გუგლმა ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა





ჩემმა გუგულმა ახალი კვერცხი დადო, (14 აგვ. 2017) ამჯერად ყველაზე მეტად ქართველები გაგვახარა, ერთი ერთი იმიტომ რომ, ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა, ხოლო მეორე იმიტომ რომ, გუგლის ბლოგის პრესრელიზში ამ მოვლენის აღსანიშნად სწორედაც რომ ქართული ენის დამატებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ხმოვანი ძებნა უფრო გლობალური გახდა.

 იმის, დასტურად, რომ პატივს ვცემთ მსოფლიოს ყველა ენას, ხმის ამოცნობის ფუნქცია მუშაობს ქარტული ენისთვისაც, რომელსაც საკუთარი დამწერლობა მე-10 საუკუნიდან გააჩნია. ჩვენ ასევე დავამატეთ სუაჰილი და ამჰარული ენა, აფრიკის ორი უდიდესი ენა, ასევ მრავალი ინდური ენა...“

ანდროიდ მოწყობილობებზე ამ ფუნქციის ჩასართვად Play Store-დან გადმოტვირთეთ და დააყენეთ Gboard (გუგლის კლავიატურა) და აირჩიეთ ქართული ენა. ამის შემდეგ დააჭირეთ მიკროფონს და დაიწყეთ საუბარი.

გუგლის აპლიკაციებში ქარტულ ენაზე ხმით ძებნის ფუნქციის გასააქტიურებლად, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს, პარამეტრების განყოფილებაში აირჩიეთ Voice (ხმა) და ჩამონათვალიდან აირჩიეთ ქართული ენა.

თუ ვინდოუს ოპერაციულ სისტემაში ინტერფეისის ენა, ლოკაცია და სხვა პარამეტრები სწორად გაქვთ არჩეული, გუგლის საძიებო ზოლის მარჯვენა მხარეს დააჭირეთ მიკროფონის გამოსახულებას. ილაპარაკეთ და თქვენი ნათქვამი ტექსტად გარდაიქმნება.

შემდეგი გაჩერება ტექსტის კარნახი, ხმოვანი ბრძანებები და ტექსტის წამკითხველებია და ასისტენტებია, ზოგიერთი მეტნაკლები ფუნქციონალით უკვე არსებობს ვთქვათ მაიკროსფტის კორტანა...

მანამდე კი მოსინჯეთ ახალი პროდუქტი.

ნახეთ ვიდეო  მოკლე ვიდეო  (03.01.2019)






თქვენთვის ასევე, შეიძლება საინტერესო იყოს გაქართულების პაკეტები სკოლებში

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე