-->

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების საშემოდგომო რეგისტრაციის შესახებ.

ტრენინგებზე რეგისტრაცია ეხება შემდეგი მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს  სენაკი, აბაშა,  ჩხოროწყუ, წალენჯიხა. (ამ ეტაპზე შეჩერებულია  ზუგდიდი.  ფოთი, ხობი და მესტია,)


ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღავნელო)
ინფორმაცია მათთვის ვინც დარეგისტრირდა ტრენინგზე 


"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხდებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​

(დააჭირეთ აქ და იხილეთ ცხრილის შევსების ვიდეოინსტრუქცია (მაგალითად მოტანილია რესურცენტრებითვის გაგზავნილი ინფორმაცია)

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

სიის პირველი 24  პედაგოგებისთვის ტრენინგი დაიწყება  აბაშის N 1 საჯარო სკოლაში 2014 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე.

აბაშა 
I ჯგუფი 9, 10, 14, 21, 23, 28, 30 ნოემბერი, 5 და 7 დეკემბერი
II ჯგუფი 9, 11, 16, 18, 23, 25, 30 ნოემბერი, 2 და 7 დეკემბერი

III ჯგუფი 12, 16(10:00 სთ) 19, 22, 24, 26, 29 ნოემბერი, 3 და 6 დეკემბერი  14:00 სთზე
IV ჯგუფი 13, 17, 20, 22(10:00 სთ), 27, 29 (10:00 სთ)  ნოემბერი, 1, 4 და 6 (10:00 სთ) დეკემბერი


დილის ჯგუფი იმუშავებს შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე, სამუშაო დღეებში 14:00 დან 18:00 მდე
საღამოს ჯგუფი ყოველთვის 14:00 დან 18:00 მდე 

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით 

ფოთში: (პირველი ორი ჯგუფი)  2014 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათზე ფოთის N3 საჯარო სკოლაში ჯეოსელის კლასში.
გრაფიკი: 25, 27 აგვისტო, 1, 4, 9 სექტემბერი. შემდეგ დილის ჯგუფი 24, 26 სექტემბერი , 01, 15 ოქტომბერი. საღამოს ჯგუფი 25 სექტემბერი, 16, 22, 24 ოქტომბერი 
ფოთში მესამე და მეოთხე ჯგუფი ტრენინგს დაიწყებს 31 სექტემბერს
გრაფიკი 2, 6, 8,  სექტემბერი, შემდეგ დილის ჯგუფი 22, 27,  29 სექტემბერი , 18 და  20 ოქტომბერი, საღამოს ჯგუფი 23, 27, 30, სექტემბერი, 18 და  21 ოქტომბერი

ხობში   2014 წლის 26 აგვისტოს 12:00 საათზე ხობის N2 საჯარო სკოლაში ჯეოსელის კლასში სავარაუდო გრაფიკი 26, 30  აგვისტო, 3, 5,7, 21,28 სექტემბერი.  19 და 26 ოქრომბერი


მესტია  (გადადებულია) დილის ჯგუფი: 13, 14 17, 20 სექტემბერი,   4, 5, 11, 12, 14 ოქტომბერი

საღამოს ჯგუფი 13, 14 18, 20 სექტემბერი,  4, 5, 11, 12, 13 ოქტომბერი. მესტიაში ტრენინგი ჩატარდება ან მესტიაში ან ხაიშში. იქ სადაც მოგროვდება პედაგოგების ტრენინგისთვის საჭირო რაოდენობა.


 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა
Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ სახლის კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე)



გისურვებთ წარმატებებს!

17 კომენტარი :

კმაკოფილი ვართ თქვენს მიერ ჩატარებული ტრენინგებით... თუმცა რამდენად კარგად გამოგვივა მომავალი გვიცვენებს..წარმატებები თქვენთან ერთდ ჩვენც..

იმედია ეს ტრენინგი დაგვეხმარება პროფესიულ ზრდაში.

ძალიან საინტერესო ბლოგია და აუცილებლად შევეცდები თქვენი ხელმძღვანელობით და დახმარებით ეს ყველაფერი გავიგო და გამოვიყენო პრაქტიკაში

ძალიან საინტერესო ბლოგია და აუცილებლად შევეცდები თქვენი ხელმძღვანელობით და დახმარებით ეს ყველაფერი გავიგო და გამოვიყენო პრაქტიკაში

ძალიან საინტერესო ბლოგია და აუცილებლად შევეცდები თქვენი ხელმძღვანელობით და დახმარებით ეს ყველაფერი გავიგო და გამოვიყენო პრაქტიკაში

ძალიან დამაინტერესა,დიდი სიამოვნებით გავივლი ასეთ სრულფასოვან ტრენინგს

ძალიან ღირებული ტრენინგია შევეცდები აქ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სწავლების პროცესში

ტრენინგი ახალი დაწყებულია, მაგრამ ბევრი რამ გავიგე ახალი და საინტერესო...რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში!!!

ტრენინგის მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერია. აქ მიღებული ცოდნა ძალიან გამოგვადგება პრაქტიკულ საქმიანობაში.

საინტერესო და საჭირო ტრენინგია. აქ მიღებული ცოდნა ძალიან გამოგვადგება პრაქტიკულ საქმიანობაში.

საინტერესო ტრენინგია,მნიშვნელოვანი და აუცილებელი...

ცოტა რთული მაგრამ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი იყო

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით