-->

HTML საბაზო ტრენინგმოდული




(მხოლოდ სამუშაო ვერსია)


მოგეხსენებათ, ინტერნეტში ინფორმაცია განთავსებულია ვებსაიტებზე, ხოლო ნებისმიერი ვებსაიტი ვებგვერდების ერთობლიობას წარმოადგენს. ნებისმიერი ვებგვერდი ეკრანზე გამოისახება (ან გენერირდება) HTML (და CSS) ენის ინსტრუმენტების დახმარებით. HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) საშუალებით ხდება ინფორმაციის გამოტანა, ვთქვათ სად იყოს სათაური, სად იყოს აბზაცი ან გამოსახულება.
  
HTML არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა და არა პროგრამირების ენა. ეს ნიშნავს იმას რომ HTML არის მონიშვნის ტეგების ერთობლიობა. HTML დოკუმენტი შეიცავს HTML ტეგებს და განთავსებულ ინფორმაციას. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ. 


HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა  ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში CERN კედლებში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. 2012 წელს გამოვიდა HTMLის მე-5 ვერსია სახელწოდებით HTML5. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group).


თუ თქვენ გინდათ გაიგოთ როგორ შექმნათ საიტი HTML ტეგების, ელემენტების და ატრიბუტების დახმარებით, მაშინ ეს ტრენინგ-მოდული თქვენთვისაა მორგებული. .

 შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:


შესავალი

სამუშაო გარემოს მოწყობა (რედაქტორი, ცნობარი, რესურსები, თავისებურებები)

თემა 1. HTML დოკუმენტის სტრუქტურა

თემა 2. ტექსტთან მუშაობა, პარაგრაფი

თემა  3. ჩამონათვალი

თემა  4. სურათის ჩასმა

თემა  5. ცხრილის ჩასმა

თემა  6. ფორმები (ფორმის ტიპები)

თემა  7. მარკირება

თემა  8. ვიდეოს ჩასმა

თემა  9. აუდიო ფაილის ჩასმა

თემა 10 . ფერების სქემა

თემა  11.  სტილებთან მუშაობა

თემა  12.  ვებგვერდის განლაგება

თემა  13.   ბმულები

თემა  14.  ბლოკები

თემა  15.  კლასები

თემა  16.  iframes

თემა  17.   JavaScript

თემა  18.  სპეციალური სიმბოლოები

თემა  19.  შემთხვევები

თემა  20.  მნიშვნელოვანი ტეგები

თემა  21.  მეტატეგები

თემა  22.  ადაპტირებადი დიზაინი

თემა  23.  HTTP შეტყობინებები

თემა  24.  HTTP მეთოდები

თემა  25.  FTP კლიენტთან მუშაობა

თემა  26.  სერვერზე მუშაობა

თემა  27.  დომენი და  საიტის გამართვა

შეჯამება






ტრენერი: დათო მალანია

ტრენინგის ხანგრძლივობა: 
 მოკლე კურსი 30 საკონტაქტო საათი 20 არასაკონტაქტო საათი.  (15 ტრენინგი)
 სრული კურსი  50 საკონტაქტო საათი 30 არასაკონტაქტო საათი  (25 ტრენინგი)


ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  სიმულაცია, აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური, ვებინარი, დისტანციური სწავლება. 
პროგრამული უზრუნველყოფა Ms Windows 10, Google Chrome, Notepad ++, Xsamp, Gmail, Drive, Youtube, Blogger, 


ტრენინგის რესურსები: 

ვებგვერდები:

w3schools 

tutorialspoint

sololearn

jsfiddle




ტრენინგის შეფასება: თითოეული ტრენინგის ბოლოს რეფლექსიისთვის გამოყენებულია შემაჯამებლი ტესტირებები. ტესტირების შედეგებით ხდება მთლიანი მოდულის გავლის შეფასება  

შეფასების ინსტრუმენტი: ტესტირება. იხილეთ ნიმუში (უნდა გადახვიდეთ ჩანართში „ტესტი“.    


წინასწარი ცოდნა:
ტრენინგი წარმოადგენს საბაზისო კურსს და გათვლილია აბსოლუტურად მოუმზადებელ ბენეფიციარებზე. კურსის ასათვისებლად არ მოითხოვება არანაირი წინასწარი ცოდნა, გარდა კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარჩვევებისა.  
ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ პირად კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე)


იხილეთ ერთ-ერთი გაკვეთილის ნიმუში




1 კომენტარი :

ბატონო დავით, ეს ძალიან კარგი და დიდი საქმეა, ძალიან მადლობელი ვიქნები თუ მომაწვდით მასალებს html an php შესახებ,, მასალები შესაძლებელია იყოს რუსულ და ინგლისურ ენებზე. tmk19524@gmail.com. madloba winaswar. warmatebebi.

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით