-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

კომპიუტერულ ტექნოლოგიები 2024წ. ზამთარი


განახლება 1. ეს პოსტი bit.ly/regcs50g
განახლება 2. ახალ ჯგუფში შეხვედრები დაიწყება 02  თებერვალს 19:00 საათზე

სალამი ძვირფასებო. ამჯერად ჩემი დიდი ხნის საოცნებო 

მნიშვნელოვანი შენიშვნა: twiton.ge ახლა არ გაიაროთ რეგისტრაცია

მინდა შემოგთავაზოთ. თანაც ერთდროულად რამდენიმე კურსზე. მოდი ჯერ სათაურებს გაეცანით: 

  • კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)
  • შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)
  • მაინკრაფტი (პითონის კლასი)კიდევ:

  • კვანტური კომპიუტერის პროგრამირება (ამერიკულ უნიში აკრედიტებული სერტიფიკატი)

ახლა ტრენინგ მოდულებს გაგაცნობთ  ცალ-ცალკე

  :: შესავალი ტექნოლოგიებში (ქართ) (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

ეს კურსი შექმნილია იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ტექნოლოგიასთან, მაგრამ არ ესმით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი „კაპოტის“ ქვეშ ან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემები, როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, ეს კურსი ავსებს ხარვეზებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოიყენონ და მოაგვარონ პრობლემები უფრო ეფექტურად.  ამ კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია და ტექნოლოგია მართლაც გაგაოცებთ. ყველაზე მეტ რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს..

რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • ტექნიკას, 
  • ინტერნეტს, 
  • მულტიმედიას, 
  • კიბერუსაფრთხოებას, 
  • პროგრამირებას და 
  • ვებ დეველოპმენტს 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მოწყობილობების ამოცნობა და დანიშნულების გააზრება
  • ინტერნეტის მუშაობის დიზაინის ცოდნა 
  • ფაილების ფორმატის შერჩევა და იდენტიფიცირება
  • პროგრამირების ენების დანიშნულება და გამოყენების სფეროების შერჩევა
  • მარტივი ვებ გვერდის შედგენა და სერფინგი
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: IV-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი




მაგალითი


  :: შესავალი კომპიუტერული მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

(თუ გამოცდილება არ გაქვთ, სასურველია დასაწყისისთვის აირჩიოთ სკრეჩის კურსი და შემდეგ გადახვიდეთ ამ კურსზე)
  
მოგესალმებით ინტელექტუალურ მეწარმეობაში კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების ხელოვნებაში კურსზე. ეს კურსი ასწავლის სტუდენტებს როგორ იფიქრონ ალგორითმულად და გადაჭრას პრობლემები ეფექტურად. თემები მოიცავს აბსტრაქციას, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, ინკაფსულაციას, რესურსების მართვას, უსაფრთხოებას, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას და ვებ პროგრამირებას. ენები მოიცავს C, Python და SQL პლუს HTML, CSS და JavaScript. კურსი მთავრდება ფინალური პროექტით. არ მოითხოვება წინასწარი გამოცდილება. CS50 სტუდენტების ორ მესამედს ადრე არასდროს გაუვლია პროგრამირების რაიმე კურსი.


კურსში განხილული თემები:
Week 0 Scratch
Week 1 C
Week 2 Arrays
Week 3 Algorithms
Week 4 Memory
Week 5 Data Structures
Week 6 Python
Week 7 SQL
Week 8 HTML, CSS, JavaScript
Week 9 Flask
Week 10 Emoji


შეხვედრების რაოდენობა: 22 (კვირაში 3 დღე)
შეხვედრების ხანგრძლივობა 150 წუთი
დავალებების რაოდენობა 11
მონაწილეთა ასაკი: VIII-XI კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

სერტიფიკატი განთავსებულია ჰარვარდის საიტზე. ნიმუში:



ნახეთ წლევანდელი კურსის დასაწყისი და ისიამოვნეთ. თუ ამ შეხვედრის 70% გაიგეთ, აუცილებლად აირჩიეთ ეს კურსი :)

 
  :: შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (ქართ) (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

პროგრამირების შესავალი Scratch-ის გამოყენებით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს შეუძლიათ დაწერონ კოდი ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს, რომლებსაც არ აქვთ პროგრამირების გამოცდილება, შექმნან საკუთარი ანიმაციები, თამაშები, ინტერაქტიული ნახატები და ამბები. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის.
რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • სპრაიტი, 
  • ფუნქციები, 
  • მოვლენები, 
  • მდგომარეობა, 
  • ციკლები
  • ცვლადები
  • აბსტრაქცია
  • პროექტი 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მარტივი ანიმაციების შექმნა
  • თამაშების შექმნა
  • ინტერაქტიური ნახატების დამზადება
  • ციფრული ამბის თხრობა
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 30 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: VI-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

ლექციის ნიმუში



წასაკითხი მასალის ნიმუში
ლექცია 1 სპრაიტი (ვიდეო ქართულად)

კურსს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. კურიკულუმი (მასწავლებლისთვის),  სტანდარტი. მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფომაზე შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...

  :: შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)

ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგება. I ნაწილი ეხება პროგრამირების კურსის შესავალს სტენფორდის რობოტ კარელის დაპროგრამებით, ხოლო მეორე ნაწილში შევეხებით პროგრამირების ენას პითონი. კურსის ბოლოს მონაწილეები შექმნიან თამაშს.

ამ გიფზე ჩანს რამდენად ადვილია ქართულ კარელში მუშაობა  (გაადიდეთ სურათი და დააკვირდით, ვიდეოსავითაა) 


შეხვედრების რაოდენობა: 14
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 14
მონაწილეთა ასაკი: V-IX კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი



:: როგორ მუშაობს ინტერნეტი (ქართ. code.org კურსი)

ინტერნეტის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ ინტერნეტის მამად აღიარებული ვინტ სერფის მოგიყვებათ. ის ბობ კჰანთან ერთად TCP/IP პროტოკოლის თანაავტორია. კიდევ კაი კაი ამბებში გამოიჩინა თავი. სხვა ქართული სასკოლო კურსებისგან აქ ყველაზე ნაკლებადაა საუბარი ინტერნეტის ისტორიაზე და სხვა არამნიშვნელოვან თემებზე. კი არა, ზუსტად იმაზეა საუბარი რაზეც უნდა იყოს საუბარი თემაში როგორ მუშაობს ინტერნეტი.

ნახეთ ნიმუში


რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • როგორ მუშაობს ინტერნეტი?
  • ქსელის აწყობა (სიმულატორი)
  • ინტერნეტ დამისამართება (TCP/IP)
  • როუტერი და საიმედოობა
  • პაკეტები
  • HTTP და DNS
  • ფინალური პროექტი 

შეხვედრების რაოდენობა: 7
შეხვედრების ხანგრძლივობა 5-10 წუთი
დავალებების რაოდენობა 7
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი


  :: მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)

კურსი ეხება მაინკრაფტში ხელოვნური ინტელექტის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

შეხვედრების რაოდენობა: 4
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 4
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

  :: მაინკრაფტი (პითონის კლასი)
კურსი ეხება მაინკრაფტში პითონის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

შეხვედრების რაოდენობა: 10
შეხვედრების ხანგრძლივობა 20 წუთი
დავალებების რაოდენობა 11
მონაწილეთა ასაკი: V-X კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

ნახეთ ვიდეო


:: ვებდეველოპმენტი (code.org)
ამ განყოფილებაში მოსწავლეები  შეისწავლით თუ როგორ შექმნან და გააზიარონ ტექსტი ვებ გვერდებზე. როცა გადაწყვიტენ, რა შინაარსის გაზიარება სურთ მსოფლიოსთან, შეისწავლიან თუ როგორ მოაწყონ თავიანთი ვებ გვერდები HTML და CSS გამოყენებით. მოსწავლეები ასევე გამოიყენებენ პროგრამირების ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა დებაგირება, რესურსების ერთობლივი გამოყენება და გუნდური მუშაობა.

თავი 1: ვებ გვერდის შექმნა
  1: ვებ გვერდების შესწავლა
  2: შესავალი HTML-ში
  3: სათაურები
  4: მინი-პროექტი: HTML ვებ გვერდი
  5: ციფრული კვალი
  6: ტექსტის გასტილვა CSS-ით
  7: მინი-პროექტი: შენი პერსონალური სტილი
  8: ინტელექტუალური საკუთრება
  9: სურათების გამოყენება
  10: ვებსაიტები თვითგამოხატვისთვის
  11: CSS-ით ელემენტების გასტილვა
  12: თქვენი ვებ გვერდი - მომზადება
  13: პროექტი - პერსონალური ვებ გვერდი

თავი 2: ვებსაიტის შექმნა
  14: სხვადასხვა მიზნების ვებსაიტები
  15: გუნდური პრობლემის გადაჭრა
  16: წყაროები და კვლევა
  17: CSS კლასები
  18: მრავალგვერდიანი საიტის დაგეგმვა
  19: გვერდების დაკავშირება
  20: პროექტი - მიზნობრივი საიტები
  21: საექსპერტო შეფასება და საბოლოო შტრიხები
პოსტპროექტის ტესტი

  :: CISCO კურსები
 
კურსები:
კიბერუსაფრთხოება. 160 სთ, 
ქსელის საწყისები. 25 სთ
ქსელური მოწყობილობების ინიციალიზაცია 25სთ
ქსელის უსაფრთხოება. 40 სთ.
ქსელის დამისამართება. 18 სთ
შესავალი ქსელებში. 70. სთ
ქსელები. 68 სთ
პითონი, 1, 2,3 (210 სთ)



  :: საჭორაო შეხვედრები

კვირაში ერთი დღე გვაქვს ე.წ. საჭორაო შეხვედრა, სადაც 30 წუთის განმავლობაში ვსაუბრობთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებზე,  მაგალითად, როგორ მუშაობს ინტერნეტი, ბრაუზერების ომი, ტექნოლოგიებზე ფილმის ერთობლივად ნახვა, საუბრები სხვადასხვა პროგრამებზე, საიტებზე, სერვისებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. 

თემების შერჩევა ხდება კენჭისყრის (გამოკითხვის შედეგად)   


  :: შეჯამება

კურსები აგებულია  k12cs.org  სტანდარტის შესაბამისად

რეგისტრაციამდე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ: 

თქვენ გაქვთ GitHub ანგარიში. თუ არ გაქვთ, რეგისტრაციის ვიდეო 

მოსწავლეებისთვის ეს კურსები უფასოა, 

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ვებ გვერდზე თვითონ.გე რომელიც მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.

კურსები აგებულია  k12cs.org  სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერსოა და პირობებიც მისაღებია, დარეგისტრირდით. იჩქარეთ, ადგილები წელს შეზღუდულია 

მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა საჩუქრები და სიურპრიზები კურსის განმავლობაში. 

სწავლა დაიწყება 2023 წლის 25 ოქტომბერს

  შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 144 785  

(P.S. რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ შესაბამისი ბმულები გარანტირებულად მოგივათ და ღონისიებებში მიიღებთ მონაწილეობას. ორგანიზატორი უფლებას იტოვებს ახსნა-განმარტების გარეშე უარი განუცხადოს ნებისმიერ დარეგისტრირებულ ბენეფიციარს ღონისძიებებში მონაწილეობაზე)


რეგისტრაციის შემოკლებული ბმული (თქვენი მეგობრებისთვის გასაზიარებლად): bit.ly/geocs50




ტრენინგი: შესავალი პითონით პროგრამირებაში 2024 სეზონი (მასწავლებელებისთვის)

 


თქვენ რეგისტრირდებით ინოვაციური განათლების ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზიებულ ტრენინგზე შესავალი პროგრამირებაში პითონით. (კარელი) მასწავლებლებისთვის, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსიდან ადაპირებულია ქართულ ენაზე.

   
ტრენინგ მოდულები:

I მოდული: კარელი 
II მოდული: პითონი

განხილული თემები:
1. ფუნქციები ცვლადები
2. if-else 
3. დეკომპოზიცია
4. for ციკლი
5. while ციკლი
6. ბიბლიოთეკა
7.  გრაფიკა
8. ანიმაცია
9. ფინალური პროექტი

და სხვა..

ჯერჯერობით ეს კურსი ერთადერთი ქართულენოვანი კურსია, რომელიც პედაგოგებს სთავაზობს სრულ პაკეტს პითონით სწავლებისთვის. ანუ, კურსი მოიცავს: 
  • პროგრამირების სწავლების მეთოდოლოგიას
  • სასწავლო ვორკშოპს
  • სასწავლო რესურსებს როგორც მასწავლებელებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის
ყველა მოდულს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, წასაკითხი მასალა, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. სტანდარტი. შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის.....

კურსების დამთავრების შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების საფუძველზე გაიცემა ჰარვარდის  უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული სერტიფიკატი.  
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ ვებ გვერდზე.

ამ გიფზე ჩანს თუ როგორ მუშაობს საიტზე არსებული პროგრამა



კურსები აგებულია IEEE CS სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თქვენ აგრეთვე თქვენი მეგობრისთვის მიიღებთ 10% იან ფასდაკლებას, ხოლო ამ ფასდაკლების კუპონით დარეგისტრირებულ ყველა პედაგოგზე კიდევ მიიღებთ 5% იან ფასდაკლებას. ფასდაკლების კუპონის მისაღებად ისტის მასწავლებლების ან დათო მალანიას ტრენინგების ფეისბუკ ჯგუფში ამ ტრენინგის ბანერის ქვეშ  დაკომენტარეთ რომ ყოფილმა მონაწილეებმა პირადში გამოგიგზავნონ  კოდი.
 
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 144 785  

რეგისტრაციი შემოკლებული ბმული (თქვენი მეგობრებისთვის გასაზიარებლად): bit.ly/regpy2024

ტრენინგი დაიწყება 2024 წლის თებერვალში
შეხვედრების რაოდენობა: 10
დავალებების რაოდენობა: 10
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი    


ვაკანსია: რეგიონალური წარმომადგენლები



თუ გინდა:
  • ძალიან სასიამოვნო საქმის თანამონაწილე იყო,
  • სკოლებში ინოვაციური საგნმანათლებლო პროექტების დანერგვაში მიიღო მონაწილეობა, 
  • გქონდეს შენს ინტერესებზე მორგებული სამუშაო,

მაშინ შემოგვიერთდი ინოვაციური განათლების ასოციაციაციის გუნდში რეგიონალური წარმომადგენელის ვაკანსიაზე (1 წარმომადგენელი 1 რეგიონში). უპირატესობა მიენიჭება ისტის მასწავლებელს, დირექტორს ან რესურცენტრის თანამშრომელს. კანდიდატი უნდა იცნობდეს არჩეული რეგიონის (და არა რაიონის) სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს.

გაიარეთ რეგისტრაცია


წარმომადგენლების შერჩევა 2 ეტაპად მოხდება.

  • აპლიკაციების გარადჩევა,
  • გასაუბრება
  • სრულად ანაზღაურებადი სტაჟირება 2 თვე
  • ხელშეკრულება  

ძირითად მოვალეობა: ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება , (წერილის და/ან  SMS შეტყობინებბის გაგზავნა რეგიონის პედაგოგებისთვის)

ანაზღაურება გამომუშავება + ბონუსები  

სამუშაო არის ონლაინ,

საინფორმაცია შეხვედრა 29 ნოემბერს 19:00 საათზე
რეგისტრაცია მთავრდება 17 დეკემებერს
 
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 597918385 




ალბათ გეცნობათ ეს ინსტრუმენტი ─ თურმე Clapperboard ქვია და ფილმის ეპიზოდების მონტაჟის ადგილის მისათითებლად გამოიყენება. აი ერთი პოსტი ქუორაზეა  და კიდევ მეორე ჩემთვის უცნობ studiobinder.com-ზე. თუ იკითხავთ, რა კავშირშია ეს ინსტრუმენტი დათოს ბლოგთან, გეტყვით, რომ დღეიდან ყოველ კვირა დღეს 17:00 საათზე თვითონის იუთუბ არხზე მოვაწყობთ კინოჩვენებას. შეგვიძლია ერთად ვუყუროთ  რაიმე ფილმს რომელიც დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან. ფილმების უმეტესობა ინგლისურ ენაზე.  ამ პოსტში კი შემოგთავაზებთ ფილმების აფიშას. შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ რა თემებზე გსურთ ფილმების ნახვა, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, რა მოგეწონათ, რა კითხვები გაგიჩნდათ, ან უბრალოდ, რისი თქმა გსურთ მეგობრებისთვის.

დღეს კი გთავაზობთ Download: The True Story of the Internet (IMDb) ფილმს, რომელიც არის დოკუმენტური ტელესერიალი ინტერნეტის ისტორიის შესახებ. ეს ფილმი ამერიკაში სამეცნიერო არხზე (Science Channel) გადიოდა, ხოლო სხვა ქვეყნებში დისქავერზე.  

კონკრეტულად ეს ფილმი 4 სერიისგან შედგება:
1: ბრაუზერის ომები – Netscape-ის აღზევება და დაცემა და მისი ბრძოლა Microsoft-ის წინააღმდეგ 
2: ძიება – Google-ისა და Yahoo-ს აღზევება 
3: ბუშტი – 2000 წლის dot.com-ის კრახი და ინტერნეტის საფუძვლები: Amazon.com და eBay 4: ხალხის ძალა – Peer to Peer ტექნოლოგია, ვებ 2.0 და სოციალური ქსელი

ჩვენც ამ თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ ამ სერიებს 12 ნომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. შეხვედრების შემდეგ საშუალება გექნებათ ჩაერთოთ დისკუსიაში, დასვათ კითხვები ან უბრალოდ გამოთქვათ საკუთარი აზრი.

ამ შეხვედრების მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მეტი კომპეტენტური ინფორმაცია მივაწოდოთ ტექნოლოგიების შესახებ. ამას გარდა ცოცხალი კომუნიკაციის მეტი საშუალება გვქონდეს ერთმანეთთან 


კომენტარებში მოგვწერეთ, მომავალში რა ფილმის ნახვას ისურვებდით.

და ამით არ მთავრდება სიურპრიზი, პოსტის დასაწყისში ნახსენები იყო Quora. ზოგადად ინტერნეტში არსებობს უამრავი საიტი, რომლის შესახებაც ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა ახალგაზრდამ აუცილებლად უნდა იცოდეს მეტი. ხოდა ამ პოსტში თავს მოვუყრით ასეთ საიტებს.....

გაგვიზიარეთ, თქვენ რომელ ტექნოლოგიურ საიტს იცნობთ და თვლით, რომ ამ საიტის შესახებ ინფორმაცია სასარგებლო იქნება სხვებისთვის. 

რომელი საიტის შესახებ გინდათ მეტი ინფორმაციის მიღება?....    


























2024 წლის ისტ გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობები

 


დათოს ბლოგზე 2024 წლის ისტ ზაფხულის გამოცდის ონლაინ ტრენინგებზე 
რეგისტრაციები დაიწყო.  შეგახსენებთ რომ ეს ერთადერთი ბლოგია, სადაც რეგულარულად, წელს უკვე მე-12 ტარდება ონლაინ ტრენინგები ყოველგვარი შეფერხების გარეშე. რეგისტრაციები შეგიძლიათ ახლა გაიაროთ, ხოლო თვის ბოლომდე გადაიხადოთ პაკეტის ღირებულების ნახევარი. დანარჩენს დაფარავთ აპრილამდე

ტრენინგებს დათო მალანია წარუძღვება

გაეცანით ვიდეოს 

ტრენინგის პირობები    bit.ly/ict24rg (თქვენ ახლა ამ გვერდზე იმყოფებით)



აირჩიეთ საუკეთესო და დარეგისტრირდით ტრენინგზე

მომსახურება დაყოფილია 3 პაკეტად:

:: სკრეჩის პაკეტი 
(10 შეხვედრა 50 წუთის ხანგრძლივობით). შეხვედრები მოიცავს გამოცდის პირობებთან ადაპტირებულ თეორიულ  ტესტებს (თემების მიხედვით დალაგებული ტესტი) და მათი სწორი პასუხების განხილვას. შესასრულებელი გექნებათ პრაქტიკული დავალებები (9 დავალება). თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი. გამოცდის შემდეგ გავარჩევთ გამოცდაზე მოსულ ტესტურ დავალებებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. 
+ 10% იანი ფასდაკლების კუპონი სხვა მსმენელისთვის
დავალებების შესრულების შემთხვევაში მიიღებთ ჰარვარდის სერტიფიკატს

პაკეტის ღირებულება შეადგენს 149₾  (250 ლარის ნაცვლად).

::წითელი პაკეტი 
(30 შეხვედრა 90 წუთის ხანგრძლივობით). შეხვედრები მოიცავს გამოცდის პირობებთან ადაპტირებულ თეორიულ  ტესტებს (10 თემების მიხედვით დალაგებული ტესტი) და მათი სწორი პასუხების განხილვას. შესასრულებელი გექნებათ პრაქტიკული დავალებები  ვორდში (9 დავალება) ექსელში (9 დავალება) საპრეზენტაციო პროგრამაში (9 დავალება.). ანუ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი.  გამოცდის შემდეგ გავარჩევთ გამოცდაზე მოსულ ტესტურ დავალებებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. 
+ 10% იანი ფასდაკლების კუპონი სხვა მსმენელისთვის

პაკეტის ღირებულება შეადგენს 599₾  (799 ლარის ნაცვლად).

::ლურჯი პაკეტი 
მოიცავს წითელ პაკეტში შემავალ ყველა სერვისს, თქვენს მიერ ატვირთული 6 პრაქტიკული დავალება შეფასდება და მიიღებთ უკუკავშირს, (მხოლოდ ჩვენთან) ამას გარდა წვდომა გექნებათ კონსულტაციის ჩანაწერებთან ჩამოტვირთვის რეჟიმში. (დაიდება მოგვიანებით). წელს სიურპრიზი გვაქვს კურსის ბოლოს შეძლებთ ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატის აღებას. გაივლით მაინკრაფტის და სკრეტჩის  სრულ კურსს. გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თქვენს ნამუშევრებს მე გავასწორებ და მოგცემთ ინდივიდუალურ რჩევებს.
+ 2024 წლის ტრენიგები უფასოდ :)
+ 10% იანი ფასდაკლების კუპონი სხვა მსმენელისთვის

პაკეტის ღირებულება შეადგენს  699₾  (899 ლარის ნაცვლად).

ორივე პაკეტის შინაარს ერთიდაიგივეა. განხვავებულია სერვისები. 

შემოსული თანხიდან 1 000₾  ჩაირიცხება 🇬🇪 🇺🇦 უკრაინის დასახმარებლად

ფასები ყოველ თვე მნიშვნელოვნად ძვირდება. გაძვირება რომ არ შეგეხოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა უპროცენტო განვადებით. გადაიხადეთ 300 ლარი ხოლო დარჩენილი ნაწილი გადაიხადეთ აპრილამდე. 

არასათანადო მომსახურების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში თანხის უკან დაბრუნების მექანიზმი

ასევ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა პაკეტზე

გაითვალისწინეთ, ახლა ფასის მხრივ ეს არის წლის საუკეთესო შემოთავაზება, თქვენ აგრეთვე თქვენი მეგობრისთვის მიიღებთ 10% იან ფასდაკლებას, ხოლო ამ ფასდაკლების კუპონით დარეგისტრირებულ ყველა პედაგოგზე კიდევ მიიღებთ 5% იან ფასდაკლებას. ფასდაკლების კუპონის მისაღებად ისტის ან მოტივირებულ პედაგოგთა ფეისბუკ ჯგუფში ამ ტრენინგის ბანერის ქვეშ  დაკომენტარეთ რომ ყოფილმა მონაწილეებმა პირადში გამოგიგზავნონ  კოდი.

ონლაინ ტრენინგის 5 უპირატესობა:
  1. მოსმენა (ჩართვა) შეგიძლიათ ნებისმიერ დროს (პირისპირ ტრენინგს უნდა დაესწროთ კონკრეტულ დროს)
  2. ჩართვა შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან სახლი, მოგზაურობა, სამსახური, პარკი. (პირისპირ ტრენინგზე უნდა იყოთ კონკრეტულ აუდიტორიაში)
  3. შეგიძლიათ მასალა მოისმინოთ მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელიმე კონკრეტული თემა, იმდენჯერ რამდენჯერაც მოგესურვებათ (პირისპირ ტრენინგს ერთხელ გადიხართ)
  4. არ გეხარჯებათ დრო და თანხები გადადგილებაზე (პირისპირ ტრენინგზე მგზავრობაში დროც გეხარჯებათ და თანხაც)
  5. პირველი ოთხი პირობა განა საკმარისი არ არის? 

ბლოგზე და ონლინ ვებინარზე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომენტარის ფუნქცია, ასევე შესაძლებელია თქვენი ეკრანი გაუზიაროთ თანამონაწილეებს, დასვათ შეკითხვა აუდიო, ან ვიდეოფორმატში (Google Meet ფუნქცია)

გთხოვთ გაითვალისწინოთ: კონსულტაციებზე მოწოდებული მასალა დაცულია © საავტორო უფლებით. მესამე პირებზე მათი გადაცემა დაუშვებელია.

შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით

საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი:   GE38BG0000000161951229
მიმღები: გერმანე მალანია
 აირჩიეთ „დათოს ანგარიში“

ან პირადი ნომრით 48001003502 (დააკვირდით უნდა ეწეროს გერმანე მ.)

თანხის ჩარიცხვის შემდეგ დღის განმავლობაში თუ არ მოგივიდათ სმს შეტყობინება, აუცილებლად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ან აქ დააკომენტარეთ

კონსულტაციები დახურული იქნება და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. აუცილებელია გქონდეთ GMAIL ანგარიში (ფოსტა)


მონაწილეთა უკუკავშირის კვლევის შედეგად დადგენილია, რომ გასული წლის კონსულტაციების შედეგად თეორიული ბარიერი გადალახა მსმენელთა 75%,  ხოლო პრაქტიკული ნაწილი 68% მა. ყველა მსმენელს, რომელსაც აპელაციაზე გაეწია რეკომენდაცია, ქულები მოემატა. პრაქტიკულად ჩემი ძალდატანებით შეტანილ აპელაციაზე ძალიან კონკრტულად 8 მსმენელმა გამოცდა ჩააბარა  :)

წელს მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეაფასონ როგორც საკუთარი უნარები, ასევე მიიღონ უკუკავშირი მონაწილეებისგან როგორც კონსულტაციის მიმდინარეობისას, ასევე შესრულებულ დავალებებზე. კონსულტაციის მიმდინარეობისას საშუალება გექნებათ დასვათ კითხვები და გააკეთოთ კომენტარები. ტრენინგები ჩატარდება Google Meet (an Zoom) გარემოში რაც უზრუნველყოფს ორმხრივ უკუკავშირს. ასევე გათვალისწინებულია ტექნიკური ასისტენტის გამოყენება როგორც ტრენინგზე, ასევე ონლაინ კონსულტაციებზე. 


წელს უკვე მეექვსედ გამოვიყენებთ ექსკლუზიურ ონლაინ სასწავლო ტესტებს, ასევე სიმულაციური ვიდეოებს.  სხვაგან მსგავსი რამ არ არის. 


გათვალისწინებულია გამოცდის შემდგომი კონსულტაციები აპელაციის შემთხვევაში. 


პ.ს. ონლაინ კონსულტაციის ფორმატი გულისხმობს, რომ თქვენ ტრენინგის ინტერნეტში დაწყების  დროს უნდა გქონდეთ ინეტერნეტში ჩართული კომპიუტერი, რომელსაც იუთუბის არხიდან შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს შეუფერხებელი ჩვენება. (ასევე საშუალება გექნებათ თქვენთვის სასურველ ნახოთ ჩანაწერი). 


თქვენ გეძლევათ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების ანალოგიური ადაპირებული სასწავლო ონლაინ ტესტები. თემების მიხედვით დალაგებული სულ ასეთი 10 ტესტია (600მდე კითხვით). ტესტის გავლისთანავე თქვენ ხედავთ თქვენს ქულას და სწორი პასუხების განმარტებას. შესასრულებლად გიგზავნით 20 პრაქტიკულ დავალებას, მათი სწორად შესრულება ასევე განხილული იქნება ვებინარზე.  


მეორე მხრივ სანამ რეგისტრაციას გადაწყვეტდეთ, ნახეთ 2023 წლის თეორიის და პრაქტიკის ბილეთები და მოსინჯეთ თქვენი ძალები 

სასურველია გქონდეთ Microsoft Windows 10 და Office 2019 (ან 2016) -ის ინგლისურენოვანი ვერსიები.

დათოს უყვარს სიურპრიზები და გპირდებით, არ მოიწყენთ  :)




ვებ გვერდის შექმნა რესურსები მასწავლებლებისთვის



შემოდგომა დადგაო, ხელში წყალი ჩადგაო...

ვგონებ კვლავ ალბათ რაცხა ავურიე. ამჯერად ვებ გვერდის შესაქმენალად Front-end სასწავლო რესურსებს გთავაზობთ პედაგოგებს. ისტის მასწავლებლებს ხშირად ეჭვი ეპარებათ, რომ ამა თუ იმ კურსს ვერ ასწავლიან და ხშირად ითხოვენ ჯერ მოდი მე ვისწავლი კარგად და ბავშვებს მერე ვასწავლიო. ჩვენ ვცდილობთ ეს მიდგომა შევცალოთ. ჩვენს კურსებთან ერთად შეგიძლიათ მეტად თავჯარებული იყოთ და თქვენს მოსწავლეებს თამამად შესთავაზოთ ჩვენი კურსები. მაშ ასე:   

ეს კურსი 4 მოდულისგან შედგება:

📌 HTML

📌 CSS

📌 JavaScript, Python, PHP

📌 UX/UI 

კურსზე განხილულია ვებ გვერდის აწყობის ელემენტარული პრინციპები, რაც საკმარისია მარტივი დინამიური ვებ გვერდის შესაქმელად. 

კურსის შეთავაზება შესაძლებელია V-VIII კლასის მოსწავლეებისთვის. 

კურსს მოყვება: 

 დავალებები, 

 ლექციაზე გამოყენებული კოდები, 

 კონსპექტი, 

 უკუკავშირის საშუალება, 

 ქვიზები, 

 შეფასების სისტემა, 

 ვორკშოპი მასწავლებლებისთვის (როგორ და რატომ ვასწავლოთ კურსი). 

 კურიკულუმი (მასწავლებლისთვის), 

 სტანდარტი.

მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფომაზე (twiton.ge) შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...

ყველა მოდულის გამოყენება შესაძლებელია საკლასო გარემოში როგორც სასწავლო რესურსი (წიგნის მაგივრად), ასევე მხოლოდ ამ კურსებზე გესაუბრებით ტექნოლოგიებს სწავლების მეთოდოლოგიაზე – PBL (პროექტებით სწავლება). ანუ აგიხსნით როგორ და რატომ უნდა ასწავლოთ კონკრეტული კურსი. 

ფინალური პროექტის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. 

კურსზე გამოყენებული ყველა რესურსი ლიცენზირებულია

ბონუსი: როგორ ფიქრობთ, თუ საკლასო ოთახში ბაყაყი გეწვევათ, კასკადურ სტილების სწავლებაში დაგეხმარებათ, თუ ხელს შეგიშლით? ჩვენი რჩევაა FLEXBOX FROGGY შესთავაზოთ თქვენს მოსწავლეებს.   

კურსის ფარგლებში შექმნილი იქსების და ნულების თამაში (Tic toc toe) რომელიც მოსწავლეებმა გაგვიზიარეს. 




















იძებნება: იუთუბ არხის რედაქტორი


რეგისტრაცია

შემოდგომაც დადგა, და სამუშაო რეჟიმზე დაბრუნება გვიწევს. მეორე მხრივ მოხდა ისე, რომ კიდევ ერთი ახალი აქტივობის დაფინანსების საშუალება გამოჩნდა. ამიტომაც ვეძებთ სმარტ მოსწავლეებს იუთუბ არხის კონტენტის შესაქმნელად. რატომაც არა?

ე.ი. ვეძებთ მოსწავლებს, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში მე-7 კლასში იქნებიან. (სკოლამ უნდა დაადასტუროს). ამ ეტაპზე შევარჩევთ 5 მოსწავლეს, რომლებიც შექმნიან სასწავლო ხასიათის კონტენტს ტექნოლოგიებში. ნახეთ მაგალითები:

პროგრამირების შესწავლა

სკრეჩის მეორე გაკვეთილი

cs50 მიმოხილვა

რეგისტრაციები 15 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს სექტემბერში დავიწყებთ.

კონტენტი შეეხება:

  • არუინიოს ბორდს;
  • სკრეჩს
  • მაინკრაფტს
  • პითონით პროგრამირებას
  • ალგორითმებს
  • პროგრამირების თულებს

აუცილებელი პირობაა:

1) სექტემბერში მაქსიმუმ მეშვიდე კლასში უნდა სწავლობდეს.

2) ინგლისური ელემენტარული სასაუბრო დონეზე იცოდეს

3) მომავალი პროფესია უნდა იყოს პროგრამისტი

4) ჰქონდეს კომპიუტერი


სასურველია:

5) არდუიონიო, სკრეჩი და მაინკრაფტის ელემენტარული ცოდნა.

6) ყავდეს მეგობრები, რომლებიც პროგრამირებით არიან დაინტერესებული

უპირატესობა მიენიჭება მოსწავლეებს ან მასწავლებელს, რომელიც არის ჩვენი რომელიმე პროგრამის მონაწილე.

ვთავაზობთ რამდენიმეწლიან თანამშრომლობას, რომელიც ანაზღაურდება...

არ დაგავიწყდეთ 

რეგისტრაცია

გთხოვთ 🙏 გაზიარება 🔗, დაკომენტარება 💬, მოწონება 👍... (ეს ყველაფერი ასე მარტივია)







რეგისტრაცია კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსზე 2023-24 წელი

 


2023-24 წლის კურსზე მიღება დამთავრებულია, 
თუ ახლა დარეგისტრირდებით, 
მომავალ წელს შეგეხმიანებით

(გთხოვთ პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ და დააკმაყოფილეთ აპლიკაციის ყველა მოთხოვნა. ადგილები შეზღუდული არაა, მაგრამ არასწორად შევსებული აპლიკაციის გამო, შესაძლებელია ვერ მოხვდეთ კურსზე

Update: სილაბუსი

  • თუ შეიძლება ინგლისურად შეავსეთ ფორმა
  • (ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს. დდდდდდდ ებით შევსებით ვერავის გააკვირვებთ, პასუხადაც დდდდდდ მოგივათ)
  • რუსული მეილით ნუ დარეგისტრირდებით, არავინ ჩაასწორებს და რუსულ მეილზე პასუხს არ აგიგზავნიან. არც სკოლის მეილით. ღმერთმა დალოცოს gmail... 
  •  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ შეხვედრის ორგანიზება 

ამ პოსტით მინდა გაცნობოთ 2023-24 სასწავლო წლისთვის კვანტური კომპიუტერის პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის საწყის კურსზე რეგისტაცია

კურსზე მიიღებიან ის მოსწავლეები, ვინც 2023 წლის სექტემბერში იქნება მე-8, მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე, რაც უნდა დაადასტუროს სკოლამ.   

ვინც არ იცის რატომ არის ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლი, კვლავ ვიტყვი, განა დამეზარება:  

(ვფიქრობ, ეს კურსი პროგრამირებით დაინტერესებულებისთვის არაა საუკეთესო პირველი შეთავაზება და სასურველია მონაწილეებს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს პროგრამირებაზე ან კომპიუტერულ მეცნიერებზე. თუმცა პითონის (პროგრამირების ენის) ცოდნა სულაც არაა აუცილებელი.) ასეთ მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ რეგისტრაცია  ჰარვარდის კურსი კომპიუტერული მეცნიერების შესახებ. 

კვანტური კომპიუტერი დედამიწაზე სულ რამდენიმე ცალია. 100 ცალიც არაა. იმდენად ცოტაა, რომ ევროპაშიც არაა და ევროკავშირის 2030 წლის პროგრამაშია გაწერილი რომ 2030  წლამდე ააგებენ. რა თქმა უნდა ამერიკელებს აქვთ, ნუ ჩინელებსაც. ამერიკაში აი გუგლი ხო იცით, ხოდა გუგლს აქვს. 

IBM კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტია. ჩემი უუუუუუსაყვარლესი ❤❤❤❤ფირმა, აი როგორც მანქანის ფირმაზე, (ბენვე, მერსო) ან საფეხბურთო გუნდზე (რეალი, მანჩესტერი) აფანატებთ, ასევე ჩემთვის IBM წმიდაა. (რავი იქნებ პირველი ❤ სიყვარულის ბრალია:  ანუ პირველ კომპზე, რომელზეც ვმუშაობდი, ჩართვისას IBMის უსაყვარლესი ლურჯი ლოგო იხატებოდა

 

ხო ლამაზია?, მერე 95 ში 4კომპი ჩამომივიდა, ამათი ორიგინალები და ორიგინალი ვინდოუს 95 ით... (თუ არ გამაჩერებთ ამათზე ვისაუბრებ სულ) 

მაინც ამათზე უნდა გავაგრძელო, IBM აქვს უფასო ღია პროექტი qiskit.org (პითონზეა დაწერილი და თუ ვინიცობაა თავში მინტში მილიონი და მეტი რო ღირს ეგეთი პროექტი დაგკრავთ, მითხარით და აქ გაგაჩითვინებთ დაფინანსებას). მოკლედ ამ პროექტის პარტნიორი და სპონსორი გუგლიც არის და IBM იც თავის ქისკითით... 

კვანტურ კომპიუტერზე კიდე იმას გეტყვი, რო  ლეპტოპივით საწოლში ვერ ჩაიხუტებ და ვერც პაბჯის ითამაშებ. მარა, აი ვთქვათ ფესიბუკის პაროლის გატეხვას, ან კრიპტოს მოჭრას თუ დააპროგრამებ, მისთვის თვალის დახამხამებაში შესასრულებელი სამუშაო იქნება. თუმცა იმდენად უმნიშვნელო, რომ მაგ ამოცანისთვის კვანტურ კომპიუტერს არავინ მოაცდენს. ანუ აბა წარმოიდგინე რო  ნებისმიერი პაროლის გაგება შეგიძლია, მაგრამ კიდე იმდენი რამის გაკეთება შეგიძლია, რო ეგ პაროლი სუ გკიდია....   

ახლა კურსის ავტორებს შეხედე, აქაც ჩემი ტომი დგას :)


 

რომელიმე ხო არ გეცნო?

ხოდა კურსის სერტიფიკატის აღების შემდეგ თუ გადაწყვეტ ამ, ან ამერიკის სხვა უნივერებში სწავლის გაგრძლებას, ამ კურსზე აღებული სერტიფიკატი და ერთწლიანი სწავლება გავლილად ჩაგეთვლება. ამიტომაც თავიდან არ მოგიწევს კურსის გავლა. ასეთი აღიარება ჯავახიშვილის 4 წლიან ბაკალავრის დიპლომსაც არ აქვს :)

 დიახ, ეს კურსი აკრედიტებულია acswasc.org-ს მიერ

აქ კი კურსის სილაბუსს გაეცანი (2023 წლის)

შენიშვნა: ხელოვნური ინტელექტის კურსი დაფინანსებულია აშშ თავდაცვის სამინისტრსოს მიერ და გარკვეული სახის დემოგრაფიულ შეზღუდვებს მოიცავს)

 რას ისწავლი?

  • Foundational knowledge and real skills in quantum computing
  • Learn key quantum concepts including qubits, superposition and entanglement
  • Perform linear algebra operations that represent quantum gates
  • Use Python libraries to send a circuit to a quantum computer and analyze the results
  • Conceptually understand important quantum algorithms such as Grover's algorithm
  • Implement quantum key distribution (QKD) in Python
  • Run a Variational Quantum Eigensolver to simulate a molecule

ფიქრობ რთული იქნება? 

არანირად, 

აი უბრალოდ ბევრი გექნება სასწავლი. 

ეგ კი,

მაგრამ რთული არ იქნება თუ ინგლისური იცი....

ჩვენც დაგეხმარებით, თუ საჭირო იქნება ;)

 კურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა

 თუ მოგეწონა, რაღას ელოდები?

დარეგისტრირდი   3 ოქტოემბრამდე და მეგობრებსაც აუცილებლად გაუზიარე რეგისტრაციის შემოკლებული ბმული bit.ly/ieaqai23-24

 

რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება

კურსი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვისაა (სკოლამ უნდა დაადასტუროს რომ 2023 წელს აპლიკაციაში მითითებულ კლასში სწავლობს მოსწავლე)

პატარა ჯუფებში შეხვედრები ინსტრუქტორთან ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. შესაბამისად საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა აუცილებელია.

ტრიგონომეტრია უკვე გავლილი უნდა გქონდეს

for ციკლი თუ იცით რა არის, მაგას რა ჯობია, მაგრამ თუ არ იცი, არ ინერვიულო ეგ დაძლევადია, და ზაფხულში რამდენიმე შეხვედრასაც ჩავატარებ, რომ თავი  ყოჩაღად იგრძნოთ კურსზე

წარმატებები 


იმის დაწერა დამავიწყდა. ეს პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება. სულ 50 მდე მოსწავლეს აქვს გავლილი აღნიშნული კურსი. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დიდი წარმატებას. მე გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მჯერა, რომ, ეს ადამიანები საქართველოს ნათელი მომავლის გარანტები იქნებიან, ამიტომ ვამბობ, ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლია

 

 (ეს პოსტი: bit.ly/ieaqinf) 

 

საერთაშორისო კონფერენცია „კვანტის დღე“

 


თუ გაინტერესებს: 
✅როგორ შეიტანოთ თქვენს კლასში კვანტური გამოთვლები❓  
✅რა არის კვანტური კომპიუტერი❓
✅როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი❓
✅რას შეცვლის კვანტური კომპიუტერი მომავალში❓
მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა და 
დარეგისტრირდი

14 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს კვანტის დღეს. საქართველოც რატომ არ უნდა შეუერთდეს? მით უმეტეს წელს უკვე მეორე თაობა დაამთავრებს შესავალი კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაში კურსს, რომელიც ორგანიზებულია ინოვაციური განათლების ასოციაციის, IBM და MIT მიერ. ჩვენი მონაცემებით, ამ წელს საქართველოს 50 მოსწავლეს წარმატებით ექნება გავლილი ეს კურსი. მალე ახალ მიღებასაც გამოვაცხადებთ 2023-24 წლისთვის. 

ხოდა წელს Twiton.ge ორგანიზებით, მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსოფლიო კვანტური დღის აღმნიშვნელ რუკაზე საქართველოც მოინიშნოს როგორც მხარდამჭერი ქვეყანა. თანაც ეს ხომ პირველი შემთხვევა იქნება საქართველოსთვის. რატომაც არა? ასეთი რამ მოიფიქრეს: 12-14 აპრილს ჩატარდეს კვანტის კვირეული და ეს ღონისძიება ყოველწლიური გახდეს. წელს ვინაიდან შემჭიდროებულ ვადებში გვიხდება მუშაობა და სააღდგომო დღეებია, რამდენიმე ღონისძიებას გავმართვათ.


აი გრაფიკიც:

12 აპრილი, 18:00-დან 20:00 მდე: კვანტი სურათებში. Dr. Stefano Gogioso, Lecturer In Quantum Computing, University of Oxford. IEEE Quantum Education Talk series.   (in ENG)



რეგისტრაციის ბმული https://bit.ly/Quantum-in-Pictures

13 აპრილი. (დროს დავაზუსტებთ კვანტური პროგრამირება შენს კლასში. 

14 აპრილი. 19:00 საათი. კვანტური გამოთვლები და საქართველო

  • რა არის კვანტური კომპიუტერი
  • როგორ მუშობს კვანტური კომპიუტერი
  • როგორ გავიარე კვანტური კომპიუტერის შესავალი კურსი
  • კვანტური კომპიუტერი მომავალში 
  • კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსი საქართველოს სკოლებში

რეგისტრაცია

ღონისძიება ოფიციალურად რეგისტრირებულია კვანტის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ გვერდზე 








პროგრამირების მეთოდოლოგია პედაგოგებისთვის


მნიშვნელოვანია: კურსი პედაგოგებისთვისაა. ლექციები ინგლისურ ენაზეა ლაივ რეჟიმში.

სამოთხე ალბათ არსებობს. აი პროგრამისტებისთვის კი სამოთხედ მე კარნეგი მელოუნის უნივერსტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი მგონია. (ჰარვარდი არ დამვიწყებია). ხოდა ალბათ გახსოვთ, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით  2021 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსი რომ შემოგთავაზეთ უფასოდ. შარშან რატომღაც ეს კურსი არ ყოფილა. თუმცა ამ რამდენიმე დღის წინ კვლავ მივიღე წერილი და შემოთავაზება ამ კურსთან დაკავშირებით. მე კი სიამოვნებით გიზიარებთ ამ ინფორმაციას. 

წელსაც პედაგოგებს და სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ გაიარონ სტენფროდის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული კურსი CS106A პითონით პირველი ნაწილი უფასოდ ინგლისურ ენაზე. კურსის რესურსების და მიღებული ცოდნის გამოყენება პედაგოგებს შეუძლიათ VI-VII კლასის მოსწავლეებთან. კურსი მოიცავს ლექციებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს, შეფასების ინსტრუმენტებს, მეთოდოლოგიას 


სწავლა ონლაინ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე გაიმართება. ლექციებს კითხულობს სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების PhD მეჰრან საჰემი და პროფესორი კრის პიჩ




ეს კურსი სტენფორდმა 2020 წელს და 2021 წლებში ჩაატარა, სულ სწავლებაში ჩართული იყო 2 100 პედაგოგი (სექციის ხელმძღვანელები)  და 22 000 სტუდენტი.  

რეგისტრაცია დასრულდება 5 აპრილს (დამატებითი ჯგუფები 10 აპრილამდე). კურსი 24 აპრილს დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძლედება. თუ დავალებებს შეასრულებთ, გაიცემა სერტიფიკატი.

წარმატებას გისურვებთ! 







CS50s Georgia შესავალი პროგრამირებაში Scratch-ით


გაიარეთ რეგისტრაცია

(bit.ly/scratch23inf) CS50s Georgia შესავალი პროგრამირებაში Scratch-ით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს კოდის წერა ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით შეუძლიათ. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს ანიმაციების, თამაშების, ინტერაქტიული ნახატების და ამბების შექმნის საშუალებას აძლევს პროგრამირების გამოცდილების გარეშე. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის.

რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • სპრაიტი, 
  • ფუნქციები, 
  • მოვლენები, 
  • მდგომარეობა, 
  • ციკლები
  • ცვლადები
  • აბსტრაქცია
  • პროექტი 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მარტივი ანიმაციების შექმნა
  • თამაშების შექმნა
  • ინტერაქტიური ნახატების დამზადება
  • ციფრული ამბის თხრობა
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 30 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: VI-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი


ლექციის ნიმუში


თქვენ მიიღებთ:

დავალებებს
ლექციაზე გამოყენებული კოდებს,
კონსპექტს,
უკუკავშირის საშუალებას,
ქვიზებს,
მოსწავლეთა შეფასების სისტემას,
ჰარვარდის სერტიფიკატს,
ვორკშოპი მასწავლებლებისთვის,
კურიკულუმს (მასწავლებლისთვის),
სტანდარტს.


მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფომაზე შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...

გაიარეთ რეგისტრაცია

გისურვებთ წარმატებას






იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით