-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

გააქართულე 2024


გაქართულება ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტია. ვფიქრობ რომ სასწავლო სივრცეში გამოყენებული პროგრამული პაკეტების გაქართულების გარეშე სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესი ვერ იქნება. თუმცა პროგრამული პაკეტების გაქართულება ზოგადად გაქართულების პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია.

გთავაზობთ გაქართულების კვირეულის ღონისძიებების ჩამონათვალს: 
  • ქართული შრიფტის შექმნა: ისტორია და მომავალი
  • პროგრამული პაკეტების გაქართულება
  • ხელოვნური ინტელექტის გაქართულება 
  • ლინუქსის გაქართულება
 ზოგადად კი ჩემთვის გაქართულება ნიშნავს ქართული ინტერფეისის მხარდაჭერას: 

  • ოპერაციული სისტემებში
  • პროგრამულ პაკეტებში
    • საოფისე
    • გრაფიკული
    • მულტიმედია
    • ბრაუზერებში
  • ვებ გვერდებზე და სერვისებში (მაგ. ამაზონი) 
აგეთვე:
  • რეგიონალური პარამეტრების მხარდაჭერას (საზომი ერთეულები, ქალაღდის ზომა, თარიღის ფორმატი, კვირის პირველი დღე... წინადადების პირველის სიმბოლო არ მთავრულდება...)    
  • საგადასახდო და სარეკლამო სისტემებში ქვეყნის მხარდაჭერას (PayPal, AdWord, AdSense
  • რუკებში და სარეგისტრაციო ფორმებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას 
  • ხმოვანი მართვის, აკრეფის, ძებნის მხარდაჭერას
  • მართლწერის სერვისების გაუმჯობესებას  

ასევე კლავიატურის ერგონომიული დრაივერის შექმნას ისე რომ Shift კლავიშის დახმარებით არ გვიხდებოდეს იმ ხუთი სიმბოლოს აკრეფა ანდაც სიმბოლოთა თანმიმდევრობა გათვლილი იყოს სწრაფად აკრეფაზე. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს რომ არ გვაქვს მთავრული სიმბოლოების აკრეფის საშუალება. 

გაქართულება ხელს შეუწყობს ასახსნელი მასალის უკეთ გაგებას, პედაგოგებისთვის ტექნოლოგიების გამოყენებაში მოიხსნება ენის ბარიერი, პედაგოგები ან მოსწავლეები არასწორად წარმოთქმული სიტყვების გამო ბულინგის მსხვერპლი არ გახდებიან

გაქართულების შედეგად დაიხვეწება და განვითარდება, გამდიდრდება ტექნიკური ენა. 


თუ თქვენ ხართ სკოლის პედაგოგი ან მოსწავლე ან მშობელი გთხოვთ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ და მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში გაქართულებასთან დაკავშირებით, (დასაწყისშიც იგივე ბმული დევს) რომელიც დაგვეხმარება საკითხის უკეთ დანახვაში. 

თუ თქვენ თანახმა ხართ პროგრამული პაკეტები მეტი დოზით გაქართულდეს, მაშინ შეგიძლიათ  ხელი მოაწეროთ პეტიციას


გთხოვთ გამოკითხვის ბმული გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს და მეგობრებს

ასევ თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს

ვინდოუს 10-ის გაქართულება



გუგლის პროდუქტების გაქართულება

ოფის 2016-ის (და არამარტო) გაქართულება

ოფის 2019 ის 64 ბიტინი ვერსიის გაქართულების პაკეტი

ოფის 2019 ის 32 ბიტინი ვერსიის გაქართულების პაკეტი

პოსტები დათოს ბლოგზე გაქართულების შესახებ

კომენტარებში კი გავიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, სურვილები, დასვით კითხვები და ვეცდები გიპასუხოთ.


ჰარვარდის უნივერსიტეტის ვორკშოპი პედაგოგებისთვის:



26-2
9 ივნისს ჰარვარდის უნივერსიტეტი მართავს ყოველწლიურ ვორკშოპს სკოლაში კომპიუტერული მეცნიერების და კერძოდ CS50 სწავლების შესახებ  იმ პედაგოგებისთვის, ვინც ასწავლის კომპიუტერული მეცნიერების კურსს, ან მომავალ სასწავლო წელს ეცდება დანერგოს აღნიშნული კურსი. 

ვორკშოიპს ატარებს ჰარვრდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მალანი
საქართველოდან დაფინანსებული იქნება 15 პედაგოგის მგზავრობა, სასტუმრო, კვება და დასწრება. ანაზღაურდება კურსის დანერგვა (ხელფასი), სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები. პროგრამა 3 წლიანია. 

გაითვალისწინეთ, სამუშაო ენა ინგლისურია.  უნდა შეძლოთ უცხოელ კოლეგებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, დისკუსიაში ჩართვა და გამოცდილების გაზიარება







საერთაშორისო კონფერენცია „კვანტის დღე“ 2024



ამ პოსტის ბმული შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს bit.ly/wqdg24info
თუ ნამდვილი ინოვაცია გინდათ შეიტანოთ თქვენს სკოლაში, თუ ნამდვილი სიკეთე გინდათ გაუკეთოთ თქვენს მოსწავლებს, გააცანით ეს პოსტი... დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ,
  
თუ გაინტერესებს: 

✅როგორ შეიტანოთ თქვენს კლასში კვანტური გამოთვლები❓  
✅რა არის კვანტური კომპიუტერი❓
✅როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი❓
✅რას შეცვლის კვანტური კომპიუტერი მომავალში❓
მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა და 

ასევე შენ შეგიძლია წარადგინო ნებისმიერი შინაარსის პრეზენტაცია, რომელიც კვანტურ კომპიუტერს ეხება. პრიორიტეტი მიენიჭება ჩვენი პროგრამების პარტნიორ სკოლებს და პედაგოგებს

14 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს კვანტის დღეს. საქართველოც რატომ არ უნდა შეუერთდეს? მით უმეტეს წელს უკვე მესამე თაობა დაამთავრებს შესავალი კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაში კურსს, რომელიც ორგანიზებულია ინოვაციური განათლების ასოციაციის, IBM და MIT მიერ. ჩვენი მონაცემებით, ჩვენი ძალისხმევით  წელს 100მდე მოსწავლეს წარმატებით ექნება გავლილი ეს კურსი. მალე ახალ მიღებასაც გამოვაცხადებთ 2024-25 წლისთვის. 

ხოდა წელს Twiton.ge ორგანიზებით, მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსოფლიო კვანტური დღის აღმნიშვნელ რუკაზე საქართველოც მოინიშნოს როგორც მხარდამჭერი ქვეყანა. რატომაც არა? ხოდა ასეთი რამ მოიფიქრეს: 08-14 აპრილს ჩატარდეს კვანტის კვირეული და ეს ღონისძიება ყოველწლიური გახდეს.  ამ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება არის ჩანიშნული:

ამ ღონისების ფარგლებში 25 თებერვალს MIT კვანტური კომპიუტერის ლაბორატორია დავათვალიერეთ ონლაინ რეჟიმში. აპრილში კი ვნახაავთ ამ შეხვედრის ჩანაწერს და 3D ფორმატში დავათვალიერებთ კვანტურ ლაბორატორიას  


რადგან ექსკურსიაა, ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, პრეზენტატორიც შეიძლება ნებისმიერი გახდეს, რადგან ჩვენთან ერთად ნებისმიერი   შეუძლებელი არაფერია


08.04.2024 

  • მოლოდინები (თამაში). (10 წთ)
  • შესავალი კვანტურ სამყაროში (10 წთ)
  • როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი (5 წთ)
  • Quantum Computers Explained
  • კითხვა-პასუხი

 

10.04.2024

12.04.2024

  • როგორ შემოვიტანოთ კვანტური გამოთვლები საქართველოს სკოლებში
  • კითხვა-პასუხი

14.04.2024

  • 3D ექსკურსია MIT კვანტურ ლაბში (40 წთ)
  • ქვიზი
  • შეჯამება
  • კითხვა-პასუხი


 ამ ღონისძიებებიდან გაიგებთ:

  • რა არის კვანტური კომპიუტერი
  • როგორ მუშობს კვანტური კომპიუტერი
  • როგორ გავიაროთ კვანტური კომპიუტერის შესავალი კურსი
  • როგორი იქნება კვანტური კომპიუტერი მომავალში 
  • როგორ დავნერგოთ კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსი საქართველოს სკოლებში

რეგისტრაცია

ღონისძიება ოფიციალურად რეგისტრირებულია კვანტის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ გვერდზე 

პრეზენტატორების რეგისტრაცია დასრულდება 30 მარტს. მონაწილეტა რგისტრაცია დასრულდება 10 აპრილს.


ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024


ესეც წლის საუკეთესო პირველი შეთავაზება: 

ამ პოსტის შემოკლებული ბმული:  bit.ly/techbook2024

 დიდი ხანია ისტ საზოგადოება  სახელმძღვანელოების არქონაზე წუწუნებს, ხოდა ამ პოსტით ტექნოლოგიების სახელმძღვანელოების ნაკრები მინდა შემოგთავაზოთ. ბარემ

გაიარეთ რეგისტრაცია 

თანაც ერთდროულად რამდენიმე კურსზე.  მასწავლებლებს ნებისმიერი მოდული შეგიძლიათ გამოიყენოთ საგაკვეთილო პროცესში როგორც სახელმძღვანელო. მეტიც: თქვენ ელექტრონულ სისტემაში შეგიძლიათ შექმნათ კლასი, მოიწვითო მოსწავლეები, თითო კვირაში შესთავაზოთ თითო მოდული, კონსპექტი, ლექციაში ნაჩვენები მაგალითების კოდები, გამოიყენთ ამ მოდულის შესაბამისი დავალება, ქვიზები, შეფასების სისტემა. ახლა კი კურსების სათაურებს გაეცანით

✅ ვებ გვერდის შექმნა HTML

✅ კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

✅ შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

✅ შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)

✅ პროგრამირების ხელოვნება (C)

✅ შესავალი კვანტურ გამოთვლებში (აკრედიტებული სერტიფიკატი)

✅ მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)

✅ მაინკრაფტი (პითონის კლასი)

✅ შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში

პედაგოგებს თითოეული ამ მოდულში, მე დათო მალანია ჩაგიტარებთ ვორკშოპებს, სადაც დეტალურად აგიხსნით, რატომ და როგორ უნდა შესთავაზოთ თითოეული მოსწავლეებს. გაგაცნობთ სასწავლო აქტივობებს, დავალებების შესაფასებლად გამოყენებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იძლევა განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

კურსზე გამოყენებული ყველა რესურსი ლიცენზირებულია

ახლა ტრენინგ მოდულებს გაგაცნობთ  ცალ-ცალკე

  :: კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

ეს კურსი შექმნილია იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ტექნოლოგიასთან, მაგრამ არ ესმით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი „კაპოტის“ ქვეშ ან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემები, როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, ეს კურსი ავსებს ხარვეზებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოიყენონ და მოაგვარონ პრობლემები უფრო ეფექტურად.  ამ კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია და ტექნოლოგია მართლაც გაგაოცებთ. ყველაზე მეტ რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს..

რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • ტექნიკას, 
  • ინტერნეტს, 
  • მულტიმედიას, 
  • კიბერუსაფრთხოებას, 
  • პროგრამირებას და 
  • ვებ დეველოპმენტს 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მოწყობილობების ამოცნობა და დანიშნულების გააზრება
  • ინტერნეტის მუშაობის დიზაინის ცოდნა 
  • ფაილების ფორმატის შერჩევა და იდენტიფიცირება
  • პროგრამირების ენების დანიშნულება და გამოყენების სფეროების შერჩევა
  • მარტივი ვებ გვერდის შედგენა და სერფინგი
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: II-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი





მაგალითი


  :: შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

პროგრამირების შესავალი Scratch-ის გამოყენებით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს შეუძლიათ დაწერონ კოდი ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს, რომლებსაც არ აქვთ პროგრამირების გამოცდილება, შექმნან საკუთარი ანიმაციები, თამაშები, ინტერაქტიული ნახატები და ამბები. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის.
რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • სპრაიტი, 
  • ფუნქციები, 
  • მოვლენები, 
  • მდგომარეობა, 
  • ციკლები
  • ცვლადები
  • აბსტრაქცია
  • პროექტი 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მარტივი ანიმაციების შექმნა
  • თამაშების შექმნა
  • ინტერაქტიური ნახატების დამზადება
  • ციფრული ამბის თხრობა
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 20 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: IV-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

ლექციის ნიმუში


კურსს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. კურიკულუმი (მასწავლებლისთვის),  სტანდარტი. მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფორმაზე შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...

2004 წლიდან მოსწავლეების ნამუშევრებს 🤖ხელოვნური ინტელექტი🤖 გაასწორებს




  :: შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)

ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგება. I ნაწილი ეხება პროგრამირების კურსის შესავალს სტენფორდის რობოტ კარლოს დაპროგრამებით, ხოლო მეორე ნაწილში შევეხებით პროგრამირების ენას პითონი. კურსის ბოლოს მონაწილეები შექმნიან თამაშს.


ამ მოდულში ყველა დავალება ხელს უწყობს ზოგადი უნარების განვითარებას, როგორიცაა
  • კრეატიულობა, 
  • თანამშრომლობა, 
  • კოალაბორაცია, 
  • კრიტიკული აზროვნება, 
გაინტერესებთ როგორ? ვორკშოპზე მოისმენთ დეტალურ ინფორმაციას. მანამდე კი აუცილებლად ნახეთ თუ როგორ აგებს კარლო დაზიანებულ ხიდს ირანში 

აქ კი შეგიძლიათ ნახოთ კლასის ნიმუში (ბმული დაემატება)
 
შეხვედრების რაოდენობა: 14
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 14
მონაწილეთა ასაკი: VI-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი


  :: პროგრამირების ხელოვნება C , მე-6 კლასიდან)

ამ კურსში გაეცნობით პროგრამირების ენას C.  (მოდული ამ ეტაპზე დასრულებული არაა.  ნახეთ 1-1 ვიდეო მონაცემთა ტიპები:

შეხვედრების რაოდენობა: 24
შეხვედრების ხანგრძლივობა 20 წუთი
დავალებების რაოდენობა 20
მონაწილეთა ასაკი: VI-XI კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი


 :: ვებ გვერდის შექმნა (HTML)

ამ კურსში გაეცნობით HTML ენას და ვებ გვერდის შექმნის საწყისებს


შეხვედრების რაოდენობა: 24
შეხვედრების ხანგრძლივობა 20 წუთი
დავალებების რაოდენობა 20
მონაწილეთა ასაკი: VI-XI კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

  :: მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)

კურსი ეხება მაინკრაფტში ხელოვნური ინტელექტის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

შეხვედრების რაოდენობა: 4
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 4
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

  :: მაინკრაფტი (პითონის კლასი)
კურსი ეხება მაინკრაფტში პითონის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

აუცილებლად ნახეთ ვიდეო


შეხვედრების რაოდენობა: 5
შეხვედრების ხანგრძლივობა 30 წუთი
დავალებების რაოდენობა 10
მონაწილეთა ასაკი: V-X კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ვებ გვერდზე twiron.ge რომელიც მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.



კვირაში ერთი დღე გვაქვს ე.წ. საჭორაო შეხვედრა, სადაც 30 წუთის განმავლობაში ვსაუბრობთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებზე, ვიწვევთ საზღვარგარეთულ წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებში (გუგლი, ამაზონი, მაიკროსოფტი, ეფლი, ცერნი...)  მომუშავე ქართველებს

  :: შეჯამება

კურსები აგებულია  k12cs.org  სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა და პირობებიც მისაღებია, დარეგისტრირდით. იჩქარეთ, ადგილები წელს შეზღუდულია 

მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა საჩუქრები და სიურპრიზები კურსის განმავლობაში. 

შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 144 785  

(P.S. რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ შესაბამისი ბმულები გარანტირებულად მოგივათ და ღონისიებებში მიიღებთ მონაწილეობას. ორგანიზატორი უფლებას იტოვებს ახსნა-განმარტების გარეშე უარი განუცხადოს ნებისმიერ დარეგისტრირებულ ბენეფიციარს ღონისძიებებში მონაწილეობაზე)

შეხედრები დაიწყება თებერვლის დასაწყისში. სემესტრის დასასრულს მოსწავლეები შეძლებენ სერტიფიკატების მირებას.

რეგისტრაციის შემოკლებული ბმული 

(თქვენი კოლეგებისთვის გასაზიარებლად): 

bit.ly/cs50teach


 

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით