ოცნება ნაცრისფერ ფორმიან მოსწავლეებზე



განახლება 24.09.2025:
სასკოლო ფორმა დღევანდელი ქართული სკოლის პრობლემების ჩამონათვალში ათს მერაღაცე ნოიმრად შეიძლება დავასახელოთ, მაგრამ ვიღაცა ჯიუტად ცდილობს მის პირველი რიგის პრობლემად წარმოჩენას. მარტივად ვიკითხავ:
 
სად უკვეთავთ მაგ ფორმას? ვისთან კერავენ? რამდენს პროცენტიანი წილია? მაიკაჯეზე 5 ლარი ღირს. თქვენ რამდენად დაგაბარიგეს?

ვიღაცის ახირების გამო ასეთი უხარისხო 5 ლარიანი სინთეტიკა რატომ უნდა ჩავაცვა ბავშვს 12 წელი?

სოციალური თანასწორობისთვისაა და ეგ ბავშვი რომ ლურჯი ფერარით მოგრიალდეს, მერე ფერარით მოსვლას აუკრძალავთ თუ ვაზელინს წაიცხებთ? 🙂

ჰოკას 1200 ლარიანი ბოტასი შეიძლება?

სტუმრად რომ მიგყავთ ბავშვი, ამ ფორმით უნდა წაიყვანოთ?

ბარემ გადაკრასკეთ ყველა ერთ ფერში.

ღმერთს რომ ყველა ერთნაირი ნდომოდა და ეგ რომ კარგი იყოს, კი არ გაუჭირდებოდა და ყველას ერთნაირს გაგვაკეთებდა. რადგან სხვადასხვანაირები გაგვაჩინა, ე.ი. ასე სურდა და ასე ჯობია.

ფორმა კი არა დურაკების სამინისტო რომ მართავს ქართულ გაუნათლებლობის სამინისტროს და წერა-კითხვის უცოდინარი პრეზო რო გყავთ, მაგაზე ისაუბრეთ.


ჯერ რეალური პრობლემები მოვაგვაროთ და იქნება ათს მერაღაცე თავისთავდ მოგვარდეს

 ________________

ეს პოსტი ეტალონის ამ სტატიას მოყვა „სკოლა სკოლას დაემსგავსება და ბავშვი - ბავშვს“ - დირექტორები სასკოლო ფორმებზე საუბრობენ, სადაც ყველა დირექტორი ერთხმად აღნიშნავს რომ სასკოლო ფორმა აუცილებელია. პიონერის გალსტუკები დაგავიწყდათ...


  
ეჰ, ისევ აქტუალურია, დავწერე კომენტარებში, ხალხებო, 21 საუკუნეა,
გაიგეთ, სამყაროს მალე არ დასჭირდება მთელი რიგი პროფესიები: არც მძღოლი (ორდიპლომიანი ტაქსისტიც)



არც გამყიდველი (ორ ნაბიჯში)


არც ექიმი; არც ადვოკატი; არც .........; არც .........;
არც .........;
არც წერაკითხვის ცოდნა;
არც მასწავლებელი (თუ არ გჯერათ ეს ნახეთ)
და თქვენ კვლავ ჯიუტად ითხოვთ შავ-თეთრი და ნაცრისფერი ფომების ჩაცმას და ცხრასაათზე სკოლის გაყინულ მერხზე ხელების დაწყობას ცარცი-დაფა-რვეული-პერტორუჩკა გარემოში.



ამ სურათის მარჯვენა ჩარჩოში თქვენი სასკოლო გარემოს სურათი ჩასვით, გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ სამი განსხვავება თქვენს სასკოლო გარემოსა და ამ სურათის სასკოლო გარემოს შორის. უპასუხეთ კითხვას:




და რომ მაგ ფორმაში მოვიდე რამე ღირებულს მასწავლით? აი ისეთს, რაც 21 საუკუნეში გამომადგება? თუ არა, მაშინ ილაპარაკეთ იმაზე, რაც პრობლემაა და არა იმაზე რომ ამ საზიზღარ მოსწავლეებს ფორმა არ აცვიათ, თორემ..... (რავიცი რას იზამდით :) თუ ასე გააგრძელებთ, თქვენი სასკოლო გარემო რეალობაში დაემსგავსება იმ მეორე კვადრატს, რადგან დღეს თქვენს მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ მოისმინონ აი ვთქვათ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი CS50, რომელიც უფასოა, რომელსაც სადაც უნდათ იქ მოისმენენ

რომელსაც როცა უნდათ მაშინ მოისმენ
რომელზეც შორტებში ჩაცმული ივლიან
და როცა დაამთავრებენ 6 ციფრიანი ხელფასი გარანტირებული ექნებათ

იმიტომ რომ მათ უკვე კარგად იციან, სკოლას 2030 (ორი ათას ოცდაათ) წელს დაამთავრებენ, როცა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში იქნება

რა მოაქვს ფორმას? ფორმას მხოლოდ მორჩილება მოაქვს, ნაცისფერ ფორმაში ნაცრისფერი საზოგადოება შეიძლება ჩამოყალიბდეს. წარმოიდგინეთ რომ ყველა ისეთ ლექსს წერდეს, როგორსაც მე... 21-ე საუკუნეს არ სჭირდება ნაცრისფერი საზოგადოება. 21-ე საუკუნეს სჭირდება მოქალაქე, რომელსაც აქვს


  • კრიტიკული აზროვნების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • კოალაბორაციის უნარი
  • კრეატიული აზროვნების უნარი
  • კომპიუტერული უნარები


ანუ 5C უნარები (ვიდეო ინგ. 4:00) ეს უნდა იყოს დღევანდელი სკოლის მისაღწევი შედეგი.
ეს არის განათლების სისტემის 6 მთავარი პრობლემა (ვიდ. 6:15).
ეს კი გირჩის ვიდეოა (ვიდ. 16:36) (შეიძლება ბევრ ნაწილში ვერ ვეთანხმებოდე)


ასეთი საზოგადოება კი არ იქნება ნახირი. აი ასეთი ნახირი




პოლიტიკაშ რომ არ წავიდეთ, კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით

განათლებულ საზოგადოებას გისურვებთ :)
კიდე განახლება:



ეს ნაყინის ფირმის თანაშმრომლები არიან იაპონიაში: ბოდიში იხდიან რომ ნაყინის ფასი 9 ცენტით გაზარდეს 25 წლის განმავლობაში.
კიდევ ბევრ ფირმაში თანამშრომლებს ფორმები აქცვიათ. გალფში, ვისოლში, ორ ნაბიჯში, ექიმებს...

ხოდა მასწებისთვისაც შემოვიღოთ ფორმები. შავი ქვედაბოლო, პლისე, შავი პერანგი, შავი ტუფლი და თეთრი ნასკი


ასევე შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს


რა აცვია მასწავლებელს




Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია