Posts

Showing posts with the label კონკურსები

ლიტერატურული კონკურსი – მოთხრობა მასწავლებლისთვის!

Image
მასწავლებელთა   პროფესიული   განვითარების   ეროვნული   ცენტრი ,  საინფორმაციო საგანმანათლებლო   რესურსები –   ჟურნალი „ მასწავლებლი “ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ ,   ლიბერთი    ბანკის   მხარდაჭერით,  უკვე მეოთხედ,  აცხადებს ლიტერატურულ    კონკურსს ქართველი მწერლებისთვის. კონკურსის მიზანია, შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსი  და ასევე,  მასწავლებლის    პროფესიის  პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. წლევანდელი კონკურსის თემაა: „ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები , მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ .“ ირაკლი კაკაბაძე კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან  შეირჩევა სამი გამარჯვებული ნაწარმოები. ჟიური  განიხილავს მხოლოდ იმ მოთხრობას, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის სამი გამარჯვებული  დაჯილდოვდება   30 სექტემბერს  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაე...

ლიტერატურული კონკურსი მწერლებისათვის!

Image
მასწავლებელთა   პროფესიული   განვითარების   ეროვნული   ცენტრი,  საინფორმაციო საგანმანათლებლო  რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის “ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ ფარგლებში – ლიტერატურულ   კონკურსს   აცხადებს ! მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“,  ლიბერთი   ბანკის   მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს  მწერლებისთვის :   “ საუკეთესო   მოთხრობა   მასწავლებელზე “ ,   რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ. კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს  ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან   1   ოქტომბერს , ...

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო (2018)

Image
📣  ჩვენ ვეძებთ გამორჩეულ მასწავლებლებს ❗ ☝  თუ ხართ მასწავლებელი, გიყვართ თქვენი საქმე და ზრუნავთ მომავალზე, აუცილებლად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა კამპანიისთვის „მასწავლების ეროვნული ჯილდო“. 🔸  წელს ჯილდოზე მონაწილეობა ორგვარად არის შესაძლებელი. 👉  გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ თვითონ წარადგინონ თავიანთი თავი, შესაძლებელია სკოლების მხრიდან მათი ნომინირებაც.  🔸  მომავალი განათლებაშია ❗ ☝  აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო, გაეცანით ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე -  www.tprize.ge , შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, დაამტკიცეთ რომ ხართ გამორჩეული მასწავლებელი და გახდით “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი. ✊  მომავალი განათლებაშია! გთხოვთ გააზიაროეთ ეს პოსტი! დათოს ბლოგი გისურვებთ წარმატებას

ვიდეორგოლების და სლოგანების კონკურსი

Image
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს. ვიდეორგოლების კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 800, 700 და 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით. სლოგანის კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 500, 400 და 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით. გამარჯვებული სლოგანებისა და ვიდეორგოლის ინტერნეტბმულების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენის  ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2017წ. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ  ბრძანებაში.

eTwinning აცხადებს კონკურსს

Image
მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან” (eTwinning Plus) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან აქვთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2017 წლის მანძილზე გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ელექტრონული ფოსტაზე etwinningplusgeo@tpdc.ge გამოაგზავნეთ: თქვენი ავტობიოგრაფია (CV) პროექტის რეფლექსია - მასწავლებელი etwinning-ის პორტალზე მის მიერ გახორციელებული პროექტებიდან ირჩევს ერთ-ერთს და აქტივობების დამადასტურებლად უთითებს თვინსფეისის ლინკებს. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს  ა...

პროექტი „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“

Image
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უერთდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“. პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება. ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები წყვილში, შესაბამისად პროექტში მონაწილეობა აღნიშნული საგნის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ. გაკვეთილი მიმდინარე წლის 19-23 სექტემბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოში მეორედ ხორციელდება. გასულ წელს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ საქართველოს 30-მდე საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს ელექტრონული რეგისტრაციის ...

მპგეც ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს

Image
წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=586 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი , ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ფიზიკის მასწავლებელებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში  მონაწილეობის მიღება შეუძლია  საჯარო სკოლის მოქმედ უფროს   ან  წამყვან  მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში  არ არის ნამყოფი  ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ...

საგუნდო კოლექტივების II ეროვნულ კონკურსი

Image
საქართველოს საგუნდო საზოგადოება აცხადებს კონსკურსს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების II ეროვნულ კონკურსს, რომელიც გაიმართება 20016 წლის აპრილ მაისში. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება რეგიონებში დეტალურ ინფორმაციას გაეცანით საქართველოს საგუნდო საზოგადოების  და   მპგეც  გვერდზე დეტალურად იხილეთ დოკუმენტი კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საგუნდო კოლექტივს, რომელიც აკმაყოფილებს და ეთანხმება საკონკურსო პირობებს. კონკურსი ტარდება სამი კატეგორიის მიხედვით: 1. აკადემიური სიმღერა, 2. ქართული ხალხური სიმღერა, 3. ქართული გალობა. თითოეული კატეგორია მონაწილეთა მიხედვით იყოფა სამ ქვეკატეგორიად (A, B, C). სამივე კატეგორიის B ქვეკატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გუნდებს. კონკურსის ორგანიზატორები არიან:  საქართველოს საგუნდო საზოგადოება  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია  ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი  საქართველოს ფოლკლ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

Image
24.09.2014  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ის კონრადის ფონდთან და აშშ-ის მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში.  პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1996 წლის 2 აპრილიდან - 2002 წლის 1 აპრილის ჩათვლით. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (Annual Innovation Summit), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში.  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტშ...