გუგლის მე-18 დაბუდაბი












Google (ზოგჯერ ქართული ასოებით – გუგლი) არის ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია რომელიც სპეციალიზირდება ინტერნეტზე დაფუძნებული სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის ონალინ სარეკლამო ტექნოლოგიებზე ძებნა, ღრუბლოვანი სისტემები და პროგრამები. თავდაპირველად გუგლი ინგლისურენოვანი იყო, მაგრამ დღეისთვის მრავალ ენაზე თარგმნილი

გუგლი 1998 წლის 4 სექტემბერს — 18 წლის წინ დაარსდა სტენფორდის უნივერსიტეტის Ph.D. სტუდენტების მიერ კალიფორნიაში.

2015 წლის აგვისტოში გამოცხადდა გუგლის რეორგანიზაცია, რომელიც დასრულებულად 2 ოქტომბერს გამოცხადდა. რეორგანიზაციის დასრულების შედეგად გუგლი გახდა ჰოლდინგური კომპანია სახელწოდებით Alphabet Inc. ხოლო ამ კომპანიის წამყვანი შვილობილი კომპანია და გუგლის ინტერნეტ ინტერესების მშობელი კომპანია გახდა თვითონ გუგლი.

თავდაპირველად გუგლს BackRub ერქვა, ვინაიდან საიტის მნიშვნელობის შესაფასებლად სისტემა ამ საიტზე ბმულების რაოდენობას ითვლიდა. საბოლოოდ დამფუძნებლებმა შეცვალეს კომპანიის სახელწოდება და დაარქვეს Google, რომელიც წარმოდგება შეცდომით დაწერილი სიტყვა googol - დან. სახელის შეცვლა შემთხვევითობამ გამოიწვია: Sun Microsystems ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ. „ეს ძალიან საინტერესოა, – საუბარი გააწყვეტიანა ენდიმ სერგეის, რომელიც თავის საძიებო სისტემის დემონსტრირებას ცდილობდა, – მაგრამ მე ძალიან მეჩქარება. როგორ მითხარით, რა ქვია კომპანიას?" და ენდიმ ამოიღო ჩეკის წიგნაკი. ჩეკი 100 ათას დოლაზრე გამოწერა მაშინ ჯერ კიდევ არარსებულ Google Incorporated ფირმაზე. ბანკში ჩეკის განაღდებაზე პრობლემა შეიქმნა. ამიტომ მოგვიანებით მათ მოუწიათ ფირმის დარეგისტრირება ზუსტად ამ სახელით. ეს მოხდა მოგვიანებით 1998 წლის 7 სექტემბერს.


სიტყვა googol ინგლისურად აღნიშნავს რიცხვს რომელიც ერთიანისა და ასი ნულისგან შედგება.

გუგლის დომენი დარეგისტრირდა 1997 წლის 15 სექტემებერს. ხოლო კომპანია 1998 წლის 4 სექტემბერს... ის განთავსებული იყო დამარსებელების დაქალის სიუზენ ბოჯისკის ავტოფარეხში შატა კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში. კომპანიის პირველი თანამშრომელი იყო მათივე თანაკურსელი კრეიგ სილვერშტეინი.

ახლა კი რამდენიმე ფაქტი მინდა მოგიყვეთ რომელიც გუგლის მე-18 დაბუდაბთან დაკავშირებით ჟურნალ გარდიენში გამოქვეყნდა


1, გუგლს თავდაპირველად „BackRub” ერქვა. „BackRub” იყო საძიებო სისტემა, რომელიც 1996 წელს შეიქმნა.

2. 2010 წლის შემდეგ გუგლი კვირაში საშუალოდ ერთ კომპანიას ყიდულობდა.

3. პირველი Google Doodle იყო ცეცხლმოკიდებული ადამიანი (Burning Man).

4. გუგლმა პირველი შეფ–მზარეული 1999 წლის ნოემბერში დაიქირავა, კომპანიას მხოლოდ 40 თანამშრომელი ჰყავდა.

5 მას შემდეგ, რაც აიერსი კომპანიის შეფ–მზარეული გახდა, იგი 150 თანამშრომელს და 10 კაფეს კურირებდა გუგლის შტაბში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

6. თქვენ შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით–Gmail 50–ზე მეტ ენაზე ისარგებლოთ, მათ შორისაა უელსური, ბასკური, ფილიპინური და მალაიალამი.

7. დაახლოებით გუგლის 1000–მდე თანამშრომელი მილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2004 წელს უოლსტრიტზე აქციები გაიტანა.

8. ერთ–ერთი მილიონერია მასაჟისტი ბონი ბრაუნი, რომელსაც 1999 წელს კომპანია კვირაში 450 დოლარს უხდიდა.

9. “იღბალს მივენდობი” (I’m Feeling Lucky) ღილაკი, რომელიც მომხმარებელს მისი ძიების პირველ შედეგთან აბრუნებს, დაკარგული რეკლამების გამო გუგლს 100 მილიონი უჯდება ყოველწლირად.

10. გუგლი თხებს ქირაობს. 2009 წელს კომპანიამ იქირავა დაახლოებით 200–მდე თხა ერთი კვირით, იმისათვის, რომ მათ კალიფორნიაში გუგლის ოფისში ბალახი შეეჭამათ და ნიადაგი გაენოყიერებინათ.

11. გუგლის პირველი ოფიციალური ტვიტი იყო “I’m Feeling Lucky”

12. კონკურენტ კომპანია Mozilla–ს თითქმის მთელი ფული გუგლიდან შესდის. ფირმა წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს იხდის იმისთვის, რომ Firefox–ის ძირითადი საძიებო სისტემა გუგლი იყოს.

13. გუგლის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი კომპანიის წილის მხოლოდ 16 პროცენტს ფლობენ.

14. ეს 16 %, ჯამში, 46 მილიარდი აშშ დოლარია.

15. გუგლის ახალი თანამშრომელს Noogler–ს (N მომდინარეობს ინგლისური სიტყვა New-დან, რაც ახალს ნიშნავს) ეძახიან, ხოლო ყოფილს – Xoogler–ს (X – იგულისხმება ექს–თანამშრომელი).



გთხოვთ დაამატოთ კიდევ 3თქვენთვის ცნობილი ფაქტი, რომელიც თვლით რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება



ასევე შეიძლება საინტერესო იყოს ლარი პეიჯის ონტერვიუ




Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე