-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

edmodo.com ვირტუალური საკლასო ოთახი ზუგდიდის ჯგუფები



2017 წლის 11 და 12 ნოემბერს ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მილენიუმის პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი „ედმოდო — ვირტუალური საკლასო ოთახი“. ტრენინგის ბენეფიციარები არიან STEM ფასილიტატორები. შემდეგ ეტაპზე ტრენინგი ჩაუტარდება STEM დანარჩენ პედაგოგებსაც.

ტრენერი: დათო მალანია
ტრენინგი მიმდინარეობს 2 ჯგუფად


დილის ჯგუფი

დაწყება 10:00 13:20  შესვენება 11:30-დან 11:50- მდე   (20 წთ)
მონაწილეები




საღამოს ჯგუფი
დაწყება 13:30 16:50  შესვენება 15:00-დან 15:20- მდე   (20 წთ)
მონაწილეები



სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო/მეორე დონის უნარ-ჩვევებს და აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ მოდულის მოკლე აღწერა: საგანმანათლებლო სოციალური ქსელის Edmodo-ს გამოყენება, დავალებებისა და ტესტების შექმნა და გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ვირტუალურ ბიბლიოთეკაში, ელექტრონული კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან. ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის Edmodo-ის გამოყენებით მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას

გაეცანით ტრენინგის პროგრამას სრულად

ვინაიდან ტრენინგის მონაწილეთა უმეტესობა უკვე რეგისტრირებულია ამ პლატფორმაზე, სასურველი იქნებოდა რეგისტრაციის პროცედურა უკვე გავლილი გქონდეთ 

ნახეთ მოკლე გიფი:




მნიშვნელოვანია ტრენინგის დაწყებამდე 


  • დარეგისტრირებული იყოთ გუგლის ფოსტაზე
  • გამოგზავნეთ წერილი ტრენერის სახელზე, რომ მიიღეთ შეტყობინება ტრენინგის დაწყების შესახებ და გინდათ მონაწილეობის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის ადგილი რეზერვირებული არ იქნება.  





მიკსისკე 2017

გთხოვთ მაქსიმალურად ბევრი მოსწავლე და
თქვენი კოლეგა ჩართოთ თამაშში


მიკსიკეს ესტონეთში სასკოლო ასაკის მოსწავლეებში მათემატიკური ანგარიშის უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, დღეს პრანგლიმინე პარალელურად  იმართება ესტონეთში, ლატვიაში, სლოვენიაში, უკრაინაში, ლიტვასა და საქართველოში. საქართველო საერთაშორისო კონკურსში 2016 წლიდან ჩაერთო მიკსიკესა და ინოვაციური განათლების ფონდის ძალისხმევით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. იხილეთ დაწვრილებით წესები
ინტელექტუალური ვიქტორინა:
მიკსიკე 2017 წლის 8 ოქტომბრიდან აცხადებს ვიქტორინას, რომელიც უკავშირდება ესტონეთის პრეზიდენტის Kersti Kaljulaid სტუმრობას საქართველოში ოქტომბერში.  ვიზიტთან დაკავშირებით ჩატარდება ვიქტორინა სახელწოდებით: „რა ვიცით ესტონეთის შესახებ?“ ვიქტორინის  ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები   მოიფიქრებენ   კითხვებს ესტონეთის შესახებ. სავალდებულოა სავარაუდო და სწორის პასუხის მითითება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა. კითხვების გამოგზავნისას აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის  სახელი  და გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ელ-ფოსტა და ტელეფონი. მიკსიკე შეარჩევს საუკეთესო კითხვების ავტორებს.  კითხვების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, ხოლო 16 ნოემბერს მოხდება გამარჯვებული კითხვების ავტორების დაჯილდოება დიპლომებით.


პრანგლიმინე - ზეპირი ანგარიში.  მათემატიკური ოლიმპიადა. ოლიმპიადა გაიმართება სამ ეტაპად. ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია ფასიანი პრიზები, ხოლო ფინალის გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან უკრაინაში ლვოვში.

16  ოქტომბრიდან 6 ნოემბრის (23:00) ჩათვლის დაიწყო პრანგლიმინეს ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში შეჯიბრის პირველი ეტაპი.
შეჯიბრში მოანაწილოებისთავის გთხოვთ თქვენ (პედაგოგი) დარეგისტრირდეთ და შემდეგ მოითხოვოთ მასწავლებლის უფლება. ამისთვის წერილი გამოაგზავნეთ მისამართზე milla@miksike.ee ან khatuna77@gmail.com. თქვენი მოსწავლეები კი ცალ-ცალკე უნდა დარეგისტრირდნენ. შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი რეგისტრაციიის შესახებ.
თუ თქვენ და თქვენი მოსწავლეები უკვე არიან რეგისტრირებული, ახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. (თუ არ გახსოვთ ძველი მონაცმები, გთხოვთ დამიკავშირდეთ ელ ფოსტაზე)

გთხოვთ ჩართოთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და არა რომელიმე გამორჩეული ბავშვი. ოლიმპიადის მიზანი ხომ მონაწილეობაა, ხოლო პრაგლიმინეს მიზანი ზეპირი ანგარიშის უნარების განვითარებაა :)
მნიშვნელოვანია რომ შეჯიბრში მონაწილეობამდე ბავშვებმა ივარჯიშონ რამდენჯერმე და მხოლოდ ბოლო დღეებში ითამაშონ შეჯიბრის რეჟიმში. ვარჯიშისათვის უნდა შევიდნენ საიტზე ge.miksike.eu შეიყვანონ რეგისტრაციისას მითითებული სახელი (1), პაროლი (2) და დააჭირონ შესვლას (3)


შესვლის შემდეგ უნდა შევიდნენ ​Pranglimenie ზეპირი ანგარიში (4) განყოფილებაში, სადაც აირჩევენ სავარჯიშო დარბაზს (5). აქ კი უკვე სტატიკურ სამჭიდს (6) უნდა დააჭირონ.
რამდენიმე დღის შემდეგ, მოსწავლეები როცა უკვე ჩათვლიან რომ მზათ არიან შეჯიბრში მიიღონ მონაწილობა, Pranglimine ზეპირი ანგარიშის (4) შემდეგ უნდა დააჭირონ წარწერას შეჯიბრი (7).

მიღებულ გვერდზე უნდა დააჭირონ წარწერას პირველი ეტაპი (1) და OK ღილაკის დაჭერით (2) უნდა დაეთანხმონ თამაში დაწყებას. ​

ეკრანზე გამოვა 3 ეტაპიანი თამაში.  თითოეული ეტაპის გასავლელად უნდა დააჭირონ წარწერას დაწყება, ხოლო თამაში შედეგის გამოტანის შემდეგ ისევ დაწყებას

მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა ითამაშონ სამივი ტიპის თამაში (გამოკლება, გამრავლება, შედარება იხ. ზედა სურათი)
მოსწავლეს თუ დრო დარჩება, კვლავ შეუძლია ითამაშოს და გააუმჯობესოს რომელიმე შედეგი.
სამივე ტიპის თამაში მოსწავლემ უნდა ითამაშოს ერთ ჯერზე! (ეს არის პირველი ეტაპის სამი თამაში).
თამშის დასრულების შემდეგ კი უნდა დააჭიროს ღილაკს დასრულება
პირველი ეტაპის საბოლოო ვადაა 6 ნოემბრის 23:00 საათი

2 ეტაპი გაიმართება 7 ნოემბერი /24 ნოემბერის ჩათვლით (23.00). სტატიკური სამჭიდი 2.
3 ეტაპი: 25 ნოემბრი / 11 დეკემბრის ჩათვლით (23.00). საყვარელი სამჭიდი.
ფინალი  / იანვარი 2018

გისურვებთ წარმატებას!

მადლობა თანამშრომლობისთვის

@ მეილის ნიშნის ისტორია

არასდროს მეგონა რომ აფთიაქში ბანალური ბამბის საყიდლად შესულს ამ პოსტის დაწერის იდეა დამებადებოდა. ხოდა რა მოხდა აფთიაქში?

რიგში დგომისას ჩემი ჭორიკანა ყურადღება თავანკარა მეგრულით მოფუსფუსე (შემდგომში უკვე უფრო მოროხროხერე) ქალბატონებმა მიიპყრო, ათენა მუ რე ძა? რომ გავიხედე აშკარად ჯეკპოტი ჰქონდათ მოგებული და ყველანაირ კოსმეტიკას ყიდულობდნენ, თან 1-2-ს კი არა 20-30 ცალს. რავი მე ასეთი ლოგიკა მაქვს: თუ ვიღაცა 10 ცალ სხვადასხვა ფირმის შამპუნს ყიდულობს და ვერ არჩევს ნორმალური თუ ტენიანი კანისთვისაა, ან 30 საპონი, რავა ერთ დროულად გჭირდება? ხოდა აქ კიდევ ერთი ფრაზა იყო ტოტ კრასივი ტოჟე ვაზმი.... აქ უკვე მივხვდი რა ჯეკპოტიც მოიგეს... ხოდა გამახსენდა საბაჩქა.

რისი თქმა მინდა: ცნობილია, ქართული „ელიტა“ საუკუნეების მიხედვით ხან და ფრანგულად საუბრობდა და ხან რუსულად. რაიკომის მდივნის შვილები პაგალოვნად რუსულ სკოლებში დადიოდნენ... მოკლედ ყველამ ხომ უნდა ნახოს რუსეთიდან ჯეკპოტი გეწვია და ა.შ. ქართული კუდაბზიკობა — რაიონულ ტელევიზიაში ხსოვნაში გაჟღერებული ფრაზა „მოსკოვიდან დაგტირის შენი შვილი ჯემალი....“

ამ პოსტით ვეცდები ერთი კომპიუტერული ტერმინის მეილის ნიშნის — ყველასთვის ცნობილი @ რუსულ წარმომავლობაზე გესაუბროთ:

რამდენიმე ქართულმა ბლოგმა ამ ტერმინის რუსულ ეტიმოლოგიას პოსტებიც კი მიუძღვნა. მაგალითად ფეისბუკის გვერდმა „იყიდე ქართული“  დაიწყო კომპანია ძაღლუკას გალოკოკინების თაობაზე,




ხოლო ambebi.ge გვერდმა სტატია დაწერა ჩაანაცვლებს თუ არა ლოკოკინა ძაღლუკას



სიმბოლო @ ცნობილია სულ ცოტა XV საუკუნიდან, მაგრამ შესაძლოა იგი კიდევ უფრო ადრე გამოიგონეს. აქამდე დაზუსტებულად არაა ცნობილი, თუ ვინ და რატომ გამოიგონა და მისი პირველი გამოყენების თარიღიც მიახლობითაა ცნობილი, მაგრამ ამ ნიშნის საერთაშორისო აღიარებად მიჩნეულია 2004 წლის თებერვალი, როცა ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირმა მორზეს ანბანში ელექტრონული ფოსტის მისამართების გადაცემის გასაადვიებლად @ სიმბოლოს კოდად • — — • — • A და C ასოების კომბინაცია დაამატა.  

ამერიკელი სწავლულის ბერტოლდ ულმანის ვერსიით @  პირველად ბერებმა გამოიყენეს შუა საუკუნეებში. ისინი წიგნების გადაწერით იყვნენ დასაქმებულნი, მათ შორის ლათინური წიგნებიც იყო. ლათინურში არის წინდებული "ad" და იმ დროს მიღებულ შრიფტში ასო "d" იწერებოდა პატარა კუდით, რომელიც ზემოთ იყო მოხვეული. სწრაფი წერისას წინდებული ჩანდა როგორც @.

2000 წელს პროფესორ ჯორჯიო სტაბილეს ვერსიით ფლორენციელი ვაჭრების დამსახურებით,  XV საუკუნიდან ნიშანი @  გამოიყენებოდა როგორც კომერციული სიმბოლო. იგი აღნიშნავდა ამფორას - წონის ერთეულს, რომელიც 12,5 კგ- უდრიდა. მაშინდელი ტრადიციით ასო "A", რომლითაც აღნიშნული იყო წონა, კუდით იყო დამშვენებული  და გამოისახებოდა როგორც დღეისათვის ყველასთვის ნაცნობი სიმბოლო. მან თავისი ჰიპოტეზის დამადასტრებლად მოიტანა 1536 წლით დათარიღებული ფლორენციელი ვაჭრის ჩანაწერი სადაც მოხსენიებული იყო ერთი "A" ღვინის ფასი, ამასთან ხელნაწერში "A" სიმბოლო გავდა @-ს. 




ესპანელებს, პორტუგალიელებს და ფრანგებს მისი წარმოშობის თავისი ვერსია აქვთ - სიტყვიდან "არობა" - ძველი ესპანური წონის ერთეული, რომელიც დაახლოებით 15 კილოგრამს უდრიდა. აქაც @  სიტყვის პირველი ასოდან იქნა აღებული.

Trigo@1 წარწერა დათარიღებულია 1448 წლით „ხორბალი 1 არობა“


თანამედროვე კომერციულ ენაში ნიშან @ - კომერციული სახელია "კომერციული at", რომელიც საბუღალტრო ჩანაწერებიდან წარმოიშვა. იქ იგი აღნიშნავდა თანდებულებს "-ვით, -თან, -ზე, -ში". თარგმანში იგი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა - 5 ცალი, თითო 3 დოლარში (5 widgets @ $3 each). ვინაიდან სიმბოლო გამოიყენებოდა ვაჭრობაში, ამიტომ იგი პირველი საბეჭდი მანქანების კლავიატურებზეც გამოჩნდა, საიდანაც კომპიუტერების კლავიატურებზე გადაინაცვლა.



ინტერნეტში სიმბოლო @, ელექტრონული ფოსტის შემქმნელის, რეი ტომლინსონის დამსახურებით აღმოჩნდა. მიზეზი, რის გამოც ეს ნიშანი გაჩნდა მომხმარებლის სახელსა და ელექტრონული ფოსტის სერვერის სახელის გამყოფად, მან ასე ახსნა: მე ვეძებდი ნიშანს, რომელიც არ შეგვხვდებოდა არც სახელებში, არც დასახელებებში და შესაბამისად არეულობასაც არ შემოიტანდა სისტემაში. პირველი ასეთი სახელი იყო tomlinson@bbn-tenexa Arpanet-ის ქსელში. 1971 წლის ნოემბერში მან პირველად გააგზავნა მსგავსი წერილი ()ელექტრონული ფოსტა მანამდეც არსებობდა, მაგრამ ამ ადამიანმა პირველმა მოიფიქრა სახელისა და დომენის @ სიმბოლოს საშუალებით გაყოფა.

ინტერნეტში ასევე არსებობს სხვა სერვისებიც, რომლებიც @ სიმბოლოს იყენებენ ამავე დანიშნულებით:
  • HTTP — http://login:password@www.example.org;
  • FTP — ftp://login:password@ftp.example.org; 
  • Jabber — somebody@example.org; 
  • LDAP — somebody@example.org; 
  • IRC არხზე არხის ოპერატორის აღმნიშვნელია

ასევე ეს სიმბოლო პროგრამირების ენებში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით
ტვიტერში და ფეისბუკზე ამ სიმბოლოს გამოყენება იწვევს მოსაუბრის სახელის მონიშვნას. საერთაშორისო სტუდენტურ ორგანიზაციაში AIESEC შიდა მიმოწერაში არაოფიციალურად ამავე ორგანიზააციას აღნიშნავს. ევროპაში არსებობს საგზაო ნიშანი, რომელზეც დატანილია მეილის ნიშანი. ის აღნიშნავს ინტერნეტში თავისუფალი დაშვების წერტილს.   

 სხვადასხვა ქვეყნებში ამ სიმბოლოს სხვადასხვანაირად ეძახიან. სახელები ძირითადათ ცხოველებთანაა დაკავშირებული. გერმანელებთან და პოლონელებთან - მაიმუნი, იტალიელებთან - ლოკოკინა, ამერიკაში და ფინეთში - კატა, ტაივანში და ჩინეთში - თაგვი. ზოგ ქვეყნებში იგი რაღაც გემრიელთანაა დაკავშირებული: დარიჩინიანი ფუნთუშა შვედეთში, შტრუდელი ისრაელში და მხოლოდ დისციპლინიანი იაპონელები არიან შორს ყოველგვარი რომანტიკიდან და @- ეძახიან ისე როგორც იგი ინგლისურ ენაში ჟღერს - "attomark".


ქართული "ძაღლუკა" რუსულიდან გადმოვიდა, მხოლოდ რუსები ეძახიან მას "საბაჩკას". ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური "at" ძაღლის ყეფას ჰგავს, მეორე ვერსიით კი თვით ნიშანი ჰგავს დახვეულ პატარა ძაღლს. მაგრამ ყველაზე პოპულარული ვერსია პირველ თამაშებს უკავშირდება. თამაშს „Adventure“ თავგადასავალი ერქვა. მაშინდელ კომპიუტერებში გამოყენებული ეკრანები მხოლოდ ტექტსტური იყო და ნახატები არ გამოიყენებოდა. ერთ-ერთი თამაში სიუჟეტის მიხედვით მოთამაშეს ჰყავდა დამხმარე, ერთგული ძაღლი, რომელიც ეხმარებოდა განძეულის ძებნაში, იცავდა სხვადასხვა მონსტრებისგან, მიდიოდა დაზვერვაზე და კატაკომბებში. და რაღა თქმა უნდა ამ ძაღლის აღმნიშვნელი ნიშანი იყო @. 





პოსტს იმით დავასრულებ, რომ მე ვუერთდები ფეისბუკის გვერდზე „იყიდე ქართული“  დაწყებულ კომპანიას რომელიც  ძაღლუკას გალოკოკინებას ეძღვნება  :), თუმცა მე ამ ნიშანს აბორბალას ვეძახი ან მეილის ნიშანს. ალბათ კვლავ მომიწევს ამ ტემაზე მიბრუნება. ამწუთას ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ძაღლუკა არ არის ქართული ტერმინი!

ისტ პედაგოგებს გთხოვთ გამომეხმაუროთ ამ თემასთან დაკავშირებით და შესაძლებელია მშვენიერი პროექტი მოვიფიქროთ რამდენიმე სკოლაში ერთად

ასევ გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ პოსტის შემდეგ მოცემულ გამოკითხვაში.

@ სიმბოლო ვიკიზე







კასტინგი მეექვსეკლასელებისთვის





 მსოფლიო ტელე-კინო ინდუსტრიის გიგანტის Metro Goldwyn Mayer-ის პროექტი უკვე საქართველოშია 
თუ ხარ #მეექვსეკლასელი მოდი კასტინგზე 📽




ვირუსი translate.ge საიტზე






დამატება 19.10.2017 02:14 ამჟამად translate.ge  საიტიდან ტრაოას ცხენი ამოღებულია, სამაგიეროდ კვლავ რჩება საიტებზე Zuma.ge taqsi.ge wow.ge. თუ იცით სხვა საიტები, გთხოვთ კომეტარებში დაწეროთ, რომ სხვებსაც გავუზიაროთ.

საიტზე translate.ge ტროას ცხენს დააჭენებს ადმინი. არ შეხვიდეთ ღვთის გულისათვის. იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ მართლა არის ეს მავნე პროგრამა, სოურსში მოძებნეთ coinhive და აღმოაჩენთ სკრიპტის მდებარეობას.

მოკლედ ამ ტროიანის შესახებ. Github-ზე ღიად დევს ჯავაზე დაწერილი სოურს კოდი, რომლის სერვერზე დაყენების შემთხვევაში შესაძლებელია საიტზე შემოსული მომხმარებლის კომპიუტერის რესურსები (ძირითადად ცენტრალური პროცესორი) საიტით სარგებლობის პერიოდში გამოყენებული იყოს ბიტკოინის (ელექტრონული ფული) ინფორმაციის ნაწყვეტის დასამუშავებლად. ამ პროცესში მიტაცებული მოწყობილობის რესურსის 99% პროცენტი იქნება დატვირთული.

წამალი ნაპოვნია:   დააყენეთ uBlock Origin ვებსტორიდან, ნუ მისცემთ სხვას უფლებას, გაგაბრიყვონ



დააყენეთ minerblock ვებსტორიდან, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის უარყოფით ეფექტს, თუმცა ბოლომდე აღმოფხვრა მაინც არ შეუძლია. ანუ 99% იანი დატვირთვა ჩამოდის 12-20% ამდე. როგორც ყველა დამატება, ეს დამატებაც ბრაუზერის მარჯვენა ზედა კუთხეში ჩასვამს თავის პიქტოგრამას. ამ პიქტოგრამაზე კი გამოისახება დაბლოკილი საიტების რაოდენობა. რითაც თქვენ ადვილად შეძლებთ დაინფიცირებული საიტის უვნებელყოფას — ამ შემთხვევაში მექანიკურად გათიშვას.

აქედან გამომდინარე ამ წუთის გადაწყვეტილება და რჩევა არის არ შეხვიდეთ დაინფიცირებულ საიტებზე. ასევე ნუ იქნებით მსგავსი ტიპის დამატებების იმედად. გამოიყენეთ ავტორიტეტული ანტივირუსული პროგრამები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ავასტი პოულობს ამ სკრიპტს. თუ შეხვალთ, დახურეთ და რაიმე დამატებითი ქმედება არ გჭირდებათ

საინტერესოა, საიტის ადმინისტრაცია რამდენად ინფორმირებულია ამ თემის შესახებ  ;)

რას შეეხება Anonymous კომენტარს,



მადლობა გამოხმაურებისთვის, რაც შეეხება ჩემს ცოდნას ვფიქრობ თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ვიდეოგაკვეთილი მავნე პროგრამების შესახებ კურსიდან კიბერუსაფრთოხება პედაგოგებისთვის ჩემი კოლექციიდან :).  მოკლედ, ვისურვებდი რომ კომენტარი კონსტრუქციული ყოფილიყო.

თუ იმ თემას გავაგრძელებთ, აღნიშნული სკრიპტი ვირუსია თუ მაინერი?, მაინერი ვიცი მე ასეთი



ან კიდე ასეთი




ან სულაც ასეთი



და ასეთი




მაინერი მე არ მინახია.


ამიტომ ეს მაინერი კი არა ტროას ცხენია  :), ყოველი შემთხვევისთვის ასეთ კლასიფიკაციას აძლევს მას ღრმადპატივცემული კასპერსკის ლაბორატორია. ვინ ვინ და ამ ლაბორატორიამ ვფიქრობ ყველაზე უკეთ იცის მაინერია, ჭია თუ ტრაოას ცხენი ეგ სკრიპტი. მე ჩემს პრაქტიკაში მავნე პროგრამებთან დაკავშირებით ყოველთვის დავაკვირდები კასპერსკის ტენდენციებს, მაგრამ არასდროს გირჩევთ, გამოიყენოთ კასპერსკის რომელიმე პროდუქტი როგორც ანტივირუსი.

და ბოლოს, ტერმინი „ვირუსი“ ძალიან ხშირად გამოიყენება მავნე პროგრამების სინონიმად. მავნე პროგრამებთან საბრძოლველად გამოყენებულ პროგრამებს სწორედაც ანტივირუსები ქვიათ და არა მავნე პროგრამეთან მებრძოლი პროგრამები თუ რაღაც ამდაგვარი. წუხელ, როცა ამ სკრიპტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შეხვედრაზე უნდა გავსულვიყავი. სასწრაფოდ მომიწია შეხვედრის დროის გადადება. გადავწყვიტე მოკლე დროში მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემი მკითხველებისთვის. აქედან გამომდინარე იმ მომენტისათვის აღნიშნული სკრიპტი ვირუსი იყო, ჭია თუ ტროას ცხენი, რაიმე პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. მითუმეტეს არ ვიცოდი რასთან მქონდა საქმე. პირიქითაც კი შეიძლება ყოფილიყო. ბლოგზე რომ დამეწერა არიქა ტრანსლეით ჯეზე ჭია ვიპოვეთ ფრთხილად იყავითო, ალბათ ბევრი გიჟად ან სულაც ხუმრობად მიიღებდა. შესაბამისად ტერმინი „ვირუსის“ გამოყენება იმ დროისთვის და ახლაც ჩემთვის მისაღებია. ვამბობ, როცა ეს პოსტი გავაკეთე, არ ვიცოდი რა ტიპის მავნებელთან მქონდა საქმე.

მე არასდროს მექნება პრეტენზია რომ ჩემი პოსტები აკადემიურია და არც მკითხველს აქვს სამეცნიერო ხარისხის დონის პოსტების ბლოგებზე ძებნის მოლოდინი (იმედია). ასე რომ პოსტის სათაურად კვლავ რჩება ვირუსი და არა ტროას ცხენი. თუმცა როგორც გითხარით, საიტზე კასპერსკის ლაბორატორიის განცხადებით ნაპოვნია ტროას ცხენი Trojan.JS.Miner.d.   (წყარო stackexchange.com ან  malwaretips.com)





ასევე შეგიძლიათ იხილოთ სახალისო პოსტი ადრინდელი შემთხვევის შესახებ


ამ თემის განხილვა ფეისბუკ გვერდზე

შსს რეაქცია

როგორ მდიდრდებოდნენ მომხმარებელთა ხარჯზე ქართული პორტალები

(აუცილებლად წაიკითხეთ რადგან ამ პოსტში განხილულია ზიანდება თუ არა პერსონალური კომპიუტერები მაშინ, როდესაც მათ „მაინინგისთვის“ იყენებენ და ირღვევა თუ არა ჩვენი უფლებები
მსგავსი შემთხვევები და პასუხისმგებლობა
არსებული კანონი  (სისხლის სამართლის კოდექსის 284, 285, 286 მუხლები))





იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით