-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

პროგრამირების ენები 2022 წლისთვის და ჩემი გეგმები

 


ამ ახალი წლის დღეებში რომ არ მოვდუნდეთ, სანამ ახალ ვერსიას დავდებ, იქნებ ძველი გადავიმეოროთ, თანაც მომავალი წლისთვის გრანდიოზული გეგმები მაქვს:

კვლავ ახალ ჯგუფს დავაკომპლექტებ ჰარვარდის კურსზე, სექტემბრიდან ისევ ახალი ჯგუფი დაიწყებს სწავლას კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაზე, ახლა პაატარა მაგრა ძალიან ძლიერი ჯგუფი გვყავს. ყველამ 100% იანი შეფასებით დაამთავრა პირველი სემესტრი. უკუკავშირებიც დადებითია.

იანვრის ბოლოდან დავიწყებ ჰარვარდის უნივერსისტეტის კურსს შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით ქართულ ენაზე. 

იანვარში გამოცხადდება რეგისტრაცია ტექნოლოგიის გამოცდების მოსამზადებელ ტრენინგზე პედაგოგებისთვის. ტრენინგები აპრილის ბოლოს დაიწყება. 

იანვრიდა ამავე იუთუბ არხზე ყოველკვირეული შეხვედრებიც განახლდება გაუმჯობესებული ხარისხით, თემატიკით და მასალებით

მოკლედ ნახეთ ვიდეო პროგრამირების ენები 2022 წლისთვის. (რეტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა) 





ბაგების ისტორია :)


მოკლედ: ტერმინი „ბაგი“ (დაკავშირებული სიტყვები: დებაგირება, დებაგერი) პირველად გამოიყენა კომპიუტერული მეცნიერებების პიონერმა გრეის ჰოპპერმა. მან მორიგეობის ჟურნალში ელექტრომექანიკური კომპიუტერის გაუმართაობის მიზეზად (ღამის) პეპელა დაასახელა, რომელიც Mark II ის (იგივეა რაც აიკენის რელეებიანი კალკულატორი. 1947. ჰარვარდი)  რელეში იყო გაჩხერილი.  ეს პეპელა რელედან ამოიყვანა და შემდეგ ჟურნალში ფიზიკურად ჩააკრა კიდეც :)  პროცედურის აღწერისთვის კი გამოიყენა სიტყვა „bug“ – ბაღლინჯო (ძალიან პატარა მწერი). ეს შემთხვევა მოხდა 1947 წლის 9 სექტემბერს

სტატია ნეშენალ ჯეოგრაფიკსში





   

ბონუსი:  BSOD ეკრანის ვინდოუს 98 ის წარდგენის დროს 



5 ყველაზე სამწუხარო პროგრამული ხარვეზი ისტორიაში

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით