-->

ბლოგზე რეგისტრაცია და პოსტების რედაქტირება

ამ ვიდეოგაკვეთილში შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე:

ეს ვიდეოგაკვეთილი აგრეთვე გამოგადგებათ მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს შესქმენლად

რეგისტრაცია
პოსტების რედაქტირება
გამოქვეყნება
ბმულის (ლინკის) ჩასმა
სურათის დამატება
ტექსტის ჩასწორება


გისურვებთ წარმატებებს


15 კომენტარი :

შესანიშნავი გაკვეთილია...ხომ ვერ მეტყვით როგორ ჩავსვა სლაიდშოუ ბლოგში? გმადლობთ წინასწარ...

ნათია,
როგორც ვიდეოს პირველ სურათზე ჩასნს, (და ვიდეოს ქვესათაურიც მიგანიშნებთ) ვაპირებ გუგლის აპლიკაციების მომოხილვას. აჯერად კი ზოგად იდეას გაგაცნობთ:

სლაიდშოუ ჯერ ინტერნეტში უნდა აიტვირთოს, ვთქვათ გუგლის დრაივში, შემდეგ უნდა გაზიარდეს, და მიღებული მისამართი ბმულის სახით უნდა ჩაისვას პოსტში. ბმულის ჩასმა ამ ვიდეოგაკვეთილში არის ნაჩვენები, ხოლო დოკუმენტის ატვირთვა და გაზიარება მომდევნო ვიდეოგაკვეთილის ტემა იქნება. სავარაუდოდ ახალწლამდე იქნება გამოქვეყნებული.

აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ www.slideshare.net, www.prezi.com ან www.slid.es ონლაინ საპრეზენტაციო ვებ გვერდები და ამ გვერდებზე მომზადებული სლაიდები გააზიაროთ ბლოგზე

ბლოგზე კატეგორიებად ჩამოშლა როგორ ხდება?

მეგონა გიპასუხეთ, ზოგიერტ თემას აქვს კატეგორიებად დაყოფის საშუალება. შემდეგში ამ თემის HTML კოდი უნდა დარედაქტირდეს სამართავი დაფიდან, რაც არც თუ ისე რთული, მაგრამ მაინც სპეციფიკური და სკურპულოზური სამუშაოა.

პედაგოგებისთვის ცალკე ბლოგზე ვაპირებ ამ თემაზე შესაბამისი მასალა დავდო

ამ თემაზე ახლა ვმუშაობ და როცა სამუშაოების გარკვეული ეტაპი გავლილი იქნება, დავდებ კიდევაც

დათო მომწონს კომპიუტერთან მუშაობა მაგრამ ბევრი დროა საჭირო.

ელპორთფოლიოს შექმნა ჩვენგან დიდ მოითხოვს დროს, საიმისოუნარები ჯერ გაგვაჩნია, სამწუხაროდ.

მოვისმინე თქვენი ვიდეოგაკვეთილები. დიდი სურვილი მაქვს დავესწრო თქვენს ტრენინგს "პროექტებით სწავლება". გეწვევით 21 მარტს 14:00 საათზე.

საინტერესო ვიდეოგაკვეთილი იყო,ვისწავლე ბევრი რამ.ვეცდები ხშირად გამოვიყენო ბლოგი

ძალიან სასიამოვნოა თქვენი ნამუშევრების დათვალიერება

ვნახე ვიდეო ბლოგის შექმნასთან დაკავშირებით და გავიხსენე თუ როგორ გამოვიყენო ბლოგი და როგორ ავტვირთო მასზე მასალები.აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში

მოგესალმებით ქ-ნ მაია ქათამაძე

ვორდის ფაილი ბლოგზე ვერ აიტვირთება. ვორდის ფაილიო შეგიძლიათ ატვირთოთ ჯერ დისკი-ს (ან რომელიმე ონლაინ) სერვისში, ხოლო შემდეგ ბლოგის პოსტში გამოაქვეყნოთ ბმულის დახმარებით.

თუ გინდათ რომ ვორდის ფაილის ჩამოტვირთვის გარეშე იკითხებოდეს ბლოგის პოსტზე, შესაძლებელია ფაილი ატვირთოთ მაიკროსოფტის OneDrive სერვისზე და შემეგ ბლოგზე გამოაქვეყნოთ ემედ კოდის დახმარებით.

ამ ვიდეოში მსგავსი ტექნოლოგია ახსნილი არ არის

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით