-->

2016 წლის იანვრის ისტ-ის გამოცდის კონსულტაციების გრაფიკი



კონსულტაციები დამთავრებულია.  ამ პოსტში უკვე დასრულებული კონსულტაციების ჩანაწერებს შეგიძიათ გაეცნოთ.

ამ პოსტში მოცემული იქნება 2016 წლის ისტ-ის პედაგოგთა გამოცდის კონსულტაციების პროგრამა და გრაფიკი. პროგრამის თითოეულ პუნქტზე არის ცალცალკე ბმული, სადაც დეტალურადაა გაშლილი ყველა საკითხი. ყველა მასალას აქვს ბმული, რომელიც შეიძლება იყოს ან პოსტი, ან პრეზენტაცია, ან ვიდეოგაკვეთილი და ა.შ..

კონსულტაციის დაწყებამდე გთხოვთ გაეცნოთ კონსულტაციის დღის პროგრამას, შემოთავაზებულ ვიდეო თუ ტექსტურ მასალას. თუ რომელიმე საკითხზე გსურთ ყურადღების გამახვილება, გთხოვთ შესაბამის პოსტს დაურთოთ კომენტარი. ასევე კონსულტაციის მიმდინარეობის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმაც.





თუ მითითებულ დროს ბმული გაითიშება ან არ იმუშავებს დაარეფრეშეთ გვერდი და თავიდან სცადეთ. გვერდის დარეფრეშება შესაძლებელია კლავიატურაზე F5 კლავიშაზე დაჭერით


___________________________________

შემდეგი ბმულები მოგვიანებით ჩაირთვება


ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ 
Hangouts -ის ბმულს



(ჩაირთვება 2016 წლის 8 (დღეს) იანვარს 17:05 საათზე)
კონსულტაცია დაიწყება 17:05-ზე

___________________________________


კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გაიმართება იუთუბის არხზე მითითებულ რიცხვებში 17:00 საათზე. (ზოგიერთ სიტუაციაში მსმენელებთან შეთანხმებით შესაძლებელია სხვა დრო იყოს ჩანიშნული. ყველა ცვლილება ამ პოსტით გეცნობებათ. კონსულტაციების თემატიკა რიცხვების მიხედვით გადავანაწილე. კონსულტაციების ჩანაწერი მოგვიანებით ბლოგზე და იუთუბზე გამოქვეყნდება..

იუთუბის ლინკი გამოქვეყნდება ამავე პოსტში და სავარაუდოდ მხოლოდ კონსულტაციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გააქტიურდება. კითხვების დასმა ონლაინ რეჟიმში ჩატში შეგეძლებათ. გთხოვთ კითხვები არ გასცდეს კონსულტაციის დღისთვის ჩანიშნულ თემატიკას.

თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ერთი კვირის მანძილზე შეუძლებელია საგამოცდოდ მომზადება, ამიტომაც დავარქვი ამ შეხვედრებს კონსულტაციები. გთხოვთ ნუ დაელოდებით ჩემს ინიციატივას, თქვენ თვითონ ნახეთ და გაეცანით ბლოგზე მოცემულ მასალას. კონსულტაციაზე ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხზე, რაც თქვენთვის გაუგებარი იყო ან საჭიროებს დაზუსტებას.    



ძალიან გთხოვთ, თუ გამოცდაზე არ ხართ რეგისტრირებული, ამჯერად თავი შეიკავოთ კონულტაციებზე დასწრებისგან. აქ მხოლოდ საგამოცდო საკითხების განხილვას ვაპირებთ. ასევ არ იქნება განხილული ფოტოშოპი, პროგრამირება, თუ სხვა რამ....



2. პროფესიული ცოდნა


თემები
თარიღი


26 დეკემბერი





27 დეკემბერი





29 დეკემბერი



8 იანვარი




? იანვარი
შეხვედრის ვიდეო
12. მაგალითების და ნიმუშების განხილვა


.

ნებისმიერი მოსაზრება, კითხვები, შენიშვნა, რჩევა, პროტესტი ან ჩასწორება გინდათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. აუცილებლად გიპასუხებთ და ვეცდები გავითვალისწინო!


და ბოლოს გთხოვთ მისურვოთ წარმატებები!

ჩემთვის ეს ავანტიურული ექსპერიმენტია   :)


P.S. კონსულტაციები არ ტარდება არც გამოცდების ეროვნული ცენტრის ან მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით, არამედ წარმოადგენს მხოლადდამხოლოდ ჩემს ინიციატივას!


ყველა სამსახურს, 
გამომცდელს თუ გამოსაცდელს, 
გისურვებთ წარმატებას!!!!







31 კომენტარი :

დიდი მადლობა დავით, ძალიან საინტერესო და ჩვენთვის სასარგებლო ექსპერიმენტის ჩატარება გადაგიწყვეტიათ, ვაფასებ და პატივც ვცემ თქვენს შრომას. იმედი მაქვს თქვენს ამდენ მონდომებას გამოცდის წარმატებით ჩაბარებით მე პირადად დავაფასებ. გისურვებთ წარმატებებს

დათო გამარჯობა! მადლობა. მოგყვები, მოგისმენ, წარმატებებს გისურვებ, ვისურვებ...

დიდი მადლობა დავით, ძალიან საინტერესოა. ჩემთვის სასარგებლოა, ვაფასებ და პატივც ვცემ თქვენს შრომას. იმედი მაქვს თქვენს ამდენ მონდომებას გამოცდის წარმატებით დასრულებით დავარგვირგვინებ. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ. ვეცდები ვიდეო გაკვეთილები არ გამოვტოვო.

დათო აუცილებლად გავივლი კონსულტაციას ონლაინ რეჟიმში, წარმატებებს ვისურვებ ჩემთვის და თქვენთვის, მადლობა ჩვენი ჩართულობისთვის....

მოგესალმებით,
მრავალ დამდეგ შობა-ახალ წელს დაესწარით, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი ყველასათვის.
თქვენმა ამდენმა შრომამ ფუჭად როგორ უნდა ჩაიაროს?!!!!! წარმატებები თქვენ და მეც რათქმა უნდაა

მოგესალმებით,
უღრმესი მადლობა თანადგომისათვის. უფალმა შეგიწიროთ ჩვენთვის გაწეული შრომა.

გამარჯობა,
გმადლობთ, რომ გამომეხმაურეთ! თქვენი ინიციატივა მართლაც რომ დასაფასებელია, წარმატებები თქვენც და ჩვენც ვისაც გვსურს მონაწილეობა თქვენს მიერ დაგეგმილ კონსულტაციებში :)

გამარჯობა,
გმადლობთ, რომ გამომეხმაურეთ! თქვენი ინიციატივა მართლაც რომ დასაფასებელია, წარმატებები თქვენც და ჩვენც ვისაც გვსურს მონაწილეობა თქვენს მიერ დაგეგმილ კონსულტაციებში :)

Здравствуйте, мне приятно видеть эту новость. Но, к сожалению, сегодня я не смогу присутствовать на вашем канале.
Но могу ли я присутствовать в на другие дни?

mogesalmebit batono davit da upirveles yovlisa madlobas gixdit am zalian kargi da cventvis saintereso da sachiro iniciativistvis.warmatebebs gisurvebt am da yvela karg inicianivasa da saqmeshi.aseve warmatebas vusurveb sakutar tavs tavsac am gamocdaze da yvelas vinc gadis wlevandel ist-is gamocdaze!!!

მოგესალმებით,
ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია, ინიიატივა რომელიც თქენ გამოიჩინეთ ჩვენს დასახმარებლად.
მადლობა...

წარმატება და ბედნიერი შობა ყოველ ჩვენგანს ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად ♡♡♡

მოგესალმებით,
მადლობა ამ ინიციატივისათვის, რომ ზრუნავთ ჩვენ წარატებაზე და წინსვლაზე.

mogesalmebit batono davit da warmatebebs gisurvebt.zalian kargi da sachiro proeqtia chvens dasaxmareblad.didi madloba tqven amisatvis.

ამდენ წვალებას, 3-4 დღიანი დასწრებული ტრენინგი არ გირჩევნიათ მოვაწყოთ?

კარგი ვიდეო გაკვეთილია, გვაწვდით მითითებებს, რომ უკეთ გავიგოთ, მე ძალიან მომწონს დღევანდელი ვიდეო და მინდა დავესწრო ყველას.

მადლობა დავით მაგრამ გვიან რომ შემოგიერთდეთ ხოლმე ხომ არ იქნება პრობლემა შეიძლება მითითებულ დროს არ ვიყო ხოლმე კომპიუტერთან და მირჩევნია როცა მოვიცლი ჩავუჯდე და ვუყურებ თუ განვიხილავ, კითხვები თუ გამიჩნდება აქ დავაკომენტარებ ;)

ღმერთმა მოგცეთ წარმატებები ყველა საქმეში, ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა, მადლობას გიხდით ყველა მასწავლლებლის სახელით.

სოფია, ანდრეი როცა გინდა მაშინ უყურეთ. კომენტარები და შეკითხვებიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დადოთ

მადლობები მოლოცვების ავტორებს :)

მოვლა სარიევი
წარმატება და ბედნიერი შობა ყოველ ჩვენგანს ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად ♡♡♡

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.გულითადი მილოცვა და საუკეთესო სურვილები ბატონ დათოს და უღრმესი მადლობა გაწეული კონსულტაციისათვის.

ყველა საკითხი ძალიან კარგად და გასაგებად არის გადმოცემული.გამომდინარე აქედან შეკითხვები ამ საკითხების გარშემო არ მაქ.დიდი მადლობა.

ყველა საკითხი ძალიან კარგად და გასაგებად არის გადმოცემული.გამომდინარე აქედან შეკითხვები ამ საკითხების გარშემო არ მაქ.დიდი მადლობა.

მადლობა ბატონო დავით.კარგი ადამიანი ხართ!!!

დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა და სრულყოფილი. იემდი მაქ დამეხმარება გამოცდის ჩაბარებაში

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით