-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

საერთაშორისო კონფერენცია „კვანტის დღე“

 


თუ გაინტერესებს: 
✅როგორ შეიტანოთ თქვენს კლასში კვანტური გამოთვლები❓  
✅რა არის კვანტური კომპიუტერი❓
✅როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი❓
✅რას შეცვლის კვანტური კომპიუტერი მომავალში❓
მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა და 
დარეგისტრირდი

14 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს კვანტის დღეს. საქართველოც რატომ არ უნდა შეუერთდეს? მით უმეტეს წელს უკვე მეორე თაობა დაამთავრებს შესავალი კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაში კურსს, რომელიც ორგანიზებულია ინოვაციური განათლების ასოციაციის, IBM და MIT მიერ. ჩვენი მონაცემებით, ამ წელს საქართველოს 50 მოსწავლეს წარმატებით ექნება გავლილი ეს კურსი. მალე ახალ მიღებასაც გამოვაცხადებთ 2023-24 წლისთვის. 

ხოდა წელს Twiton.ge ორგანიზებით, მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსოფლიო კვანტური დღის აღმნიშვნელ რუკაზე საქართველოც მოინიშნოს როგორც მხარდამჭერი ქვეყანა. თანაც ეს ხომ პირველი შემთხვევა იქნება საქართველოსთვის. რატომაც არა? ასეთი რამ მოიფიქრეს: 12-14 აპრილს ჩატარდეს კვანტის კვირეული და ეს ღონისძიება ყოველწლიური გახდეს. წელს ვინაიდან შემჭიდროებულ ვადებში გვიხდება მუშაობა და სააღდგომო დღეებია, რამდენიმე ღონისძიებას გავმართვათ.


აი გრაფიკიც:

12 აპრილი, 18:00-დან 20:00 მდე: კვანტი სურათებში. Dr. Stefano Gogioso, Lecturer In Quantum Computing, University of Oxford. IEEE Quantum Education Talk series.   (in ENG)



რეგისტრაციის ბმული https://bit.ly/Quantum-in-Pictures

13 აპრილი. (დროს დავაზუსტებთ კვანტური პროგრამირება შენს კლასში. 

14 აპრილი. 19:00 საათი. კვანტური გამოთვლები და საქართველო

  • რა არის კვანტური კომპიუტერი
  • როგორ მუშობს კვანტური კომპიუტერი
  • როგორ გავიარე კვანტური კომპიუტერის შესავალი კურსი
  • კვანტური კომპიუტერი მომავალში 
  • კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსი საქართველოს სკოლებში

რეგისტრაცია

ღონისძიება ოფიციალურად რეგისტრირებულია კვანტის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ გვერდზე 








იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით