პროგრამისტის აი ია

C Programming Editor

 


ლექციების შემდეგ მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში გადავისეირნე. აქ ვეებერთელა დარბაზში ორად ორი კომპიუტერი იდგა — IBM PC 286. ერთთან მე დავჯექი. მეორე კომპიუტერთან კი უკვე აშკარად დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ნორტონ კომანდერის ცისფერ ეკრანში საქაღალდეებს ათვალიერებდა. ან იქნებ სულაც ლექტორი იყო. სტუდენტი ამხელა წვერით რავიცი...
— უკაცრავად, თქვენ რომელ კურსზე სწავლობთ?  — კომუნიკაციის უნარი გამოვავლინე მე :), თუმცა ჯერ კიდევ 1991 წელი იყო.
— მე მერვე კლასში ვსწავლობ... — მომიგო ბუბუნა, გაწონასწორებულმა ხმამ მშვიდად. 
ალბათ მეკაიფება, მაგრამ მე ამას ჭკუას ვასწავლი... გავიფიქრე მე :) 
მალე ინფორმატიკის მასწავლებელიც მოვიდა და ამ დღიდან დაიწყო ჩვენ სამის მეგობრობა წიგნთან რომელიც იმდენად ცნობილია, რომ თავის თიკუნიც აქვს — K&R. ოფიციალურად წიგნს The C Programming Language ქვია და მისი ავტორები ჩემთვის ასევე არანაკლებ საყვარელი და პროგრამირებაში დაფასებული ბრაიან კერნიგჰანი ( C ენის ავტორი) და დენის რიჩი არიან. წიგნის პირველი გამოცემა 1978 წელს მოხდა.  

პირველი წიგნი რაც მე წავიკითხე, ასე იწყებოდა:
იყო და არა იყო რა... 
ხოლო ეს წიგნი ასე იწყება: 

ახალი პროგრამირების ენის შესწავლის ერთადერთი გზა მასზე პროგრამების წერაა. პირველი დავალება ყველა ყველა ენისთვის ერთნაირია: დაწერეთ პროგრამა, რომელიც ეკრანზე გამოიტანს ტექსტს
გამარჯობა, მსოფლიო!
და მართლაც, ამის შემდეგ ნებისმიერი პროგრამული ენის შესწავლა სწორედ ამ ტექსტის ეკრანზე გამოტანით იწყება. ეს დავალება ყველა პროგრამისტის ერთგვარი „აი ია“-ა.  ამ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ პროგრამირების 100 ენაზე როგორ იწერება Hello Wolrld! 

C-ზე დაწერილი კოდი, რომელიც Hello World გამოიტანს, ასე გამოიყურება.  (შეგიძლიათ სხვა კოდებიც მოსინჯოთ)



🎨 C Programming Playground
📟 Console Output:
Ready to run your code! Click RUN to see the output.














 

ვიკი გვერდი

წიგნის ყველა კოდი

The C programming Language (.pdf)


თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

2026 წლის ისტ საგამოცდო ტრენინგი

Hello World! პროგრამირების სხვადასხვა ენაზე

Hello World! პროგრამირების სხვადასხვა ენაზე გითაბის პროექტი

პროგრამირების 10 ტოპ ენა


დააჭირეთ ბმულზე:



პოსტი ჯერ დასრულებული არაა, დაემატები სხვა დავალებები და აქტივობები


Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

კონკურსი სკრეჩის და პითონის სახელმძღვანელოების უფასოდ მისაღებად