ვიდეოკონკურსი „არა კიბერბულინგს!“
წყარო:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიდეოკონკურსს სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“.
კიბერბულინგის დეფინიცია:
კიბერბულინგი, იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს იუთუბის არხზე და ბმული გაზიარდეს ელექტრონულ მისამართზე nocyberbullying2019@gmail.com . ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც).
ვიდეოს შინაარსი:
ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.
ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:
- თემასთან კავშირი
- საკითხის სიმწვავე
- მოსწავლეთა ჩართულობა
- მასწავლებელთა ჩართულობა
- ვიდეოგადაღების ხარისხი
- ხმის ხარისხი/სმენადობა
- მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა
- ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა.
*შენიშვნა: სხვა სახით გაზიარებული ვიდეოების განხილვა არ მოხდება
Comments
Post a Comment