დღის ქვიზი (სკრეჩი2)
ეს კითხვა ტექნოლოგიების გამოცდის 2024 წლის მე-17 კითხვაა. თითქოს რთული დავალებაა, მაგრამ როცა დათო ახსნის, ყველაფერი მარტივ გახდება. რატომ გირჩევთ ამ პოსტის წიკითხვას? რადგანაც დარწმუნებული ვარ 2025 წლის გამოცდაზე მსგავსი მინუმუმ 2 კითხვა იქნება. ეს კი 2 ქულაა. თუ უფრო დეტალურად გინდა სკრეჩის ან საგამოცდო საკითხების შესწავლა, გაიარე რეგისტრაცია ❤️ დათოს ტრენინგზე 👍
ნახეთ კოდი სკრეჩის საიტზე.
დროშაზე დაჭერის შემდეგ
შემდეგ კოდში ვხედავთ repeat until ციკლის ბლოკს
ამ ციკლის შესრულებამდე ოპერატორების ბლოკის დახმარებით ხდება პირობის შემოწმება: X=8? ანუ თუ X ტოლია 8-ის, ციკლი არ შესრულდება და კოდი შემდეგ ბლოკზე გადავა. ვინაიდან ამ ეტაპზე X უდრის 1-ს, X=8 პირობა აბრუნებს მცდარია false პასუხს. ეს კი repeat until ციკლის შესრულების პირობაა; ამრიგად შესრულდება ციკლში არსებული ბლოკები. კერძოდ:
შემდეგი ბლოკი არის if პირობის შესრულება. ამ ბლოკის პირობაა X ნაკლებია 16-ზე. ეს პირობა ამ ეტაპზე ჭეშმარიტია. (რადგან ჯერჯერობით X კვლავაც 1 ის ტოლია). ამიტომაც შესრულდება if პირობაში არსებული ბლოკი. კერძოდ:
ვინაიდან if და repeat until ბლოკებში მეტი ბლოკი არაა, თავიდან დაიწყება repeat until ბლოკის შესრულება. საჭირო გახდება კვლავ შევამოწმოთ X=8 პირობა. ამ ეტაპზეც ეს შემოწმება დააბრუნებს მცდარია Fals მნიშვნელობას. და შედეგად დაიწყება if პირობის შესრულება. აქ კვლავ შემოწმდება X<16. ეს გამოსახულება ამ შემთხვევაშიც ჭეშმარიტია. (იმიტომ რომ X=2). შედეგად შესრულდება X-ის (ანუ 2-ის) გამრავლება 2 ზე.
მიღებული მნიშვნელობა კი მიენიჭება X-ს. ანუ ამჯერად X უდრის 4-ს. ვინაიდან if და repeat until ბლოკებში მეტი ბლოკი არაა, თავიდან დაიწყება repeat until ბლოკის შესრულება. საჭირო გახდება კვლავ შევამოწმოთ X=8 პირობა. ამ ეტაპზეც ეს შემოწმება დააბრუნებს მცდარია Fals, მნიშვნელობას. (რადგან X ჯერჯერობით 4 ის ტოლია). შედეგად დაიწყება if პირობის შესრულება. აქ კვლავ შემოწმდება X ნაკლებია თუ არა 16-ზე. ეს გამოსახულება ამ შემთხვევაშიც ჭეშმარიტია. (იმიტომ რომ ამჯერად X=4). შედეგად შესრულდება X-ის (ანუ 4-ის) გამრავლება 2 ზე. შედეგი კი მიენიჭება X -ს. ამ ბლოკის შესრულების შემდეგ X 8-ს გაუტოლდება. ანუ ამჯერად X=8.
ვინაიდან if და repeat until ბლოკებში მეტი ბლოკი არაა, თავიდან დაიწყება repeat until ბლოკის შესრულება. საჭირო გახდება კვლავ შევამოწმოთ X=8 პირობა. ამ ეტაპზე ეს შემოწმება დააბრუნებს ჭეშმარიტია true და შედეგად კოდი გაგრძელდება repeat until ბლოკის შემდეგი ბლოკით. ანუ
ამ ბლოკით დასრულდება პროგრამის შესრულება. როგორც ჩანს, პროგრამის დასრულების შემდეგ X=8 და ტესტის სწორი პასუხია გ) 8
თუ 2025 წლის ტექნოლოგიების (ისტის) გამოცდაზე აპირებ გასვლას, ნახე რას გთავაზობს დათო საგამოცდო ტრენინგის პირობები. ან გაიარე რეგისტრაცია
❓კითხვების შემთხვევაში 💬 დააკომენტარე და დატოვე კოორდინატები. აუცილებლად გიპასუხებთ. თუ ამ პოსტს 🔗 გააზიარებ, სხვებსაც კარგ საქმეს გაუკეთებ და მეც სტიმული გამოჩნდება, რომ მსგავსი პოსტები კიდევ მოვამზადო.
#10კრედიტიმინდა
#დათოსტრენინგები
#დათოსტრენინგები
#ისტგამოცდა2025
Comments
Post a Comment