-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ეს ნამდვილად კრიპტოვალუტაა? (ტესტი)

ქართულ განათლებაში ტესტები ფაქტობრივი ცოდნის გასაზომად გამოიყენება. თუმცა ტესტებს მრავალმხრივი გამოყენება აქვთ. ტესტების სასწავლო მიზნებს გუგლ ფორმების ვიდეოინსტრუქციებშიც შევეხე გაკვრით. ამჯერად კი ასეთი ტესტის ნიმუშების სერია მინდა შემოგთავაზოთ დათოს ბლოგზე. ვფიქრობ კვირაში ერთი სასწავლო ტესტი დავდო ტექნოლოგიების თემებზე. დასაწყისისთვის მინდა შემოგთავაზოთ კრიპტოვალუტის და მიმების თემა.



მცირე ექსკურსი;

ბლოკჩეინი (ვიდეო, ქართ.)
ბითკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოდგენს ვირტუალურ კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ამ პროცესს მაინნგი ეწოდება. ეს ვალუტა ფიზიკურად არ არსებობს. ბიტკოინი საშუალებას იძლევა თანხა ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს გავუგზავოთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე და ამ უფასო ოპერაციას რამდენიმე წამი სჭირდება. ბიტკოინის გაყალბება შეუძლებელია.

სატოში ბითკოინის ხურდა ფული. ის 100 ათასი სატოში უდრის 1 ბითკოინს.
ალტკოინი არის ბითკოინის შემდეგ შექმნილი ყველა სხვა ვირტუალური ვალუტა
მიმი (ინგ meme /miːm/) კულტურული ინფორმაციის ერთეული. მიმად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი იდეა, სიმბოლო, მანერა ან მოქმედების სახე, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გაუზრებლად ან გააზრებულად გადაეცემა მეტყველების, წერილის, ვიდეოს, რიტუალის, ჟესტის და სხვა სახით (იხილეთ ერთ-ერთი მაგალითი)

Yao Ming-ის სახე (ზოგჯერ უწოდებენ "Fuck That Guy" ან "Dumb Bitch") არის პროფესიონალი კალათბურთელის Yao Mingის გულღია სიცილის კომიქსური სტილის კონტურული ნახატი. გამოსახულება, როგორც წესი, გამოიყენება როგორც რეაქციის სახე ონლაინ დისკუსიებში მონაწილის მიმართ დისკუსური დამოკიდებულების გამოსახატავად


კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ სამყარო თავისი წესებით ცხოვრობს. ზოგჯერ ალტკოინები ინტერნეტ მიმებს გავს, ხოლო ზოგჯერ თვით მიმები ხდებიან კრიპტოვალუტები. ზოგჯერ გაიგებ ახალი ციფრული ვალუტის გამოსვლის შესახებ და ფიქრობ, არა, ეს შეუძლებელია. სამყარო გაგიჟდა, ან ეს უცნაურობები მართლა ჩვენი მომავალია?

გთხოვთ გაიაროთ ტესტი,  (აქაც იგივე ტესტია) არ დაგუგლოთ, და შეაფასეთ თქვენი ცოდნა კრიპტოვალუტების შესახებ. შეგიძლიათ თუ არა რეალურად არსებული კრიპტოვალუტის ქსელში არსებული მიმისგან გარჩევა?  (ტესტის პასუხების გრაფიკი ყოველ თვე გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)






აქ შეგიძლიათ ტესტის შეფასების სქემა დადოთ განმავითარებელი შეფასებით: მაგალითად თუ თქვენ 1-და 4 მდე შეფასება მიიღეთ, მაშინ თქვენ ამ თემაზე მეტი უნდა იმუშაოთ, გთხოვთ ნახოთ შემდეგი ბმულები... და აქ მიუთითებთ კონრეტულ  ბმულებს კრიპტოვალუტის და მიმების შესახებ. ეს ინფორმაცია თქვენ შეიძლება წინასწარ მოამზადოთ და ბლოგზე ან ინტერნეტში განათავსოთ. რესურსების მომზადებაში შეგიძლიათ მოსწავლეებიც დაიხმარიოთ. თუნდაც ტესტის მოზადება რომ სთხოვოთ მოსწავლეებს, წესით არ უნდა წარომადგენდეს პრობლემას.

მოდით აბა დაფიქრდით, თქვენ როცა ქაღალდზე ამზადებთ ტესტებს და შემდეგ კლასში ატარებთ ტესტირებას, რა შედეგზე გადიხართ? გინდათ მე გიპასუხებთ: თქვენ მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას აფასებთ. ხოლო როცა ტესტის შექმნას სთხოვთ მოსწავლეებს, თქვენ გადიხართ 21 საუკუნის შესაბამის მრავალ უნარზე, მინიმუმ კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, ტექნოლოგიური უნარჩვევები. ხოლო შესწავლილი მასალა, გაცილებით უკეთესად იქნება გააზრებული, ვიდრე ტრადიციული სწავლების შემთხვევაში, ვინაიდან ცნობილია, დასწავლის ხარისხი ყველაზე მეტია სხვისი სწავლების დროს...


ამ ბმულზე კი შეგიძლიათ ნახოთ სასწავლო ხასიათის ტესტების ნიმუშები რადიო თავისუფლების საიტიდან

Quiz: რამდენად იცნობთ 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებულ მოვლენებს?
     
Quiz: რამდენად იცნობთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას?


და ბოლოს, გთხოვთ გამოიწეროთ ეს ბლოგი, გააკეთეთ კომენტარი, გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გაგვიზაირეთ თქვენი აზრი.... კიდევ რა თემაზე გინდატ ტესტის მომზადება?

გამოგვეხმაურეთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

გაქართულება vol.3



წინა კვირას დათოს ბლოგის ფეისბუკ გვერდზე საკმაოდ აქტუალური იყო პროგრამების გაქართულების თემატიკა (2500მდე ადამიანი დაინტერესდა ამ თემით) ამიტომაც გთავაზობთ მესამე ვერსიას. ამჟამად წარმოგიდგენთ ვინდოუს 10 გაქართულებას. დიდი ხანია ეს ვიდეოგაკვეთილი ჩემს იუთუბ არზე დევს და ბარემ ბლოგზეც იდოს  








ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს ჩემი სხვა პოსტები  ამავე ტემაზე 

html კოდის აკრეფის ტექნიკა





პოსტების ამ სერიით დათოს ბლოგი გთავაზობთ ვებ დიზაინის გაკვეთილებს, რომლის სრული ვერსია განთავსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ციფრული რესურსების პორტალზე. ვინაიდან ამ პორტალზე შეუძლებელია პროგრამული კოდების ან სხვადასხვა საჭირო რესურსების განთავსება, გადავწყვიტე ყველა პროდუქტი ერთად განმეთავსებინა, თანაც ისეთნაირად რომ საავტორო უფლებებიც არ დამერღვია. ანუ მე კი ვარ ამ ვიდეობის ავტორი, მაგრამ ეს ვიდეობი მასწავლებელთა სახლმა იყიდა და საავოტო უფლებები გააჩნია მასწავლებელთა სახლს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მე მხოლოდ მათთან შეთანხმების გარეშე ბმულების განთავსება შემიძლია. მომავალში შეიძლება ან ახალი ვიდეოები გავაკეთო, ან მასწავლებელთა სახლს შევუთანხმდე მათ განთავსებაზე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაინტერესდებით თქვენ ამ თემით, ან საჭირო არის თუ არა ამ მასალის განთავსება დათოს ბლოგზე.

კონკრეტულად ეს პოსტი ეძღვნება html კოდის აკრეფის თავსებურებას ვინაიდან HTML (და პროგრამული) კოდი თავისებურად იკრიფება. დააკვირდით და სცადეთ დაიცვათ გამოყენებული ტექნიკა





კოდი



დამატებითი წყაროები:
HTML და  CSS ღია კოდი. MIT by @mdo (ინგ)
CSS სახელმძღვანელო (ინგ.)

HTML (ინგ, ვიდ. CS50 Harvard. 5:41. by David Malan)
HTML (ინგ, ვიდ. CS50 Harvard. 21:34. by Doug loyd)
CSS-0  (ინგ, ვიდ. CS50 Harvard. 4:40. by (ინგ, ვიდ. CS50 Harvard. 5:41. by David Malan))
CSS-1   (ინგ, ვიდ. CS50 Harvard. 3:12. by David Malan)
CS50 2016 - Weel 6 HTTP  (ინგ, ვიდ. CS50 Harvard. 1:44:36. by David Malan)

გამოგვეხმაურეთ კომენტარებში და გავიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ან სულაც გამოიწერეთ ბლოგი




იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით