Posts

Showing posts with the label გუგლი

გუგლ ვიდეო

Image
გუგლ ვიდეო გაეძრო ცალკე სერვისად. ვნახოთ რა განვითარდება აქედან... ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ 10 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ვერ იქნება, მაგრამ ეგეც ძალიან კარგი ამბავია. თუნდაც იმიტომ რომ AI გენერირებული ვიდეობი სულაც 10 ან 30 წამიანია. აქ კი 10 წუთიო. მე გუგლის ყველ სერვის მომწონს. ოღონ ერთია, გამოზრდიან და მერე ხურავენ ხოლმე. იყო დრო გუგულის კვერცხებს ვეძახდი მსგავს პროდუქტებს მოგვიანებით შევწვავ და მოვხრაკავ და გეტყვით რა გემო აქვს... ელოდეთ ამ პოსტის განახლებას

დღეს გუგლი 20 წლის გახდა

Image
  იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები ,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს) ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილე...

სიკამორი და გუგლი

Image
დღეს 23 ოქტომბერია, 2019 წელი. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ბარემ ჩაინიშნეთ ეს დღე რადგან თქვენ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შემსწრე  გახდით. გუგლის ბლოგზე პოსტში კომპიუტინგის კვანტური ნახტომი   სურათი გამოქვეყნდა სიკამორის ცისარტყელა სიკამორი ჭადრის ხეს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში სურათზე გუგლის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვანტური კომპიუტერის პროცესორია აღბეჭდილი. ამით გუგლმა ოფიციალურად დაადასტურა რომ კვანტური კომპიუტერი ფუტურიზმს გასცდა და დღევანდელი რეალობაა.  ამ სტატიაში პოსტში ნათქვამია რომ სიკამორმა პრაქტიკულად 200 წამში განახორციელა გამოთვლა რომელსაც დღეისთვის დედამიწის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი  ( მეორე ბმული ) 10 000 წელი მოუნდებოდა ნახეთ ვიდეო

გუგლი — მეგობარი რომელიც არასდროს გტოვებს

Image
დიახ, მე  და გუგლი უხსოვარი დროიდან ვმეგობრობთ, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს კომპანია მხოლოდ სიხარულს მანიჭებს, სულ სიტკბოს და მურაბა ამბებს მამცნობს და არც ბეზრდება. ასე ვთქვათ თავს დამფოფინებს :) ხოდა მეც არ დავიზარება და  ერთ კარგ ამბავს გამცნობთ. ამას დიდი ხანია მოთმინებით ველოდი და მხოლოდ შეგადაშიგ ვუსაყვედურებდი ხოლმე. ინებეთ რაც ყველაზე მიხარია, ბლოგი ქართული ინტერფეისითაა. აღსანიშნავია, რომ გუგლი დიდ ხანია თარგმანში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შედეგიც შტამბეჭდავია. (ბარემ აქვე ვიტყვი თარჯიმანიც შეცვლილია და ახლი დიზაინით და ფუნქციონალით იწონებს თავს. ეს ამბავიც კია ცალკე პოსტისს ღირსი და აუცილებლად მოვიცლი).  კიდევ კარგი ისაა, რომ დიზაინი უფრო ტანამედროვეა, გუგლს რომ ეკადრება ეგეთი :) რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, განახლებულია თემები . კონკრეტულად კი რამდენიმე ხანია დაემატა მორგებადი თემები Contempo, Soho, Emporio და კიდო ერთი ქართული დასახელებით „აღსანიშნავი“  :) შესაბამისად ყველა ეს თემა ძალია კარგად ადაპტირდება სმრტფონბზე,რაც ასე აკლ...

გუგლმა ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა

Image
ჩემმა გუგულმა ახალი კვერცხი დადო, (14 აგვ. 2017) ამჯერად ყველაზე მეტად ქართველები გაგვახარა, ერთი ერთი იმიტომ რომ, ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა, ხოლო მეორე იმიტომ რომ, გუგლის ბლოგის პრესრელიზში ამ მოვლენის აღსანიშნად სწორედაც რომ ქართული ენის დამატებაზე გაამახვილეს ყურადღება. „ხმოვანი ძებნა უფრო გლობალური გახდა.  იმის, დასტურად, რომ პატივს ვცემთ მსოფლიოს ყველა ენას, ხმის ამოცნობის ფუნქცია მუშაობს ქარტული ენისთვისაც, რომელსაც საკუთარი დამწერლობა მე-10 საუკუნიდან გააჩნია. ჩვენ ასევე დავამატეთ სუაჰილი და ამჰარული ენა, აფრიკის ორი უდიდესი ენა, ასევ მრავალი ინდური ენა...“ ანდროიდ მოწყობილობებზე ამ ფუნქციის ჩასართვად Play Store-დან გადმოტვირთეთ და დააყენეთ Gboard (გუგლის კლავიატურა) და აირჩიეთ ქართული ენა. ამის შემდეგ დააჭირეთ მიკროფონს და დაიწყეთ საუბარი. გუგლის აპლიკაციებში ქარტულ ენაზე ხმით ძებნის ფუნქციის გასააქტიურებლად, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს, პარამეტრების განყოფილებაში აირჩიეთ Voice (ხმა) და ჩამონათვალიდან აირჩიეთ ქართული ენა. თუ ვინდო...

როგორ მუშაობს გუგლის თარჯიმანი (ვიდ.ინგლ)

Image
2007 წლის 22 ოქტომბერს კორპორაცია გუგლმა გაუშვა ახალი სერვისი, რომელიც განთავსდა მისამართზე translate.google.com. ეს სერვისი აგებული იყო მანქანური სტატისტიკის პრინციპზე. ახალმა პროდუქტმა ჩაანაცვლა 2 წლით ადრე გაშვებული ანალოგიური დანიშნულების სერვის, რომელიც დაფუძნებული იყო წესებით ტარგმნის პრინციპზე. როგორც გუგლის ყველა პროდუქტი, ისიც  მულტინაციონალური და გლობალური მნიშვნელობის არის. ასევე მას გადმოყვა გუგლის პროდუქტებისთვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი თვისებები, უფასო სერვისი, რეგისტრაცია არ მოითხოვება (ნაწილობრივ), ხარისხი, სისწარაფე და ა.შ. დღეისთვის ამ სერვისში ხელმისაწვდომია 103 ენა და დღეში (SIC) 200  მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. გუგლის თარჯიმანს გააჩნია უნიკალური თვისებები, როგორიცაა ტექსტის, ლაპარაკის, სურათის, საიტების ან რეალურ დროში ვიდეოს ერთი ენიდან მეორეში თარგმნის ფუნქცია. ის მუშაობს ვებ ინტერფეისზე, ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაში, მობილურ ინტერფეისზე ანდროიდებზე და iOS-ზე. API-ს სახით მისი გამოყენება შეუძლიათ დეველოპერებს ბრაუზერში ჩაშენ...

გუგლის დატაცენტრი (ვიდეო, ინგლ)

Image
იქნებ გაინტერესებთ, ის გვერდი, რასაც ახლა კითხულობთ, ფიზიკურად რომელ ოთახში რომელ კომპიუტერში ინახება? რა პობლემააა,  შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და შეისეირნოთ გულის დატაცემტრში . დღეს ეს ძალიან მარტივია, მართლაც რომ მხოლოდ მორალური კოდექსი დარჩა გაოცების ობიექტად....

გუგლის ახალი ლოგო v.2

Image
როგორ მოხდა რომ გუგლის ახალი ლოგო მხოლოდ 305 ბაიტია ძველი  14 000 ბაიტის ნაცვლად ძველ ლოგოტიპში გამოყენებული იყო ე.წ. წვერებიანი შრიფტი (ტიპოგრაფიული ტერმინი არ მახსენდება, ალბათ სერიფი, და არც ვიცი ვის შეიძლება ვკითხო), რომელიც ბეზეს წირებითაა (მხებებით)  აღწერილი. (ეს ტექნოლოგია მეოცე საუკუნის 60იან წლებში შეიმუშავეს რენოსა და სიტროენის კომპანიებში) .  ასეთნაირად აღწერილ ლოგოს ტექსტში 100მდე საწყისი წერტილია, რის შედეგადაც მიიღება 6კბ (6 380 ბაიტი) ზომის ფაილი. მისი შეკუმშვით ფაილის ზომა მცირდება 2 კილობაიტამდე (2 145 ბაიტი). ახალი ლოგოს გამარტივებული ვერსია თითქმის მთლიანად შეიძლება აიგოს წრეწირების და მართკუთხედების გამოყენებით. (ნუსხური „g“-ს გარდა.) ამ სურათზეც კი ჩანს რომ მთელი ლოგო შეიძლება გამოისახოს: 10 წრეწირისაგან ( ორ-ორი ცალი თითო მთავრული G და ნუსხური g-სთვის, ორ-ორი ცალი თითო o-სთვის და ორ ცალი  e-სთვის) 5 მართკუთხედისაგან ( 2 ცალი მთავრული G-სთვის, 1 ცალი ნუსხური l-თვის და 2 ცალი e-სთვის) 1 ფორმისგან, რომელიც აგებულია...

გუგული ახალი ლოგო

Image
პირველი სექტემბრიდან გუგლს ახალი ლოგო აქვს. მოგეწონებათ, უფრო სადა და უფრო ფერადი ჩემი თუ არ გჯერად ნახეთ ვიდეო ეს კი ბლოგის ინფორმაცია (ინგლ)

გუგულის ოპტიკა

Image
დასაწყისში არაჩვეულებრივი მულტიკია

როგორ მუშაობს Google Translate

Image
ნახეთ ვიდეო, როგორ მუშაობს Google Translate

Inbox გუგულის ახალი კვერცხი

Image
კომპანია გუგლმა ახალი პროდუქტი -- სახელად Inbox შემოგვთავაზა. ეს არის ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის ახალი კლიენტი. საძიებო კ ომპანიის ოფიციალურ ბლოგზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კლიენტის შექმნაზეც Gmail-ის შემქმენლი ჯგუფი მუშაობდა. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის დაცვით, გუგლის ახალ პროგრამულ პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობა საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, უნდა აღინიშნოს რომ  Inbox არ არის Gmail შემცვლელი, არამედ მხოლოდ საფოსტო სერვერის სერვისების გაფართოების საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ურთიერთობა ჰქონდეს მონაცემებთან და უფრო ეფექტურად გამოიყენოს დრო. შეტყობინებისა და შეხსენებების გაუმჯობესებული ფუნქციების შედეგად უკვე არ დაგჭირდებათ მაჯაზე ჯვრების დახატვა ან ნეკათითზე ძაფის გამობმა. ამასგარდა, Inbox შეუძლია იტრაბახოს შემომავალი წერილების გაუმჯობესებული ახალი ავტომატური დახარისხებით, რომელიც მსგავს წერილებს თავს მოუყრის ერთ ჯგუფში. სერვისს შეუძლია დამატებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება წერილის ში...