Posts

Showing posts with the label konkursi

პროგრამირების კლუბი „თვითონ“

Image
ძალიან, ძალიან კარგი საზაფხულო საიხლე გვაქვს, ჩემს ყველა რესურსს თავი მოვუყარე და ბოლობოლო დიდი ხნის სურვილების განხორციელებაც დავიწყე, გახსოვთ ალბათ გაეროს ქალთა ფონდისმიერ დაფინანსებული ტრენინგები სოციალურ მედია მარკეტინგში და ვებ პროგრამირებაში,. ხოდა ახალა, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ტექნოლოგიებით, ვთქვათ პროგრამირებით, ხელოვნური ინტელექტით, რობოტოტექნიკით და გინდათ თქვენი ცხოვრება დაუკავშიროთ ამ სფეროს, მაშინ 17 და 18 აგვისტოს გეპატიჟებით ვორკშოპზე მესტიაში, ასევე 24 და 25 აგვისტოს მარტვილში დასკვნითი ღონისძიება და პროგრამირების კლუბის შექმნა მოხდება 5 სექტემბერს. ადგილი მოგვიანებით გეცნობებათ პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ფონდი საქართველოში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინიტრო ინოვაციური განათლების ფონდი ჯეოლაბი ღონისძიებებზე კონკურსის წესით შეირჩევა მე-8 დან მე-12 კლასამდე 10 მონაწილე, უპირატესობად ჩაითვლება 3-5 წუთიანი პრეზენტაციის მომზადება მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე ტექნოლოგიებში. სრულად ფინანსდება ტრანსპორტირება, სასტუმრო ხარჯები...

ვიდეოკონკურსი „არა კიბერბულინგს!“

Image
წყარო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიდეოკონკურსს სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“. კიბერბულინგის დეფინიცია: კიბერბულინგი, იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში. კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. საკონკურსო ვიდეო...

კონკურსი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის

Image
✅ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს: ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი; ბუნებისმეტყველების საუკეთესი მასწავლებელი; გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი. ➡️ კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. ➡️ რეგისტრაცია გაგრძელდება 17 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციისათვის,  👉 დააჭირეთ ბმულს. გისურვებთ წარმატებას

კონკურსი ქართული ენის მასწავლებლებისთვის

Image
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს კონკურსს: ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი; ქართული როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებულ აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. რეგისტრაციის ვადა: 11 თებერვალი 2019 – 24 თებერვალი 2019 კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და კანდიდატად საკუთარ თავს წარადგენს პედაგოგი (იხ. დანართი 1.) კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ქართული ენისა და ლიტერატურისა და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა , რაც გამოვ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

Image
ათასწლეულის გამოწვევის ფოდი - საქართველოს ორგანიზებით, უკვე მეხუთედ, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. 20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა წლების ფინალისტების ინოვაციური პროექტების  გამოფენაც მოეწყო. ,,კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, რადგანაც ფონდისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით პრიორიტეტულია,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით,  კონკურსის მთავარი მიზანია, ახალგაზრდები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი დაინტერესების გზით,  21-ე საუკუნის ნაწილად აქციოს. კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის და საქართველოს მთავრობების...

ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსი „გაცოცხლებული სურათები“.

Image
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს -  „გაცოცხლებული სურათები“.  კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება. კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები; ​ მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს; ​ ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხ...

ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2018

Image
ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის!!! ცხადდება რეგისტრაცია ინფორმატიკის ოლიმპიადის ( www.olyinfo.ge ) 2018 წლის საშემოდგომო სეზონზე. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის: •საჭირო არაა სპეციალური მომზადება პროგრამირებასა და ალგორითმებში •საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი •საკმარისია ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარი •ოლიმპიადა მთლიანად ავტომატიზებულია და ტარდება ტესტირების წესით ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.olyinfo.ge. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა, თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, ასევე წინა სეზონებზე გამოყენებულ ამოცანებსა და ფოტომასალას!! პირველი, ინტერნეტ ტური ჩატარდება 8 დეკემბერს, ხოლო მეორე, დასკვნითი 23 დეკემბერს. ამ სეზონზე ტურები ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: V-VI, VII-VIII, IX-XII კლასებში. სულ გაიმართება ერთი ინტერნეტ ტური და ერთი დასწრებული, დასკვნითი ტური. გისურვებთ წარმატებებს!!!

კონკურსი გადიღე ვიდეომიმოხილვა

Image
ნახეთ ვიდეოკონკურსი წიგნების ჩასმა 📹 კონკურსი: გადაიღე ვიდეომიმოხილვა ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან აირჩიე ერთ-ერთი და გადაიღე ვიდეომიმოხილვა (ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს). გამარჯვებულს გადაეცემა 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად, ნაჭრის ჩანთა გამომცემლობის ლოგოთი და საკონკურსო წიგნების ჩამონათვალიდან შერჩეული ნებისმიერი (ერთი) წიგნი. საკონკურსო ვიდეო გამოგზავნე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tatia@s ulakarui.ge 25 აპრილის ჩათვლით, თან დაურთე შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი. ➡ საკონკურსო წიგნების სია VII-VIII კლასებისთვის 1. რ.ჯ. პალაციო: საოცრება 2. ლინდა მალალი ჰანთი: თევზი ხეზე 3. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭო ბიჭი 4. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭოების ბრძოლა 5. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭოების დედოფალი 6. პიტერ ბანზლი: მექანიკური გული 7. ნილს სიმეონი: 14 კრისტალის თეორია 8. ინგუნ თონი: ულისი 9. როალდ დალი: მატილდა ➡ საკონკურსო წიგნების სია IX-XII კლასებისთვი 1. სკოტ ფიცჯერალდი მახინჯები 2. ჯენიფერ ნივენი: სამყარო შენს ...

ყველაზე წიგნიერი გუნდი (2019)

Image
🔃 ყველაზე წიგნიერი გუნდი კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის შექმენი 5-წევრიანი გუნდი, დაარქვი ორიგინალური სახელი და მიიღე მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც შედგება სამი ტურისგან. 🎁 გამარჯვებული გუნდის ყოველ წევრს საჩუქრად გადაეცემა სასაჩუქრე კომპლექტი: ნაჭრის ჩანთა, წიგნი „ხელოვნება: მოსწავლის ენციკლოპედია“ და წიგნების 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. პირველი ტური გაიმართება 2019 წლის იანვარში. მეორე ტური გაიმართება 2019 წლის მაისში. მესამე ტური გაიმართება 2019 წლის ივნისში. გუნდების რეგისტრაციისთვის 21 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე tatia@sulakauri.ge მოგვწერე შემდეგი ინფორმაცია: გუნდის წევრების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, გუნდის სახელი, სკოლა, კლასი. 📚 წასაკითხი წიგნების სია 1-ლი ტური 1. ფილიპ პულმანი: ჩრდილოეთის ციალი 2. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: პატარა პრინცი 3. სტანისლავ ლემი: სოლარისი 4. ჰარპერ ლი: ნუ მოკლავ ჯაფარას 5. სკოტ ვესტერფილდი: მახინჯები 6. ჯენიფერ ნივენი: სამყარო შენს მხრებზე 7. მარკ ჰედონი: რა შეემთხვ...

კონკურსი დახატე წიგნის პერსონაჟი (2019)

Image
🖌 დახატე წიგნის პერსონაჟი კონკურსი I-III კლასის მოსწავლეებისათვის გადმოიტანე შენი წარმოსახვა ფურცელზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან დახატე შენი რჩეული პერსონაჟი და მიიღე სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად. I ადგილი: 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი II ადგილი: 70-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი III ადგილი: 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი 📚 წიგნების სია: 1. დონალდ ბისეტი: ძია ტიკ-ტაკის თავგადასავალი 2. თურბიორნ ეგნერი: ილის ქალაქი 3. თამრი ფხაკაძე: გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია 4. ასტრიდ ლინდგრენი: მადიკენი 5. ირმა მალაციძე: სატკბილეთის ქვეყანა 6. ტუვე იანსონი: კომეტა მუმინების ხეობაში #ყველაზეწიგნიერი

შექმენი ახალი კომიქსი 2019

Image
ფესიბუკ გვერდი ყველაზე წიგნიერი აცხადებს კომიქსების კონკურსს   🗯 შექმენი ახალი კომიქსი კონკურსი IV- VI კლასების მოსწავლეებისათვის ქართველი ავტორის, გია ლაფაურის კომიქსებიდან შეარჩიე ერთ-ერთი, პერსონაჟებისთვის მოიფიქრე ახალი ისტორია, დახატე რამდენიმე ილუსტრაცია და შექმენი ახალი კომიქსი. ✔ ნამუშევრები 25 აპრილის ჩათვლით, მოგვიტანეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში (დ. აღმასენებლის 150). კომიქსებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და ტელეფონის ნომერი. 🎁 I ადგილი: 100-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი II ადგილი: 70-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი III ადგილი: 50-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი კომიქსები 1. ბოცო და გვანცა 2. ბოლოკა და ყვანჩალა დეეტალურად ნახეთ ზევით მითიტებულ ბმულზე

გლობალური მოქალაქეობის ონლაინ კურსი (ENG)

Image
UNESCO Apceiu აცხადებს რეგისტრაციას გლობალური მოქალაქეობის ონლაინ კურსზე. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. დეტალურად ნახეთ ბმულზე About the Course The course aims to provide an overview of the GCED (Global Citizenship Education) as well as its background, concepts under the framework of UNESCO, and guidelines for teaching and learning. The course will help participants gain an understanding of the key concepts and principles of GCED, recognize educational issues relevant to GCED, and identify pedagogical approaches to GCED.    Chapter 1 The World We Live in 1    Chapter 2 The World We Live in 2    Chapter 3 The Education We Need    Chapter 4 Emergence of GCED as Global Education Agenda    Chapter 5 Understanding GCED within SDG4    Chapter 6 Who is a Global Citizen?    Chapter 7 What is Global Citizenship Education(GCED)?    Chapter 8 Thematic Areas of GCED    Cha...

მიქსიკეს ვიქტორინა საქართველოს დამუკიდებლობის 100 წლისთავი

Image
ვიქტორინა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, რომელიც გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ვიქტორინაში შესაძლებელია რამოდენიმეჯერ მონაწილეობა ერთი და იგივე მომხმარებლის სახელით საკუთარი შედეგის გასაუმჯობესებლად. სწორი პასუხის შემთხვევაში გენიჭებათ 1 ქულა, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში გაკლდებათ 1 ქულა ასევე გაითვალისწინეთ პასუხების გაცემის სისწრაფე. მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ ერთი მომხმარებლის სახელით, წესების დაარღვევის შემთხვევაში მონაწილე მოხსნილი იქნება ვიქტორინიდან. ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოხდება პრიზების გათამაშება საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეებს შორის. ელექტრონული დიპლომები გადაეცემათ მაღალი შედეგის მქონე მონაწილეებს. ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია  (წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი მონაცემები არ დაფიქსირდება) ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ  გადახვიდეთ მიქსიკეს გვერდზე

პროექტების კონკურსი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ"

Image
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს  „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“.  დეტალურად ნახეთ თანდართული ფაილი პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის. კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება. აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2017 წელს ჩატარებული სემინარის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობა შეუძლია სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა პედაგოგს. პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქ...

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო (2018)

Image
📣  ჩვენ ვეძებთ გამორჩეულ მასწავლებლებს ❗ ☝  თუ ხართ მასწავლებელი, გიყვართ თქვენი საქმე და ზრუნავთ მომავალზე, აუცილებლად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა კამპანიისთვის „მასწავლების ეროვნული ჯილდო“. 🔸  წელს ჯილდოზე მონაწილეობა ორგვარად არის შესაძლებელი. 👉  გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ თვითონ წარადგინონ თავიანთი თავი, შესაძლებელია სკოლების მხრიდან მათი ნომინირებაც.  🔸  მომავალი განათლებაშია ❗ ☝  აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო, გაეცანით ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე -  www.tprize.ge , შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, დაამტკიცეთ რომ ხართ გამორჩეული მასწავლებელი და გახდით “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი. ✊  მომავალი განათლებაშია! გთხოვთ გააზიაროეთ ეს პოსტი! დათოს ბლოგი გისურვებთ წარმატებას

ვიდეორგოლების და სლოგანების კონკურსი

Image
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს. ვიდეორგოლების კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 800, 700 და 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით. სლოგანის კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 500, 400 და 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით. გამარჯვებული სლოგანებისა და ვიდეორგოლის ინტერნეტბმულების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენის  ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2017წ. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ  ბრძანებაში.

ზეპირი მათემატიკური ანგარიში მიკსიკე 2017

Image
-------------------- კრედიტებთან დაკავშირებით მასწავლებელთა საყურადღებოდ! მიქსიკეს კონკურსში მონაწილეობისთვის მოსწავლეთა მომზადებისთვის თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ  0.5 კრედიტი  შეფასების ჯგუფისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადოდ წარდგენის შემთხვევაში. კერძოდ: 1. ღონისძიებაში მოსწავლეთა მონაწილეობის  დამადასტურებელი საბუთის  (სერტიფიკატის, სიგელის, დიპლომის) ან ცნობის დასკანერებული ასლი; [სერტიფიკატებს გადმოგცემთ კონკურსის მე-3 ეტაპის დასრულების შემდეგ]. მასწავლებელს სერტიფიკატი მიეცემა თუ დაარეგისტრირებს 50 ზე მეტ მოსწავლეს, შესაძლებელია ერთი სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელმა მიიღოს სერტიფიკატი, მაგრამ თითოეულმა უნდა დაარეგისტრიროს 50 მოსწავლე, თუ სკოლიდან 150-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდება, სკოლაც (დირექტორი) მიიღებს აქტური მონაწილის დიპლომს.  მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა ოლიმპიადის სამივე ეტაპზე მიიღონ მონაწილეობა. 2. კონკურსისთვის / ოლიმპიადისთვის / შეჯიბრისთვის მოსამზადებლად ცალკეულ მოსწავლესთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან ჩასატარებელი  გაკვე...

კასტინგი მეექვსეკლასელებისთვის

Image
 მსოფლიო ტელე-კინო ინდუსტრიის გიგანტის Metro Goldwyn Mayer-ის პროექტი უკვე საქართველოშია  ⭐ თუ ხარ  # მეექვსეკლასელი  მოდი კასტინგზე  📽

ვიდეოფილმების კონკურსი მოსწავლეებისთვის

Image
ვიდეოფილმების კონკურსი მოსწავლეებისთვის:  „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ წყარო: მპგეც, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს  3-5 წუთიანი  ვიდეოფილმების კონკურსს მოსწავლეებისთვის. საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს. ფილმი უნდა წარმოაჩენდეს, თუ როგორ ესმით მოსწავლეებს მოცემული საკითხები სკოლაში, როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლების კონტექსტში: 1. სხვა ადამიანების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება; 2. კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება; 3. დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; 4. კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა; 5. პატივისცემა და ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, განსხვავებული რწმენის, მსოფლმხედველობისა და პრაქტიკისადმი; 6. მოქალაქეობრივი აზროვნება...

eTwinning აცხადებს კონკურსს

Image
მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან” (eTwinning Plus) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან აქვთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2017 წლის მანძილზე გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ელექტრონული ფოსტაზე etwinningplusgeo@tpdc.ge გამოაგზავნეთ: თქვენი ავტობიოგრაფია (CV) პროექტის რეფლექსია - მასწავლებელი etwinning-ის პორტალზე მის მიერ გახორციელებული პროექტებიდან ირჩევს ერთ-ერთს და აქტივობების დამადასტურებლად უთითებს თვინსფეისის ლინკებს. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს  ა...