-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

დისტანციური სწავლება მს ოფის 365 პროდუქტების გამოყენებით

 



რეგისტრაცია ტრენინგზე დისტანციურის სწავლება მს ოფის 365 პროდუქტების გამოყენებით 

ჰეჰ, „ანუშკამ ზეთი დაღვარა“-სი არ იყოს, ჩინელმა ღამურა შეჭამა და წამებში შეიცვალა მთელი სამყარო. შარშან ამ დროს ვერავინ წარმოვიდგენდით რომ ძალიან მალე საგანგებოდ დაცილებულ სწავლებაზე თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდოდით, თან ისე რომ შემდეგ ზოგიერთებს ჰაბად გახდომის პრეტენზიაც კი გასჩენოდათ. 

სიმწრით მახსენდება ჩემი პოსტები რომ საკლასო ოთახებში ბავშები არ დაგხვდებათო რომ ვამტკიცები, პედაგოგები კი კვლავ ჯიუტად იმეორებდნენ, წიგნის გარეშე დავიღუპებითო. ჩვენდაუნებურად მოსახდენი მოხდა და სამწუხაროდ ცუდი სცენარით. ამ ფაცხა-ფუცხით გადასავლამ სამწუხაროდ დისტანციური სწავლების ცუდი მხარეები უფრო გამოააშკარავა, ვიდრე სიკეთეები გვანახა. მაგრამ ერთი რამ ნათელია — დისტანციური სწავლება არსებობს და სი შესაძლებელია. სხვათაშორის მართლაც გვაქვს შანსი რომ ჰაბი გავხდეთ, მაგრამ ამისთვის ახლა მაინც ალბათ გამოცდილების მქონე ადამიანებს უნდა დავეკითხოთ და რჩევები გავითვალისწინოთ, ეს რომ აქამდე ასე მომხდარიყო და ირმის ნახტომის გეგმით გვევლო, 2012 წელს დისტანციური სწავლების დანერგვა დაიწყებოდა. მაგრამ არც მაშინდა არც ახლა კომპეტენტური ადამიანების აზრის გათვალისწინება არ ხდება და ერთი ადამიანის აზრზეა აწყობილი მთელი ქვეყნის განათლება, რაც ვფიქობ არასწორია.

არადა, დისტანციური სწავლება ძალიან კარგია და მე კვლავ ჯიუტად ვეცდები განახოთ დისტანციური  სწავლების სიკეთეეები.

საგაკვეთილო პროცესი დაგეგმვით იწყება, როცა გადასაწყვეტია როდის ჩავატაროთ გაკვეთილი, შემდეგ გაკვეთილის მიზანი უნდა განისაზღვროს, რატომ ვატარებთ ამ გაკვეთილს, რისი მიღწევა გვსურს, შემდეგ კი ამ მიზნის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა განვსაზღვროთ. მიზნებიდან გამომდინარე, თემის არჩევაც არ გავიჭირდება  შემდეგ კი აქტივობები უნდა გავწეროთ დროში,  მაგრამ ვინაიდან დღეს 21-ე საუკუენეა და ირგვლივ კოვიდია, ტექნოლოგიების როლი თითოეულ ეტაპზე განსაკუთრებით დიდია. დროა ამ ყველაფერს თავი მოვუყაროთ და ვნახოთ როგორ გამოვა დისტანციური სწავლება მაიკროსფტ ოფის 365-ის ინსტრუმენტების გამოყენებით 

30 იანვრიდან ყოველ შაბათს 19:00 10 დღის განმავლობაში გელოდებით ჯგუფში საუბრები ოფის 365 ზე და ტიმსზე ტრენინგით დისტანციური სწავლება მაიკროსოფტ ოფის 365-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, რეგისტრაცია ამ მოკლე ბმულით შეგიძლიათ bit.ly/tro36521

შეხვედრა ალექსანდრე ტატიშვილთან

24 იანვარს 19:00 სააათზე ძალიან, ძალიან, აი მართლაც უუუუუძალიანმაგრესი სიურპრიზი!. აი ისეთი, თოვლის ბაბუას ეტლიც რომ ვერ წიკავს:

კომპიუტერული ტექნოლოგიების, პროგრამირების და ფიზიკის ჯგუფებში ვიწყებთ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან და კომპანიებთან და ამ შეხვედრების სერიას გახსნის ბატონი ალექსანდრე ტატიშვილი. სანდრო არის ძალიან მაგარი ქართული კომპანიის UG-LIMES დირექტორი და თანადაფუძნებელი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ანალოგიური მსოფლიოში მართლაც არ არის და არც უკეთესი. ყველაფერი ქართულია და ძალიან მაღალი სტანდარტის.
ეს ღონისძიება გაუზიარეთ ისტ და ფიზიკის პედაგოგებს, ასევე ფიზიკით, რობოტიკით, პროგრამირების, არდუინიოს შესწავლით დაინტერესბულ მოსწავლეებს. (არ იფიქროთ რომ ასეთები სკოლაში არ არიან, კარგად მოიკითხეთ)
ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან მაგარ შეხვედრაზე გელოდებით და ძალიან ამბიციურ თემაზე უნდა გესაუბროთ
________________________________________________________________________________
ეს არის შეხვედრის ბმული
მაიკროსოფტ თიმსი
შეხვედრაზე შესასველად დააჭირეთ ამ ბმულს

კომპიუტერული მეცნიერების სემინარები


ახალ წელს გილოცავ საქართველო! თანაც ძალიან კარგი სიახლით: თუ ამ სრტიქონებს კითხულობთ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ  მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის მიერ კომპიუტერული მეცნიერების თემაზე მოწყობილ ერთ ან რამდენიმე სემინარში იანვარსა და თებერვალში. ყველა სემინარი გაიმართება ზუმის პლატფორმაზე ინგლისურ ენაზე. (სემინარების ორგანიზატორია აშშ წამყვანი უნივერსიტეტი). თითოეული სემინარი გაიმართება რამდენიმე დღეს და რამდენჯერმე საათობრივი სარტყელიდან გამომდინარე. მონაწილეობისთვის თქვენ დაგჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტი. (პროგრამა ზუმი და მისი ანგარიში).

თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი კოლეგები და მეგობრები

რეგისტარციამდე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ 

1) თქვენ გაქვთ GitHub ანგარიში. თუ არ გაქვთ შექმენით მისამართზე  

2) თქვენ გაქვთ edX ანგარიში. თუ არ გაქვთ შექმენით მისამართზე  

ფორმა შეავსეთ ინგლისურად!

   

*გთხოვთ ეს ფორმა გაუზიარეთ თქვენი სკოლის მოსწავლეებს, კოლეგებს და მეგობრებს

ამ წლის მენიუში შედის:

* პითონის გემო

* SQL- ის გემო

* Linux- ის გემო

* თამაშის განვითარების გემო


ეს კი რეგისტრაციის ბმულია




იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით