ვებ გვერდის შექმნა, როგორც სასწავლო აქტივობა

წარმოიდგინეთ ერთ სისხამ დილას გაიღვიძეთ და უცებ საწოლთან ოქროს თევზი დაგხვდათ.  თევზის ისნტრუქცია ასეთია: 

✅ ბატონო, სკოლის ვებ გვერდი ხომ არ გაგიკეთო

✅ ან სულაც ხახუნის ძალაზე რომ იყოს

✅ იქნებ ვალენტობაზე გირჩევნია

✅ მუსიკის მასწავლებელი ხარ? იქნებ ბითლების შესახებ საინტერესო ისტორიების ვებ გვერდი გესიამოვნებათ

✅ სულაც წვეტიან სამკუთხედებზე გავაკეთებ ვებ საიტს.... რა პრობლემაა

✅ ისე რომ იცოდე, მე დალის ნახატები მომწონს, მარა ჯერ ნიკალას საიტის შექმნას გირჩევ. მაინც ჩვენია და რამე...

მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბავშვებს ვთხოვდი, დავალებები რაღაც ასეთი თემების ვებ გვერდებად, ვიდეოგაკვეთილებად, პრეზენტაციებად, ქვიზებად, კროსვორდებად და არა რვეულში დაწერილ ტექსტად მომიტანონ.  

თუ რამე საინტერესოდ მოგეჩვენა, დარეგისტრირდი საინფორმაციო შეხვედრაზე და ერთად მოვიფიქროთ როგორ გავხადოთ ჩვენი გაკვეთილები უფრო საინტერესო

დათოს კი ახალი ლოზუნგი აქვს: ერთი ვებ გვერდი ყველა სკოლას. ხო რა, წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც გათენდეს და თქვენს სკოლას ბავშვებმა ვებგვერდი შეუქმნან.... წინა კვირას ახლობელმა მთხოვა ვებ გვერდის შექმნა. მე დიდი ხანია საიტები არ მიკეთებია. შეკვეთით მით უმეტეს.  მაგრამ ბავშვებს ვასწავლი და თვითონის და სკრეჩის  საიტები მათი გაკეთებულია. თავიანთთვისაც რაღაცეები აქვთ შექმნილი, ხან კლუბის ვებ გვერდიო და ხან კიდევ რა... სკოლის ასაკში ნეტა ასეთი ვებ გვერდების კეთება მცოდნოდა... 

ამ გვერდის შემოკლებული ბმული: mokle.ge/webictt

რეგისტრაციის შემოკლებული ბმული: mokle.ge/aicoding

დანარჩენი კი ამ კურსზე რეგისტრირებული მსმენელებისთვისაა:

ყველა შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ნახეთ რესურსები: (ბმულები დაემატება)

N

თემა

თარიღი

1

ვებ გვერდი და AI ზოგადი ინსტრუმენტები

26 აპრილი

2

დიზაინის და ფრონტენდის შექმნა

 03 მაისი

3

საიტის ადმინ პანელი

 10 მაისი

4

მონაცემთა დამუშავება (+deploy)

 17 მაისი

მითის ბმული:  

ნეტავ კიდევ თუ მოიძებნება ბიზნესი ფასის ისეთი დიდი დიაპაზონით, როგორიც ვებ გვერდის შექმნაა? ალბათ 0ლარიდან იწყება და 1 000 ან სულაც  500 ათასი შეიძლება იყოს. თუნდაც ის  რომ შემკვეთებზე მეტი დეველოპერია და ვისაც არ ეზარება, ყველა ვებს სწავლობს.  ახლა კიდე მთლად უკეთესი ამბავი მაქვს: ვებ გვერდის შექმნას სულაც არ სჭირდება სწავლა, თითქოს ჯადოსნური ჯოხიაო, საკმარისია აპლიკაციას შენი სურვული უთხრა და რამდენიმე წუთში ჯადოსნური ვებ გვერდიც გექნებათ, აი მაგალითად ასეთი:

ამ გვერდის შექმნაში კოდის ერთი სტრიქონიც არ დამიწერია,  არც სურათები დამიმზადებია, არც ტექსტი, ყველაფერი თვითონ იჩალიჩა და ჰო, ასეთი გვერდი შექმნა. რასაც მინდა შევაცვლევინებ. ბაზებთან დაკავშირება მომთხოვა  და ამ გვერდისთვის რისთვის გჭირდებათქო. თურმე გამომხმაურებებს ბაზაში ინახავს. ჰამბურგერ მენიუც აქვს, რესპონსივიცაა. არადა რამდენს ვწვალობდი ხოლმე :) 

რას ვნახავთ?
✅ AI პლატფორმები
✅ დიზაინის მომზადება
✅ ვებ გვერდის პრომპტი
✅ მენიუს მორგება 
✅ კონტენტის გამართვა
✅ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს

რას მიიღებთ?
✅ მუშა ვებ გვერდს
✅ დიზაინის AI ინსტრუმენტებს
✅ კოდის წერის AI მოდელებს
✅ შეხვედრის ჩანაწერზე წვდომა
✅ დატესტილ პრომტებს
 სერტიფიკატს

და ყველა მონაწილეს საშუალება ექნება 
გაიაქტიუროს გუგლის 300$იანი საჩუქარი 

მაშინ დარეგისტრირდით შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 26 აპრილს 20:00 საათზე.  


თქვენთვის აგრეთვე საინტერესო შეიძლება იყოს:

🐈 სკრეჩით და 🐍 პითონით პროგრამირება პედაგოგებისთვის

🐍პითონის სახალისო შესავალი

განათლების AI ტრანსფორმაცია

რა არის notebookLM






 

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია

🐈 სკრეჩით და 🐍 პითონით პროგრამირება პედაგოგებისთვის (3პ+AI)