-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

კომპიუტერულ ტექნოლოგიები 2024წ. ზამთარი


განახლება 1. ეს პოსტი bit.ly/regcs50g
განახლება 2. ახალ ჯგუფში შეხვედრები დაიწყება 02  თებერვალს 19:00 საათზე

სალამი ძვირფასებო. ამჯერად ჩემი დიდი ხნის საოცნებო 

მნიშვნელოვანი შენიშვნა: twiton.ge ახლა არ გაიაროთ რეგისტრაცია

მინდა შემოგთავაზოთ. თანაც ერთდროულად რამდენიმე კურსზე. მოდი ჯერ სათაურებს გაეცანით: 

  • კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)
  • შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)
  • მაინკრაფტი (პითონის კლასი)კიდევ:

  • კვანტური კომპიუტერის პროგრამირება (ამერიკულ უნიში აკრედიტებული სერტიფიკატი)

ახლა ტრენინგ მოდულებს გაგაცნობთ  ცალ-ცალკე

  :: შესავალი ტექნოლოგიებში (ქართ) (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

ეს კურსი შექმნილია იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ტექნოლოგიასთან, მაგრამ არ ესმით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი „კაპოტის“ ქვეშ ან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემები, როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, ეს კურსი ავსებს ხარვეზებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოიყენონ და მოაგვარონ პრობლემები უფრო ეფექტურად.  ამ კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია და ტექნოლოგია მართლაც გაგაოცებთ. ყველაზე მეტ რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს..

რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • ტექნიკას, 
  • ინტერნეტს, 
  • მულტიმედიას, 
  • კიბერუსაფრთხოებას, 
  • პროგრამირებას და 
  • ვებ დეველოპმენტს 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მოწყობილობების ამოცნობა და დანიშნულების გააზრება
  • ინტერნეტის მუშაობის დიზაინის ცოდნა 
  • ფაილების ფორმატის შერჩევა და იდენტიფიცირება
  • პროგრამირების ენების დანიშნულება და გამოყენების სფეროების შერჩევა
  • მარტივი ვებ გვერდის შედგენა და სერფინგი
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: IV-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი




მაგალითი


  :: შესავალი კომპიუტერული მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

(თუ გამოცდილება არ გაქვთ, სასურველია დასაწყისისთვის აირჩიოთ სკრეჩის კურსი და შემდეგ გადახვიდეთ ამ კურსზე)
  
მოგესალმებით ინტელექტუალურ მეწარმეობაში კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების ხელოვნებაში კურსზე. ეს კურსი ასწავლის სტუდენტებს როგორ იფიქრონ ალგორითმულად და გადაჭრას პრობლემები ეფექტურად. თემები მოიცავს აბსტრაქციას, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, ინკაფსულაციას, რესურსების მართვას, უსაფრთხოებას, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას და ვებ პროგრამირებას. ენები მოიცავს C, Python და SQL პლუს HTML, CSS და JavaScript. კურსი მთავრდება ფინალური პროექტით. არ მოითხოვება წინასწარი გამოცდილება. CS50 სტუდენტების ორ მესამედს ადრე არასდროს გაუვლია პროგრამირების რაიმე კურსი.


კურსში განხილული თემები:
Week 0 Scratch
Week 1 C
Week 2 Arrays
Week 3 Algorithms
Week 4 Memory
Week 5 Data Structures
Week 6 Python
Week 7 SQL
Week 8 HTML, CSS, JavaScript
Week 9 Flask
Week 10 Emoji


შეხვედრების რაოდენობა: 22 (კვირაში 3 დღე)
შეხვედრების ხანგრძლივობა 150 წუთი
დავალებების რაოდენობა 11
მონაწილეთა ასაკი: VIII-XI კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

სერტიფიკატი განთავსებულია ჰარვარდის საიტზე. ნიმუში:



ნახეთ წლევანდელი კურსის დასაწყისი და ისიამოვნეთ. თუ ამ შეხვედრის 70% გაიგეთ, აუცილებლად აირჩიეთ ეს კურსი :)

 
  :: შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (ქართ) (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

პროგრამირების შესავალი Scratch-ის გამოყენებით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს შეუძლიათ დაწერონ კოდი ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს, რომლებსაც არ აქვთ პროგრამირების გამოცდილება, შექმნან საკუთარი ანიმაციები, თამაშები, ინტერაქტიული ნახატები და ამბები. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის.
რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • სპრაიტი, 
  • ფუნქციები, 
  • მოვლენები, 
  • მდგომარეობა, 
  • ციკლები
  • ცვლადები
  • აბსტრაქცია
  • პროექტი 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მარტივი ანიმაციების შექმნა
  • თამაშების შექმნა
  • ინტერაქტიური ნახატების დამზადება
  • ციფრული ამბის თხრობა
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 30 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: VI-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

ლექციის ნიმუში



წასაკითხი მასალის ნიმუში
ლექცია 1 სპრაიტი (ვიდეო ქართულად)

კურსს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. კურიკულუმი (მასწავლებლისთვის),  სტანდარტი. მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფომაზე შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...

  :: შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)

ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგება. I ნაწილი ეხება პროგრამირების კურსის შესავალს სტენფორდის რობოტ კარელის დაპროგრამებით, ხოლო მეორე ნაწილში შევეხებით პროგრამირების ენას პითონი. კურსის ბოლოს მონაწილეები შექმნიან თამაშს.

ამ გიფზე ჩანს რამდენად ადვილია ქართულ კარელში მუშაობა  (გაადიდეთ სურათი და დააკვირდით, ვიდეოსავითაა) 


შეხვედრების რაოდენობა: 14
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 14
მონაწილეთა ასაკი: V-IX კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი



:: როგორ მუშაობს ინტერნეტი (ქართ. code.org კურსი)

ინტერნეტის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ ინტერნეტის მამად აღიარებული ვინტ სერფის მოგიყვებათ. ის ბობ კჰანთან ერთად TCP/IP პროტოკოლის თანაავტორია. კიდევ კაი კაი ამბებში გამოიჩინა თავი. სხვა ქართული სასკოლო კურსებისგან აქ ყველაზე ნაკლებადაა საუბარი ინტერნეტის ისტორიაზე და სხვა არამნიშვნელოვან თემებზე. კი არა, ზუსტად იმაზეა საუბარი რაზეც უნდა იყოს საუბარი თემაში როგორ მუშაობს ინტერნეტი.

ნახეთ ნიმუში


რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • როგორ მუშაობს ინტერნეტი?
  • ქსელის აწყობა (სიმულატორი)
  • ინტერნეტ დამისამართება (TCP/IP)
  • როუტერი და საიმედოობა
  • პაკეტები
  • HTTP და DNS
  • ფინალური პროექტი 

შეხვედრების რაოდენობა: 7
შეხვედრების ხანგრძლივობა 5-10 წუთი
დავალებების რაოდენობა 7
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი


  :: მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)

კურსი ეხება მაინკრაფტში ხელოვნური ინტელექტის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

შეხვედრების რაოდენობა: 4
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 4
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

  :: მაინკრაფტი (პითონის კლასი)
კურსი ეხება მაინკრაფტში პითონის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

შეხვედრების რაოდენობა: 10
შეხვედრების ხანგრძლივობა 20 წუთი
დავალებების რაოდენობა 11
მონაწილეთა ასაკი: V-X კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

ნახეთ ვიდეო


:: ვებდეველოპმენტი (code.org)
ამ განყოფილებაში მოსწავლეები  შეისწავლით თუ როგორ შექმნან და გააზიარონ ტექსტი ვებ გვერდებზე. როცა გადაწყვიტენ, რა შინაარსის გაზიარება სურთ მსოფლიოსთან, შეისწავლიან თუ როგორ მოაწყონ თავიანთი ვებ გვერდები HTML და CSS გამოყენებით. მოსწავლეები ასევე გამოიყენებენ პროგრამირების ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა დებაგირება, რესურსების ერთობლივი გამოყენება და გუნდური მუშაობა.

თავი 1: ვებ გვერდის შექმნა
  1: ვებ გვერდების შესწავლა
  2: შესავალი HTML-ში
  3: სათაურები
  4: მინი-პროექტი: HTML ვებ გვერდი
  5: ციფრული კვალი
  6: ტექსტის გასტილვა CSS-ით
  7: მინი-პროექტი: შენი პერსონალური სტილი
  8: ინტელექტუალური საკუთრება
  9: სურათების გამოყენება
  10: ვებსაიტები თვითგამოხატვისთვის
  11: CSS-ით ელემენტების გასტილვა
  12: თქვენი ვებ გვერდი - მომზადება
  13: პროექტი - პერსონალური ვებ გვერდი

თავი 2: ვებსაიტის შექმნა
  14: სხვადასხვა მიზნების ვებსაიტები
  15: გუნდური პრობლემის გადაჭრა
  16: წყაროები და კვლევა
  17: CSS კლასები
  18: მრავალგვერდიანი საიტის დაგეგმვა
  19: გვერდების დაკავშირება
  20: პროექტი - მიზნობრივი საიტები
  21: საექსპერტო შეფასება და საბოლოო შტრიხები
პოსტპროექტის ტესტი

  :: CISCO კურსები
 
კურსები:
კიბერუსაფრთხოება. 160 სთ, 
ქსელის საწყისები. 25 სთ
ქსელური მოწყობილობების ინიციალიზაცია 25სთ
ქსელის უსაფრთხოება. 40 სთ.
ქსელის დამისამართება. 18 სთ
შესავალი ქსელებში. 70. სთ
ქსელები. 68 სთ
პითონი, 1, 2,3 (210 სთ)



  :: საჭორაო შეხვედრები

კვირაში ერთი დღე გვაქვს ე.წ. საჭორაო შეხვედრა, სადაც 30 წუთის განმავლობაში ვსაუბრობთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებზე,  მაგალითად, როგორ მუშაობს ინტერნეტი, ბრაუზერების ომი, ტექნოლოგიებზე ფილმის ერთობლივად ნახვა, საუბრები სხვადასხვა პროგრამებზე, საიტებზე, სერვისებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. 

თემების შერჩევა ხდება კენჭისყრის (გამოკითხვის შედეგად)   


  :: შეჯამება

კურსები აგებულია  k12cs.org  სტანდარტის შესაბამისად

რეგისტრაციამდე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ: 

თქვენ გაქვთ GitHub ანგარიში. თუ არ გაქვთ, რეგისტრაციის ვიდეო 

მოსწავლეებისთვის ეს კურსები უფასოა, 

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ვებ გვერდზე თვითონ.გე რომელიც მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.

კურსები აგებულია  k12cs.org  სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერსოა და პირობებიც მისაღებია, დარეგისტრირდით. იჩქარეთ, ადგილები წელს შეზღუდულია 

მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა საჩუქრები და სიურპრიზები კურსის განმავლობაში. 

სწავლა დაიწყება 2023 წლის 25 ოქტომბერს

  შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 144 785  

(P.S. რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ შესაბამისი ბმულები გარანტირებულად მოგივათ და ღონისიებებში მიიღებთ მონაწილეობას. ორგანიზატორი უფლებას იტოვებს ახსნა-განმარტების გარეშე უარი განუცხადოს ნებისმიერ დარეგისტრირებულ ბენეფიციარს ღონისძიებებში მონაწილეობაზე)


რეგისტრაციის შემოკლებული ბმული (თქვენი მეგობრებისთვის გასაზიარებლად): bit.ly/geocs50




ტრენინგი: შესავალი პითონით პროგრამირებაში 2024 სეზონი (მასწავლებელებისთვის)

 


თქვენ რეგისტრირდებით ინოვაციური განათლების ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზიებულ ტრენინგზე შესავალი პროგრამირებაში პითონით. (კარელი) მასწავლებლებისთვის, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსიდან ადაპირებულია ქართულ ენაზე.

   
ტრენინგ მოდულები:

I მოდული: კარელი 
II მოდული: პითონი

განხილული თემები:
1. ფუნქციები ცვლადები
2. if-else 
3. დეკომპოზიცია
4. for ციკლი
5. while ციკლი
6. ბიბლიოთეკა
7.  გრაფიკა
8. ანიმაცია
9. ფინალური პროექტი

და სხვა..

ჯერჯერობით ეს კურსი ერთადერთი ქართულენოვანი კურსია, რომელიც პედაგოგებს სთავაზობს სრულ პაკეტს პითონით სწავლებისთვის. ანუ, კურსი მოიცავს: 
  • პროგრამირების სწავლების მეთოდოლოგიას
  • სასწავლო ვორკშოპს
  • სასწავლო რესურსებს როგორც მასწავლებელებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის
ყველა მოდულს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, წასაკითხი მასალა, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. სტანდარტი. შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის.....

კურსების დამთავრების შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების საფუძველზე გაიცემა ჰარვარდის  უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული სერტიფიკატი.  
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ ვებ გვერდზე.

ამ გიფზე ჩანს თუ როგორ მუშაობს საიტზე არსებული პროგრამა



კურსები აგებულია IEEE CS სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თქვენ აგრეთვე თქვენი მეგობრისთვის მიიღებთ 10% იან ფასდაკლებას, ხოლო ამ ფასდაკლების კუპონით დარეგისტრირებულ ყველა პედაგოგზე კიდევ მიიღებთ 5% იან ფასდაკლებას. ფასდაკლების კუპონის მისაღებად ისტის მასწავლებლების ან დათო მალანიას ტრენინგების ფეისბუკ ჯგუფში ამ ტრენინგის ბანერის ქვეშ  დაკომენტარეთ რომ ყოფილმა მონაწილეებმა პირადში გამოგიგზავნონ  კოდი.
 
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 144 785  

რეგისტრაციი შემოკლებული ბმული (თქვენი მეგობრებისთვის გასაზიარებლად): bit.ly/regpy2024

ტრენინგი დაიწყება 2024 წლის თებერვალში
შეხვედრების რაოდენობა: 10
დავალებების რაოდენობა: 10
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი    


იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით