საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


2014 წლის 21, 22 და 23 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მართავს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცის. კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას  მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის. 
 კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
  • პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
  • პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
  • ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების და პროგრამების შესახებ განათლებაში;
  • ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
  • გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
  • პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
  • სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
  • სწავლა და და სწავლება ციფრულ ეპოქაში
  • მენეჯმენტი და ლიდერობა
  • პროფესიული განვითარება
  • კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე
  • ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
შედეგები:
  • მასწავლებლები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო;
  • სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში;
  • ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ;
  • უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ;
  • მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას საკლასო დონეზე საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთხში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ;
  • დაინტერესებული მხარეები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს, დისკუსიაში ჩაერთვებიან, გამოცდილებას გაცვლიან და ახალ კონტაქტებს დაამყარებენ.















კონფერენციის ვებ-გვერდი: http://getc.ge/ge
კონფერენციაზე რეგისტრაცია: http://getc.ge/ge/register

კითხვები და კომენტარები შეგიძლიათ დატოვოთ ამ ბლოგზეც

წყარო: http://getc.ge/   



Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე