ვებ გვერდის შექმნა AI გამოყენებით მოსწავლეებისთვის

ოქროს თევზი რომ დაგეჭირა, რისი ვებ გევრდის შექმნას სთხოვდი? 

კარგად დაფიქრდი პასუხზე, რადგან ოქროს თევზი არა, მაგრამ მე სწორად ამას გკითხავ ტრენინგზე, რომელიც 2 მაისს არის დანიშნული და რომელზე მოსახვედრადაც სკოლაში რამდენიმე მეგობართან ერთად თანამოაზრეთა ჯგუფი უნდა  შექმნა... 

თუ რამე საინტერესო იდეა გაქვს დარეგისტრირდი   და ერთად მოვიფიქროთ როგორ გავხადოთ ეს იდეა უფრო საინტერესო

ამ გვერდის შემოკლებული ბმული: mokle.ge/aicoding0205

რეგისტრაციის შემოკლებული ბმული: mokle.ge/aicodingst

დანარჩენი კი ამ კურსზე რეგისტრირებული მსმენელებისთვისაა:

ყველა შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ნახეთ რესურსები: (ბმულები დაემატება)

N

თემა

თარიღი

1

ვებ გვერდი და AI ზოგადი ინსტრუმენტები

02 მაისი

2

დიზაინის და ფრონტენდის შექმნა

 მაისი

3

საიტის ადმინ პანელი

 მაისი

4

მონაცემთა დამუშავება (+deploy)

 მაისი

მითის ბმული:  

ნეტავ კიდევ თუ მოიძებნება ბიზნესი ფასის ისეთი დიდი დიაპაზონით, როგორიც ვებ გვერდის შექმნაა? ალბათ 0ლარიდან იწყება და 1 000 ან სულაც  500 ათასი შეიძლება იყოს. თუნდაც ის  რომ შემკვეთებზე მეტი დეველოპერია და ვისაც არ ეზარება, ყველა ვებს სწავლობს.  ახლა კიდე მთლად უკეთესი ამბავი მაქვს: ვებ გვერდის შექმნას სულაც არ სჭირდება სწავლა, თითქოს ჯადოსნური ჯოხიაო, საკმარისია აპლიკაციას შენი სურვული უთხრა და რამდენიმე წუთში ჯადოსნური ვებ გვერდიც გექნებათ, აი მაგალითად ასეთი:

ამ გვერდის შექმნაში კოდის ერთი სტრიქონიც არ დამიწერია,  არც სურათები დამიმზადებია, არც ტექსტი, ყველაფერი თვითონ იჩალიჩა და ჰო, ასეთი გვერდი შექმნა. რასაც მინდა შევაცვლევინებ. ბაზებთან დაკავშირება მომთხოვა  და ამ გვერდისთვის რისთვის გჭირდებათქო. თურმე გამომხმაურებებს ბაზაში ინახავს. ჰამბურგერ მენიუც აქვს, რესპონსივიცაა. არადა რამდენს ვწვალობდი ხოლმე :) 

რას ვნახავთ?
✅ AI პლატფორმები
✅ დიზაინის მომზადება
✅ ვებ გვერდის პრომპტი
✅ მენიუს მორგება 
✅ კონტენტის გამართვა
✅ როგორ გამოვაქვეყნოთ ინტერნეტში

რას მიიღებთ?
✅ მუშა ვებ გვერდს
✅ დიზაინის AI ინსტრუმენტებს
✅ კოდის წერის AI მოდელებს
✅ შეხვედრის ჩანაწერზე წვდომა
✅ დატესტილ პრომტებს
 სერტიფიკატს

და ყველა მონაწილეს საშუალება ექნება 
გაიაქტიუროს გუგლის 300$იანი საჩუქარი 

მაშინ დარეგისტრირდით შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 02 მაისს 20:00 საათზე.  


თქვენთვის აგრეთვე საინტერესო შეიძლება იყოს:

🐈 სკრეჩით და 🐍 პითონით პროგრამირება პედაგოგებისთვის

🐍პითონის სახალისო შესავალი

განათლების AI ტრანსფორმაცია

რა არის notebookLM


Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია

🐈 სკრეჩით და 🐍 პითონით პროგრამირება პედაგოგებისთვის (3პ+AI)