-->

საგუნდო კოლექტივების II ეროვნულ კონკურსი


საქართველოს საგუნდო საზოგადოება აცხადებს კონსკურსს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების II ეროვნულ კონკურსს, რომელიც გაიმართება 20016 წლის აპრილ მაისში. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება რეგიონებში

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით საქართველოს საგუნდო საზოგადოების  და  მპგეც გვერდზე


დეტალურად იხილეთ დოკუმენტი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საგუნდო კოლექტივს, რომელიც აკმაყოფილებს და ეთანხმება საკონკურსო პირობებს. კონკურსი ტარდება სამი კატეგორიის მიხედვით: 1. აკადემიური სიმღერა, 2. ქართული ხალხური სიმღერა, 3. ქართული გალობა. თითოეული კატეგორია მონაწილეთა მიხედვით იყოფა სამ ქვეკატეგორიად (A, B, C). სამივე კატეგორიის B ქვეკატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გუნდებს. კონკურსის ორგანიზატორები არიან:  საქართველოს საგუნდო საზოგადოება  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია  ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. კონკურსის მხარდამჭერები არიან:  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი. კონკურსის მიზნებია:  აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია;  ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა;  ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია;  ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი. კონკურსი ტარდება ორ ტურად: I - რეგიონული 15.03 – 20.03; II – ფინალური 28.03 – 30.03 I და II ტურს აფასებს სხვადასხვა ჟიური. ფინალური ტურის ჟიურის შემადგენლობაში მიწვეული იქნება საერთაშორისო დონის უცხოელი საგუნდო დირიჟორი.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით