შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით მასწავლებლებისთვის
ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲡᲙᲠᲔᲩᲘᲗ
თუ თქვენ:
- გსურთ მოსწავლეებს ასწავლოთ პროგრამირება და არა ვთქვათ სკრეჩი,
- ეძებთ მზა სასწავლო რესურსებს
- გაინტერესებთ დიფერენცირებული დავალებები და შეფასების სისტემა
- გინდათ მოსწავლეებს განუვითარდეთ 21- საუკუნის უნარები
- გჭიდებათ სწავლების მეთოდოლოგია
რეგისტრაცია საინფორმაციაო შეხვედრაზე
ნახეთ კლასის შექმნის ინსტრუქცია
scratch პროგრამირების ძალიან მარტივია ენაა. მას უკვე ბევრი მასწავლებელი იყენებს. ჩვენთან ერთად თქვენი ბავშვები უამრავ თამაშს, ანიმაციას, პროგრამას შექმნიან და ზღაპრულ ამბებს მოყვებიან...
მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ისწავლება პროგრამირება და არა კონკრეტულად სკრეჩი. ზოგადად პროგრამირების სწავლების მიზანი არაა პროგრამირების რომელიმე კონკრეტული ენის სწავლა, არამედ მნიშვნელოვანია მოსწავლეები ფლობდნენ პროგრამირების ზოგად უნარებს.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თუ მოსწავლე ყველა სამუშაოს შეასრულებს, ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატს მიიღებს.
თანაც აქ უამრავ თანამოაზრეს შეიძენ, კატებთან მეგობრობა ბევრ შენს მოსწავლეს უნდა, მათთვის ეს ძალიან საინტერესო თავგადასავლების დასაწყისია. აქ ასევე უამრავი შენი კოლეგაა. მათი გამოცდილების გაზიარება კი ვფიქრობ კარგი შესაძლებლობაა ეფექტური და ინოვაციური გაკვეთილის ჩასატარებლად. ჩვენ ყველას გვაინტერესებს თქვენი გამოცდილება.
ამიტომ გთხოვ ამ პოსტის ქვეშ დაწერე კომენტარი, დასვი მოწონების ცერა თითი ან სულაც დაგულე. ახლავე შეგიძლია შენს კოლეგებს გაუზიარო შთაბეჭდილებები და შენი ემოციები.
ᲗᲣ ᲨᲔᲜ ᲛასᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲮᲐᲠ...
ᲧᲕᲔᲚᲐ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲘ ᲔᲠᲗ ᲐᲓᲒᲘᲚᲐᲡᲐ
ამ საიტზე განთავსებულია ყველა რესურსი, რაც კლასთან მუშაობისთვის დაგჭირდება. არაფერი არ გექნება საძებნი: კურსის ლექცია, გამოყენებული კოდები, წასაკითხი მასალა, ქვიზი, დაავალება, პრეზენტაცია, საკლასო აქტივობები, გაკვეთილის ცხრილი, ანალიტიკა...
კურსის სახელმძღვანელო საბავშვო დიზაინის მქონე წიგნია. მასში მოცემული პროგრამები მოსწავლეს ეხმარება კურსის მიზნების უკეთ გაგებაში. QR კოდის დასკანირებით მოსწავლეს შეუძლია ქვიზების შესრულება და დავალებების ატვირთვა.
ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲗ ᲙᲚᲐᲡᲡ ᲓᲐ ᲒᲐᲣᲖᲘᲐᲠᲔᲑᲗ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲡ
ისინი კოდით შემოდიან თქვენს მიერ შექმნილ კლასში და მორჩა, არც ფოსტა, არც პაროლების ჩამონათვალი და ა.შ. არ დასჭირდებათ მოსწავლეებს. თანაც ეს კოდები არაა რაღაც გაურკვეველი ასოების და რიცხვების ძნელად დასამახსოვრებელი კომბინაცია, არამედ ბავშვებისთვის საყვარელი სურათებია: კატა, ძაღლი, მელია, ზღარბი, ყვავილი...
ᲡᲣᲚ 10 ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘᲐ
საიტზე თითოეული გაკვეთილისთვის წარმოდგენილია თემატურად დალაგებული 10 მოკლე ვიდეოლექცია ქართულ და ინგლისურ ენაზე. ყველა გაკვეთილს მოყვება გამოყენებული კოდები, წასაკითხი მასალა, ქვიზები, დავალებები, სავარჯიშოები, პაზლები და ა.შ. მოსწავლეს შეუძლია დაარემიქსოს გამოყენებული გამოყენებული კოდები და თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს. მომდევნო გაკვეთილები მასწავლებლის ნებართვით იხსენება. ახალ გაკვეთილზე გადასასვლელად მოსწავლემ წინა გაკვეთილების დავალებებიც უნდა შეასრულოს. თითოეული გაკვეთილისთვის წარმოდგენილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებზე დაფუნებული აქტივობები.
ᲥᲕᲘᲖᲔᲑᲘ ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲝ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡᲐᲐ ᲓᲐ ᲒᲔᲘᲛᲘᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ
აქ ყოველ თავს თავისი ქვიზი აქვს. თუ მოსწავლე ქვიზს კარგად ჩააბარებს — ბეიჯს მიიღებს. რაღაც ვერ გამოუვიდა? შეუძლია კიდევ სცადოს და გააუმჯობესოს წინა შედეგი, არავინ დაუშლის. ჩვენი მიზანია ვასწავლოთ. შეცდომა დაბრკოლება არასდროს არ არის, პროგრამირება და შეცდომები ძმაკაცები არიან. რა გაეწყობა...
ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲘᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ
ყველა დავალება დიფერენცირებულია და მოსწავლის ინდივიდუალურ დონეს შეესაბამება. დავალების აღწერაში გამოყენებულია მითითების ბარათები. თუ რომელიმე პირობას ვერ გებულობს, მოსწავლეს შეუძლია დამატებითი ინფორმაცია და ვიდეოები ნახოს. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია ყველა დავალების შესრულება. სერტიფიკატს კი ჰარვარდის უნივერსიტეტი ადასტურებს. მოსწავლეს რამდენიმე ცდა აქვს. ჰინტების გამოყენებაც შეუძლია. დავალებას სპეციალური პროგრამა ასწორებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მინიშნებსაც იძლევა და ეხმარება მოსწავლეს დავალების შესრულებაში. მაგრამ ეს დახმარება სწავლაში დახმარებაა და არა რაიმე კონკრეტული დავალების შესრულება. ეს სისტემა მოსწავლეს განმავითარებელ შეფასებასაც სთავაზობს.
ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲔᲜ ᲡᲐᲙᲚᲐᲡᲝ ᲓᲐᲤᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲗ
ეს ყველაზე საინტერესო ადგილია მთელ ვებსაიტზე. თუ სოცქსელებში შესვლა მოსწავლეებს ეკრძალებათ, აქ პირიქით, შეგვიძლია წავახალისოთ. ეს უსაფრტხო სოც ქსელია. აქ მოსწავლეს შეუძლია მოსაზრება გაუზიაროს თანაკლასელებს, დასვას კითხვა, მოაწყოს გამოკითხვა. მეგობრებს საშუალება აქვთ გამოხატონ ემოცია. ზუსტად ისე, როგორც ფეისბუკზე ხდება. თანაც აქ უამრავი გასართობი განყოფილებაა. რაც უფრო აქტიურია მოსწავლე, მით მაღალი რანგი აქვს თანაკლასელების კლასის სიაში.
ᲙᲐᲢᲐᲙᲝᲘᲜᲔᲑᲘ ᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲐᲡ ᲡᲐᲮᲐᲚᲘᲡᲝᲡ ᲮᲓᲘᲡ
როცა მოსწავლე სკრეჩ-პროექტს მოამზადებს, შეუძლია კლასელებს თავი მოაწონოს და ბმულით გალერეაში დაამატოს. თანაკლასელები თავიანთი კმაყოფილებას კატაკოინით გამოხატავენ. თანაც საკუთარ აზრსაც გაუზიარებენ რა იყო მათთვის მნიშვნელოლოვანი: 🎨 კრეატიულობა 🧩 ჭკვიანი კოდი თუ 😄 სახალისო გადაწყვტილება. კოინებს დავალებების შესრულებით ან სხვების დახმარებით გამოიმუშავებენ. ამგვარად არის წახალისებული თანამშრომლობა. პროგრამების და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა, მეგობრების შეძენა ყველაზე ღირებული რესურსია, რაც ამ კურსიდან შეიძლება მოსწავლემ მიიღოს.
ᲙᲣᲠᲡᲘ ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲠᲔᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲐᲠᲐ ᲡᲙᲠᲔᲩᲡ
ან კონკრეტული თამაში შექმნას ან ბლოკების დალაგებას. თითოეული გაკვეთილი და დავალებები ავითარებს პროგრამისტის უნარებს. მასწავლებელმა იცის რატომ უნდა ასწავლოს ეს თემა. კურსის საგაკვეთილო მიზნები შეესაბამება ამერიკულ სტანდარტებს (ACM,CSTA). მასწავლებლის ტრენინგზე დეტალურად აგიხსნით როგორ უნდა ასწავლოთ ეს კურსი, რაზე გაამახვილოთ ყურადღება, როგორ განავითაროთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევევბი რომელი ცნებაა მნიშვნელოვანი და ა.შ.
 
ᲓᲐ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲝᲠᲘ ᲠᲐᲛ
- შესაძლოა რაღაც ვერ გაიგო, ან პატარა ბიძგი გჭირდებოდეს ან პატარაზე მეტი.. შეგიძლია გაკვეთილის გვერდზევე დატოვო კითხვა. როცა პასუხი მოვა, საიტი შეგატყობინებს — ე.ი. კითხვა არსად იკარგება.
- ნამდვილი სახელით დარეგისტრირდი. მომავალში სწორედ ეს სახელი დაიბეჭდება სერტიფიკატზე. მშობელსაც შეუთანხმდი, რომ ამ საიტს იყენებ. რეგისტრაციაზე ამას ისედაც გკითხავთ.
 
ᲗᲣ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲮᲐᲠᲗ...
- ბლოკების ცნობარი — ხშირად არ ვიცით ამა თუ იმ ბლოკის დანიშნულება ან გამოყენება. ცალკე გვერდზე სკრეჩის ყველა გვერდის ცნობარია გაკეთებული. აქ ნახავთ თითოეული ბლოკის აღწერას და ამ ბლოკის გამოყენებით მარტივი ნიმუშს ან გაკვეთილს. ეს ნაწილი არის სკრეჩის ბლოკების ყველაზე სრულყოფილი ქართულენოვანი ცნობარი
- მასწავლებელი ხედავს მთელი კლასის პროგრესს — ვინ რომელი გაკვეთილი გაიარა, რა ქულა აიღო, რამდენჯერ სცადა, მთლიანი კლასის სტატისტიკური ანალიზი ერთ ადგილას გაქვთ თვალსაჩინოდ.
- მოსწავლეს შეუძლია შეკითხვის დასმა — მოგიწევთ უპასუხოთ :) მოსწავლე-მასწავლებელს შორის ცოცხალი კომუნიკაციაა.
- მარტივად მოამზადებთ გაკვეთილების ცხრილს — ამ ცხრილის მიხედვით მოსწავლეები საკუთარ გვერდზე 5 წუთით ადრე ხედავენ შეტყობინებას ლაივ გაკვეთილის დაწყების შესახებ. ეს კი დაგვიანებას ამცირებს
- წვდომა გაქვთ კლასის სოცმედია გვერდზე — შეგიძლიათ შეტყობინება მთელ კლასს გაუგზავნოთ, აქ ნახავთ რამდენმა წაიკითხა ეს შეტყობინება. მოსწავლეებს შეუძლიათ დააკომენტარონ, გამოხატონ რეაქცია, ისევე როგორც ტრენდულ სოციალურ ქსელებში.
- სამასწავლებლო — არის სოც მედია დაფა, სადაც მხოლოდ მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ სასწავლო გამოცდილებას. ეს საუკეთესო ადგილია პროფესიული განვითარებისთვის.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲥᲛᲜᲐ ᲙᲚᲐᲡᲘ?
- კლასი რომ გქონდეთ — დარეგისტრირდით როგორც მასწავლებელი და დაადასტურეთ, რომ ნამდვილად ასწავლით სკრეჩს საკლასო გარემოში.
- ეს პოსტი ფეისბუკზე გააზიარეთ. მშობლებმაც და კოლეგებმაც უნდა გაიგონ, რომ ასეთი საიტი არსებობს.
- მოსწავლეებს გაუზარეთ კლასის კოდი — მხოლოდ ამ საიტზეა კლასის კოდი ასეთი საყვარელი და დაუვიწყებელი. თუ კლასში უცხო მოსწავლე შემოიძურწა :) ყოველთვის შეამჩნევთ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝ?
-
შედი scratch.ge-ზე კომპიუტერის, ნოუთბუკის, ტაბლეტის ან ტელეფონის გამოყენებით.
-
პირველი თავი ღიაარეგისტრაციაც კი არ გჭირდება — უბრალოდ დაიწყე ყურება და შეასრულე დავალებები.
-
მოგეწონა? დარეგისტრირდიმერე მასწავლებელს სთხოვე მოგცეს კლასის კოდი და შეუერთდი კლასს.
კატა უკვე გელოდება 🐱
Comments
კომენტარი