხოვ ამ პოსტის ქვეშ დაწერე კომენტარი, დასვი მოწონების ცერა თითი ან საულაც დაგულე. ახალვე შეგიძლია შენს კოლეგებს გაუზიარო შთაბეჭდილებებეი და შენი ემოციები.


ᲗᲣ ᲨᲔᲜ ᲛასᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲮᲐᲠ...

ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ

ᲧᲕᲔᲚᲐ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲘ ᲔᲠᲗ ᲐᲓᲒᲘᲚᲐᲡᲐ

ამ საიტზე განთავსებულია ყველა რესურსი, რაც კლასთან მუშაობისთვის დაგჭირდება. არაფერი არ გექნება საძებნი: კურსის ლექცია, გამოყენებული კოდები, ცხრილები...

ᲙᲚᲐᲡᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ

ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲗ ᲙᲚᲐᲡᲡ ᲓᲐ ᲒᲐᲣᲖᲘᲐᲠᲔᲑᲗ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲡ

ისინი კოდით შემოდიან თქვენს მიერ შექმნილ კლასში და მორჩა, არც ფოსტა, არც პაროლების ჩამონათვალი და ა.შ. არ დასჭირდებათ მოსწავლეებს. თანაც ეს კოდები არაა რაღაც გაურკვეველი ასოების და რიცხვების ძნელად დასამახსოვრებელი კომბინაცია, არამედ ბავშვებისთვის საყვარელი სურათებია: კატა, ძაღლი, მელია, ზღარბი, ყვავილი...

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲘ

ᲡᲣᲚ 10 ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘᲐ

საიტზე თითოეული გაკვეთილისთვის წარმოდგენილია თემატურად დალაგებული 10 მოკლე ვიდეოლექცია ქართულ და ინგლისურ ენაზე. ყველა გაკვეთილს მოყვება გამოყენებული კოდები, წასაკითხი მასალა, მასწავლებლის აქტივობები, ქვიზები, დავალებები, სავარჯიშოები, პაზლები და ა.შ.

ᲒᲔᲘᲛᲘᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲕᲘᲖᲔᲑᲘ

ᲥᲕᲘᲖᲔᲑᲘ ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲝ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡᲐᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲐᲚᲘᲡᲝ

აქ ყოველ თავს თავისი ქვიზი აქვს. თუ კარგად ჩააბარებ — ბეიჯი შენია. რაღაც ვერ გამოვიდა? არ იდარდო, შეგიძლია კიდევ სცადო და გააუმჯობესო შენი შედეგი, არავინ დაგიშლის. ჩვენი მიზანია გასწავლოთ. შეცდომა დაბრკოლება არასდროს არ არის, პროგრამირება და შეცდომები ძმაკაცები არიან. რა გაეწყობა...

რატომ? ქვიზი საშუალებას გაძლევს დარწმუნდე საკუთარ ცოდნაში. იქნებ რამე გამოგრჩა? თუ ასეა იქვე ნახავ რა მასალას უნდა დაუბრუნდე. ამისთვის არავინ გაგიბრაზდება.

ᲪᲜᲝᲑᲐᲠᲘ

ᲧᲕᲔᲚᲐ ᲑᲚᲝᲙᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲑᲐᲠᲐᲗᲘ ᲐᲥᲕᲡ

სკრეჩს უამრავი ბლოკი აქვს და ყველა ცალ-ცალკე ზეპირად შეიძ₾ება არც გახოვდეს რას აკეთებს, ზოდა შეგიძლია გადახვიდე "ᲑᲚᲝᲙᲔᲑᲘ" განყოფილებაში და ნებისმიერზე მიიღოამომწურავი ინფორმაცია: როგორ გამოიყურება, რას აკეთებს. იქვეა მაგალითიც. ქართულ ენაზე მსგავსი ინფორმაცი მე არსად შემხვედრია

რატომ? ერთი დავიწყებული ბლოკის გამო აღარსად გარბიხარ. პასუხი იქვეა, ე.ი. შეგიძლია საქმეს არ მოწყდე.

ᲡᲐᲙᲚᲐᲡᲝ ᲓᲐᲤᲐ

ᲨᲔᲜ ᲓᲐ ᲨᲔᲜᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘ

ეს ყველაზე საინტერესო ადგილია მთელ ვებსაიტზე, შეგიძლია რაიმე აზრი გაუზაირო თანაკლასელებს, კითხვას დასვა, მოაწყო გამოკითხვა. მეგობრები რეაქციას დაგიტოვებენ. ზუსტად ისე,როგორც ფეიბუკზე ხდება. თუმცა ფეისბუკისგან განსხვავებით აქ შესვლას არავინ დაგიშლის. თანაც აქ უამრავი გასართობი განყოფილებაა. რაც უფრო აქტიური ხარ, მით მაღალი რანგი გაქვს თანაკლასელების კლასის სიაში. თანაკლასელებთან მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შენს მონდომებას ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ.

რატომ? მარტო კოდის წერა მოსაწყენია. როცა შენი კლასი იქვეა, კითხვის დასმა აღარ გრცხვენია. ნამდვილი მეგობრები არასდროს დაგტოვებენ კოდთან მარტოს.

ᲜᲐᲛᲣᲨᲔᲕᲠᲔᲑᲘ

ᲙᲐᲢᲐᲙᲝᲘᲜᲔᲑᲘ ᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲐᲡ ᲡᲐᲮᲐᲚᲘᲡᲝᲡ ᲮᲓᲘᲡ

როცა საკუთარ სკრეჩ-პროექტს მოამზადებ, გირჩევ კლასელებს თავი მოაწონო და ბმულით გალერეაში დაამატო. იმედი მაქვს თანაკლასელები თავიანთი კმაყოფილებას კატაკოინით გამოხატავენ. თანაც საკუთარ აზრსაც გაგიზიარებენ, რა იყო მათთვის მნიშვნელოლოვანი: 🎨 კრეატიულობა · 🧩 ჭკვიანი კოდი· თუ 😄 სახალისო გადაწყვტილება. კოინებს დავალებების შესრულებით ან სხვების დახმარებით დაიმსახურებ. შემდეგ კი შეძლებ სხვას აჩუქო და გაახარო.

რატომ? პროგრამების და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა, მეგობრების შეძენა ყველაზე ღირებული რესურსია, რაც ამ კურსიდან შეიძლება მიიღო.

ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲙᲐᲢᲘ

ᲙᲣᲠᲡᲘ ᲰᲔᲞᲘ ᲔᲜᲓᲘᲗ ᲛᲗᲐᲕᲠᲓᲔᲑᲐ

ამ კურსზე ძალიან დიდი შრომა დაგჭირდება – ლექციები, დავალებები, ქვიზები, სავარჯიშოები... ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და ჩართულობას. ამიტომ ბოლოს აუცილებლად სერტიფიკატს ჩაგახუტებთ. თანაც ამ სერტიფიკატს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დაადასტურებს. ეს ალბათ პირველი ამრიკული სერტიფიკატია რაც მიგიღია, მაგრამ ჩვენთან ერთად წინ კიდევ ბევრი გელოდება. სერტიფიკატის დაბეჭდვა და გაზიარებაც შეგიძლია

რატომ? როცა იცი, რომ ბოლოში რაღაც სასიამოვნო გელოდება, მეტი მოტივაცია გაქვს, ბოლომდე გახვიდე.

ᲓᲐ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲝᲠᲘ ᲠᲐᲛ

  • შესაძლოა რაღაც ვერ გაიგო, ან პატარა ბიძგი გჭირდებოდეს ან პატარაზე მეტი.. შეგიძლია გაკვეთილის გვერდზევე დატოვო კითხვა. როცა პასუხი მოვა, საიტი შეგატყობინებს — ე.ი. კითხვა არსად იკარგება.
  • ნამდვილი სახელით დარეგისტრირდი. მომავალში სწორედ ეს სახელი დაიბეჭდება სერტიფიკატზე. მშობელსაც შეუთანხმდი, რომ ამ საიტს იყენებ. რეგისტრაციაზე ამას ისედაც გკითხავთ.

ᲗᲣ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲮᲐᲠᲗ...

ამ საიტზე განთავსებულია ყველა რესურსი, რაც კლასთან მუშაობისთვის დაგჭირდება. არაფერი არ გექნება საძებნი: კურსის ლექცია, გამოყენებული კოდები, ცხრილები...

  • თქვენ შექმნით კლასს და კოდს გაუზიარებთ მოსწავლეებს — ისინი კოდით შემოდიან თქვენს მიერ შექმნილ კლასში და მორჩა, არც ფოსტა, არც პაროლების ჩამონათვალი და ა.შ. არ დასჭირდებათ მოსწავლეებს.
  • ლექციები — საიტზე თითოეული გაკვეთილისთვის წარმოდგენილია თემატურად დალაგებული 9 მოკლე ვიდეოლექცია ქართულ და ინგლისურ ენაზე.
  • გამოყენებული კოდები — ყველა გაკვეთილს მოყვება ლექციაზე ნაჩვენები კოდების ბმული ოფიციალურის საიტიდან. მოსწავლეს შეუძლია დარემიქსოს და თავის შეხედულებისამებრ გამოიყენოს
  • წასაკითხი მასალა — გაკვეთილებს თან ერთვის საბავშვო დიზაინის მქონე წიგნი .pdf ფორმატში. შესაძლებელია მის ჩამოტვირთვა.
  • გეიმიფიცრებული დიფერენცირებული და მოქნილი დავალებების სისტემა — ყველა დავალება დიფერენცირებულია და მოსწავლის ინდივიდუალურ დონეს შეესაბამება. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია ყველა დავალების შესრულება. მოსწავლეს რამდენიმე ცდა აქვს. ჰინტების გამოყენებაც შეუძლია
  • ბლოკების ცნობარი — ხშირად არ ვიცით ამა თუ იმ ბლოკის დანიშნულება ან გამოყენება. ცალკე გვერდზე სკრეჩის ყველა გვერდის ცნობარია გაკეთებული. აქ ნახავთ თითოეული ბლოკის აღწერას და ამ ბლოკის გამოყენებით მარტივი ნიმუშს ან გაკვეთილს. ეს ნაწილი არის სკრეჩის ბლოკების ყველაზე სრულყოფილი ქართულენოვანი ცნობარი
  • გეიმიფიცირებული ქვიზები — სიატის ყველაზე საინტერესო ნაწილია. აქ თითოეულ გაკვეთილზე შდგენილია 100 სახალისო ქვიზი. სერტიფიკატის მისაღებად თითოეულმა მოსწავლემ 20 კითხვიდან მაღალი შეფასება უნდა მიიღოს.ამისთვის მოსწავლეს რამდენიმე ცდა აქვს, და ჰინტების გამოყენებაც შეუძლია.
  • მეთოდოლოგია — კურსი ასწავლის პროგრამირების საფუძვლებს და არა სკრეჩს ან კონკრეტული თამაში შექმნას ან ბლოკების დალაგებას. თითოეული გაკვეთილი და დავალებეი ავითარებს პროგრამისტის უნარებს. მასწავლებელმა იცის რატომ უნდა ასწავლოს ეს თემა. მისი საგაკვეთილო მიზნები შეესაბამება ამერიკულ სტანდარტებს (ACM,CSTA
  • საგაკვეთილო აქტივობები — წარმოდგენილია თანამედროვე სასწავლო აქტივობები თითოეული გაკვეთილისთვის. ყველა აქტივობა არის ინოვაციური და ემყარება თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს.
  • სხვადასხვა სახის დამატებითი რესურსები — ამ საიტზე თითოეულ გაკვეთილს მოყვება პაზლი, ბარათი. შეცდომიანი კოდი ან სავარჯოშო, რომლებიც ხელს უწყობენ სასწავლო მასალის უკეთ ათვისებას.
  • გასართობი კლასის კოდი — კლასის კოდები არ არის რაღაც გაუგებარი ჭღრღმღრ7943, არამედ ბავშვებისთვის საყვარელი ცხოველების ნაკრებია, ნახეთ სურათი.
  • მომდევნო გაკვეთილები თქვენი ნებართვით იხსენა — მოსწავლეები კურსის ცხრილის მიხედვით ხედავენ ხოლოდ იმ გაკვეთილებს რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გაიარონ. ახალ გაკვეთილზე გადასასვლელად მოსწავლემ წინა გაკვეთილების დავალებებიც უნდა შეასრულოს. წინ არავინ გარბის და არც არავინ ჩამოგვრჩება.
  • მასწავლებელი ხედავს მთელი კლასის პროგრესს — ვინ რომელი გაკვეთილი გაიარა, რა ქულა აიღო, რამდენჯერ სცადა, მთლიანი კლასის სტატისტიკური ანალიზი ერთ ადგილას გაქვთ თვალსაჩინოდ.
  • მოსწავლეს შეუძლია შეკითხვის დასმა — მოგიწევთ უპასუხოთ :) მოსწავლე-მასწავლებელს შორის ცოცხალი კომუნიკაციაა.
  • მარტივად მოამზადებთ გაკვეთილების ცხრილს — ამ ცხრილის მიხედვით მოსწავლეები საკუთარ გვერდზე 5 წუთით ადრე ხედავენ შეტყობინებას ლაივ გაკვეთილის დაწყების შესახებ. ეს კი დაგვიანებას ამცირებს
  • წვდომა გაქვთ კლასის სოცმედია გვერდზე — შეგიძლიათ შეტყობინება მთელ კლასს გაუგზავნოთ, აქ ნახავთ რამდენმა წაიკითხა ეს შეტყობინება. მოსწავლეებს შეუძლიათ დააკომენტარონ, გამოხატონ რეაქცია, ისევე როგორც ტრენდულ სოციალურ ქსელებში.
  • სამასწავლებლო — არის სოც მედია დაფა, სადაც მხოლოდ მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ სასწავლო გამოცდილებას. ეს საუკეთესო ადგილია პროფესიული განვითარებისთვის.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲥᲛᲜᲐ ᲙᲚᲐᲡᲘ?

  • კლასი რომ გქონდეთ — დარეგისტრირდით როგორც მასწავლებელი და დაადასტურეთ, რომ ნამდვილად ასწავლით სკრეჩს საკლასო გარემოში.
  • ეს პოსტი ფეისბუკზე გააზიარეთ. მშობლებმაც და კოლეგებმაც უნდა გაიგონ, რომ ასეთი საიტი არსებობს.
  • მოსწავლეებს გაუზარეთ კლასის კოდი — მხოლოდ ამ საიტზეა კლასის კოდი ასეთი საყვარელი და დაუვიწყებელი. თუ კლასში უცხო მოსწავლე შემოიძურწა :) ყოველთვის შეამჩნევთ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝ?

  1. შედი scratch.ge-ზე კომპიუტერის, ნოუთბუკის, ტაბლეტის ან ტელეფონის გამოყენებით.
  2. პირველი თავი ღიაარეგისტრაციაც კი არ გჭირდება — უბრალოდ დაიწყე ყურება და შეასრულე დავალებები.
  3. მოგეწონა? დარეგისტრირდიმერე მასწავლებელს სთხოვე მოგცეს კლასის კოდი და შეუერთდი კლასს.
სკრეჩის კატა საქართველოს დროშით
ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡᲣᲤᲐᲡᲝᲐ scratch.ge

კატა უკვე გელოდება 🐱

გაუზიარე მეგობარს, რომელსაც თამაშების კეთება უნდა.

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია

პროგრამირების უფასო კურსები მოსწავლეებისთვის 2026