წელს სკოლაში შეიარაღებული წასვლა ახია
ამ სურათზე კომპიუტერის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტია ასახული. 5 მეგაბაიტი ვინჩესტერის ჩატვირთვა
ეს პირველი ვინჩესტერის სურათია. მისი მოცულობა 5 მეგაბაიტია. (არ მეშლება) |
ვიდეო გადაღებულია კოპიუტერის ისტორიის მუზეუმში
ვიდეოზე თქვენ ხედავთ IBM 305 RAMAC ის ვინჩესტერს მუშა მდომარეობაში :), ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელსაც ცალკე ვინჩესტერი გააჩნდა. ამ კომპიუტერის შესახებ საჯარო განცხადება 1956 წლის 14 სექტემბერს გაკეთდა. ვინჩესტერის მოცულობა 5 მეგაბაიტი იყო (დიახ, ზომის ერთეული სწორად წაიკითხეთ). ამ ვინცესტერის ზომები სწორად რომ აღიქვათ, კიდევ ერთ სურათს წარმოგიდგენთ, თუმცა უკანა ფონზე ბავშვიც დარბის :) კიდევ ერთი ვიდეო
ამ პლასტინის დიამეტრი 610 მმ-ია |
თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ამ მოწყობილობას ვინჩესტერი არ ერქვა.
IBM-ში ერთ-ერთ პროექტის ხელმძღვანელად მუშაობდა ვინმე კენეტ ხოტონი (ინგ. Kenneth E. Haughton). ამ პროექტის შედეგად 1973 წლის 13 სექტემბერს IBM წარმოადგინა მაგნიტურ დისკზე დამგროვებელი პირველი მოწყობილობის პრეზენტაცია. ის გამოიყენებოდა IBM System/370ზე. მისი დისკის მოდელი იყო IBM 3340. მოდელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ წამკითხველი თავაკები და თვით მაგნიტური დისკის პლასტინები ერთ ჰერმეტულ კორპუსში იყო მოთავსებული.
ეს რის პირველი ვინჩესტერი IBM3340. მასტერი და სლეივი :) 30-30 მეგაბაიტი. სერიულ ვერსიაში ცოტა მეტი 35-35მბ იყო. რატომ გეცინებათ? |
მოწყობილობის შემუშავებისას ინჟინრები მის აღსანიშნავად «30-30» დასახელებას იყენებდნენ. ეს დასახელება აღნიშნავდა თითოეულში 30მბ-იან ორ მოდულს (მაქსიმალური ანაწყობი). დასახელება კი ამერიკის ვესტერნულ საზოგადოების აზროვნებაში ჩაჭედილი იყო, როგორც პოპულარული სანადირო შაშხანა «Winchester Model 1894», რომელიც იყენებდა შაშხანის მასრას «30 WCF».
არსებობს ვერსიაც, რომ დასახელება წამოვიდა მხოლოდ მასრის დასახელებიდან, რომელსაც ასევე უშვებდა Winchester Repeating Arms Company. ევროპაში და ამერიკაში ამ დასახელებას უკვე ნაკლებად იყენებენ, მაგრამ ქართულში ის ჯერაც შენარჩუნებულია და ნახევრადოფიციალური სტატუსიც კი აქვს. კომპიუტერულ სლენგში კი შეკვეცილი ვერსია «ვინტი» გამოიყენება.
კარგი იქნება თუ გაიაზრებთ როგორია დრევანდელი ვინჩესტერის, ფლეშ მახსოვრობების იზიკური ზომები, ტევადობა, ინფორმაციის კითხვის სისწრაფე და ფასი :)
კომენტერაებში დაწერეთ, თქვენ რა ფირმის და მოცულობის ვინჩესტერი გაქვთ. ჩემი ფავორიტი 500 მეგაბაიტიანი ბარაკუდაა. ისე კი ინტელ 750 სერიის U.2 სტანდარტის რომელიმე მოდელი დამხატავდა....
Comments
Post a Comment