-->

გუგლი — მეგობარი რომელიც არასდროს გტოვებს



დიახ, მე  და გუგლი უხსოვარი დროიდან ვმეგობრობთ, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს კომპანია მხოლოდ სიხარულს მანიჭებს, სულ სიტკბოს და მურაბა ამბებს მამცნობს და არც ბეზრდება. ასე ვთქვათ თავს დამფოფინებს :) ხოდა მეც არ დავიზარება და  ერთ კარგ ამბავს გამცნობთ. ამას დიდი ხანია მოთმინებით ველოდი და მხოლოდ შეგადაშიგ ვუსაყვედურებდი ხოლმე. ინებეთ



რაც ყველაზე მიხარია, ბლოგი ქართული ინტერფეისითაა. აღსანიშნავია, რომ გუგლი დიდ ხანია თარგმანში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შედეგიც შტამბეჭდავია. (ბარემ აქვე ვიტყვი თარჯიმანიც შეცვლილია და ახლი დიზაინით და ფუნქციონალით იწონებს თავს. ეს ამბავიც კია ცალკე პოსტისს ღირსი და აუცილებლად მოვიცლი).

 კიდევ კარგი ისაა, რომ დიზაინი უფრო ტანამედროვეა, გუგლს რომ ეკადრება ეგეთი :)

რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, განახლებულია თემები. კონკრეტულად კი რამდენიმე ხანია დაემატა მორგებადი თემები Contempo, Soho, Emporio და კიდო ერთი ქართული დასახელებით „აღსანიშნავი“  :)

შესაბამისად ყველა ეს თემა ძალია კარგად ადაპტირდება სმრტფონბზე,რაც ასე აკლდა ძველ ბლოგერს.

იმედია თქვენც დაგაინტერესათ ქართულმ ინტერფეისმა, ამისთვის მარცხენა ქვედა კუთხეში დააჭირეთ Try the new blogger  ბლოგერისთვის დამახასიათებელ ნარინჯისფერ ღილაკს, ხოლო შემდეგ Continue ღილაკს.



ახალ ვერსიაზე გადასვლის შემდეგ, კვლავ კლაიკურ ვერსიაზე დაბრუნების საშუალებაც არის, მაგრამ  იმედია არ დაგჭირდებათ :)


ვისაც ბლოგი არ აქვს, ან მეტის გაგება გინდათ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ძველი ვიდეო სასწავლო ბლოგის შექმნა



ასევე საინტერესო შეიძლება იყოს პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება  ან პორტფოლიოს დრაივზე ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება


კომენტარებში გამოგვეხმაურეთ, მოგწონთ თუ არა ქართული ინტერფეისი, რამდენად ადვილად გამოგივიდათ ქართულ ენზე გადაყვანა. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რომელი ახალი ფუნქცია აღმოაჩინეთ ამ ვერსიაში 






1 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით