-->

მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია





მასწავლებელთა მეოთხე ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია გამოცხადდა

ასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს. კონფერენცია, სახელწოდებით „მოსწავლეთა გამჭოლი კომპეტენციების განვითარება", 2016 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.
კონფერენციის მიზანიაპედაგოგთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.
საკონფერენციო თემებიაწიგნიერების განვითარება; ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება; ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარება; შემოქმედებითი აზროვნების განვითარება; ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება (მათ შორისკატასტროფების რისკების მართვის შესახებ სწავლება). 
ყველა ზემოხსენებული გამჭოლი მიმართულება შესაძლებელია განხილული იყოს ინკლუზიური განათლების ჭრილში
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს აგრეთვე სკოლის სპეც. მასწავლებლებს.
განაცხადების მიღება დასრულდება 20 ნოემბერს.




0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით