-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ახალი ვიდეოგაკვეთილები: CSS3 ქუდი



გთავაზობთ CSS3 ვიდეოგაკვეთილების ქუდს



ვინდოუს 10-ის ინსტალაცია







ამ ვიდეოში ნაჩვენებია ვინდოუს 10-ის ინსტალაციის პროცესი. ამჯერად მხოლოდ საწყისი ვერსიაა. მალე შემოგთავაზებთ საინსტალაცია დისკის მომზადების ვიდეოს და BIOS/UEFI დაკონფიგურებას. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, კომენტარებში მომწერეთ, კიდევ რა თემატიკაზე გსურთ ვიდეოს ჩაწერა.

რამდენიმე დღეში ოფისის 2019 წლის ვერსიას ველი. ინსტალაციასაც ჩავწერ და სიახლეებსაც შემოგთავაზებთ

ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2018



ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის!!! ცხადდება რეგისტრაცია ინფორმატიკის ოლიმპიადის (www.olyinfo.ge) 2018 წლის საშემოდგომო სეზონზე. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის:
•საჭირო არაა სპეციალური მომზადება პროგრამირებასა და ალგორითმებში
•საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი
•საკმარისია ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარი
•ოლიმპიადა მთლიანად ავტომატიზებულია და ტარდება ტესტირების წესით
ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.olyinfo.ge. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა, თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, ასევე წინა სეზონებზე გამოყენებულ ამოცანებსა და ფოტომასალას!!
პირველი, ინტერნეტ ტური ჩატარდება 8 დეკემბერს, ხოლო მეორე, დასკვნითი 23 დეკემბერს. ამ სეზონზე ტურები ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: V-VI, VII-VIII, IX-XII კლასებში.
სულ გაიმართება ერთი ინტერნეტ ტური და ერთი დასწრებული, დასკვნითი ტური. გისურვებთ წარმატებებს!!!



კონკურსი გადიღე ვიდეომიმოხილვა



ნახეთ ვიდეოკონკურსი წიგნების ჩასმა

📹 კონკურსი: გადაიღე ვიდეომიმოხილვა
ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან აირჩიე ერთ-ერთი და გადაიღე ვიდეომიმოხილვა (ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს). გამარჯვებულს გადაეცემა 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად, ნაჭრის ჩანთა გამომცემლობის ლოგოთი და
საკონკურსო წიგნების ჩამონათვალიდან შერჩეული ნებისმიერი (ერთი) წიგნი.
საკონკურსო ვიდეო გამოგზავნე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tatia@sulakarui.ge 25 აპრილის ჩათვლით, თან დაურთე შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი.
საკონკურსო წიგნების სია VII-VIII კლასებისთვის
1. რ.ჯ. პალაციო: საოცრება
2. ლინდა მალალი ჰანთი: თევზი ხეზე
3. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭო ბიჭი
4. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭოების ბრძოლა
5. მ.ჯ. ლეონარდი: ხოჭოების დედოფალი
6. პიტერ ბანზლი: მექანიკური გული
7. ნილს სიმეონი: 14 კრისტალის თეორია
8. ინგუნ თონი: ულისი
9. როალდ დალი: მატილდა
საკონკურსო წიგნების სია IX-XII კლასებისთვი
1. სკოტ ფიცჯერალდი მახინჯები
2. ჯენიფერ ნივენი: სამყარო შენს მხრებზე
3. ჯერომ კ. ჯერომი: სამნი ნავში, ძაღლს თუ არ ჩავთვლით
4. მარკ ჰედონი: რა შეემთხვა ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
5. ნანა ექვთიმიშვილი: მსხლების მინდორი
6. სტანისლავ ლემი: სოლარისი
7. ფილიპ პულმანი: ჩრდილოეთის ციალი
8. ფილიპ პულმანი: უჩვეულო დანა


 

ყველაზე წიგნიერი გუნდი (2019)




🔃ყველაზე წიგნიერი გუნდი
კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის
შექმენი 5-წევრიანი გუნდი, დაარქვი ორიგინალური სახელი და მიიღე მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც შედგება სამი ტურისგან.
🎁 გამარჯვებული გუნდის ყოველ წევრს საჩუქრად გადაეცემა სასაჩუქრე კომპლექტი: ნაჭრის ჩანთა, წიგნი „ხელოვნება: მოსწავლის ენციკლოპედია“ და წიგნების 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
პირველი ტური გაიმართება 2019 წლის იანვარში.
მეორე ტური გაიმართება 2019 წლის მაისში.
მესამე ტური გაიმართება 2019 წლის ივნისში.
გუნდების რეგისტრაციისთვის 21 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე tatia@sulakauri.ge მოგვწერე შემდეგი ინფორმაცია: გუნდის წევრების სახელები და
გვარები, ტელეფონის ნომრები, გუნდის სახელი, სკოლა, კლასი.
📚წასაკითხი წიგნების სია
1-ლი ტური
1. ფილიპ პულმანი: ჩრდილოეთის ციალი
2. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: პატარა პრინცი
3. სტანისლავ ლემი: სოლარისი
4. ჰარპერ ლი: ნუ მოკლავ ჯაფარას
5. სკოტ ვესტერფილდი: მახინჯები
6. ჯენიფერ ნივენი: სამყარო შენს მხრებზე
7. მარკ ჰედონი: რა შეემთხვა ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
8. ჯერომ კ. ჯერომი: სამნი ნავში, ძაღლს თუ არ ჩავთვლით
მე-2 ტური
1. ფილიპ პულმანი: უჩვეულო დანა
2. მიხეილ ჯავახიშვილი: კურკას ქორწილი
3. კერენ მაკმანუსი: ერთი ჩვენგანი ცრუობს
4. ნანა ექვთიმიშვილი: მსხლების მინდორი
5. ჰარპერ ლი: მიდი, დააყენე დარაჯი
6. ნილ გეიმანი: კორალაინი
7. ჯენიფერ ნივენი: ყველა ნათელი ადგილი
8. იუსტაინ გორდერი: სოფის სამყარო

კონკურსი დახატე წიგნის პერსონაჟი (2019)




🖌დახატე წიგნის პერსონაჟი
კონკურსი I-III კლასის მოსწავლეებისათვის
გადმოიტანე შენი წარმოსახვა ფურცელზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან დახატე შენი რჩეული პერსონაჟი და მიიღე სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად.
I ადგილი: 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
II ადგილი: 70-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
III ადგილი: 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
📚 წიგნების სია:
1. დონალდ ბისეტი: ძია ტიკ-ტაკის თავგადასავალი
2. თურბიორნ ეგნერი: ილის ქალაქი
3. თამრი ფხაკაძე: გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია
4. ასტრიდ ლინდგრენი: მადიკენი
5. ირმა მალაციძე: სატკბილეთის ქვეყანა
6. ტუვე იანსონი: კომეტა მუმინების ხეობაში
#ყველაზეწიგნიერი

შექმენი ახალი კომიქსი 2019



ფესიბუკ გვერდი ყველაზე წიგნიერი აცხადებს კომიქსების კონკურსს  

🗯შექმენი ახალი კომიქსი
კონკურსი IV- VI კლასების მოსწავლეებისათვის
ქართველი ავტორის, გია ლაფაურის კომიქსებიდან შეარჩიე
ერთ-ერთი, პერსონაჟებისთვის მოიფიქრე ახალი ისტორია, დახატე რამდენიმე ილუსტრაცია და შექმენი ახალი კომიქსი.
ნამუშევრები 25 აპრილის ჩათვლით, მოგვიტანეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში (დ. აღმასენებლის 150).
კომიქსებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და ტელეფონის ნომერი.
🎁I ადგილი: 100-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი
II ადგილი: 70-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი
III ადგილი: 50-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ბარათი
კომიქსები
1. ბოცო და გვანცა
2. ბოლოკა და ყვანჩალა


დეეტალურად ნახეთ ზევით მითიტებულ ბმულზე

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით