-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ვაკანსია: რეგიონალური წარმომადგენლები



თუ გინდა:
  • ძალიან სასიამოვნო საქმის თანამონაწილე იყო,
  • სკოლებში ინოვაციური საგნმანათლებლო პროექტების დანერგვაში მიიღო მონაწილეობა, 
  • გქონდეს შენს ინტერესებზე მორგებული სამუშაო,

მაშინ შემოგვიერთდი ინოვაციური განათლების ასოციაციაციის გუნდში რეგიონალური წარმომადგენელის ვაკანსიაზე (1 წარმომადგენელი 1 რეგიონში). უპირატესობა მიენიჭება ისტის მასწავლებელს, დირექტორს ან რესურცენტრის თანამშრომელს. კანდიდატი უნდა იცნობდეს არჩეული რეგიონის (და არა რაიონის) სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს.

გაიარეთ რეგისტრაცია


წარმომადგენლების შერჩევა 2 ეტაპად მოხდება.

  • აპლიკაციების გარადჩევა,
  • გასაუბრება
  • სრულად ანაზღაურებადი სტაჟირება 2 თვე
  • ხელშეკრულება  

ძირითად მოვალეობა: ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება , (წერილის და/ან  SMS შეტყობინებბის გაგზავნა რეგიონის პედაგოგებისთვის)

ანაზღაურება გამომუშავება + ბონუსები  

სამუშაო არის ონლაინ,

საინფორმაცია შეხვედრა 29 ნოემბერს 19:00 საათზე
რეგისტრაცია მთავრდება 17 დეკემებერს
 
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 597918385 




ალბათ გეცნობათ ეს ინსტრუმენტი ─ თურმე Clapperboard ქვია და ფილმის ეპიზოდების მონტაჟის ადგილის მისათითებლად გამოიყენება. აი ერთი პოსტი ქუორაზეა  და კიდევ მეორე ჩემთვის უცნობ studiobinder.com-ზე. თუ იკითხავთ, რა კავშირშია ეს ინსტრუმენტი დათოს ბლოგთან, გეტყვით, რომ დღეიდან ყოველ კვირა დღეს 17:00 საათზე თვითონის იუთუბ არხზე მოვაწყობთ კინოჩვენებას. შეგვიძლია ერთად ვუყუროთ  რაიმე ფილმს რომელიც დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან. ფილმების უმეტესობა ინგლისურ ენაზე.  ამ პოსტში კი შემოგთავაზებთ ფილმების აფიშას. შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ რა თემებზე გსურთ ფილმების ნახვა, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, რა მოგეწონათ, რა კითხვები გაგიჩნდათ, ან უბრალოდ, რისი თქმა გსურთ მეგობრებისთვის.

დღეს კი გთავაზობთ Download: The True Story of the Internet (IMDb) ფილმს, რომელიც არის დოკუმენტური ტელესერიალი ინტერნეტის ისტორიის შესახებ. ეს ფილმი ამერიკაში სამეცნიერო არხზე (Science Channel) გადიოდა, ხოლო სხვა ქვეყნებში დისქავერზე.  

კონკრეტულად ეს ფილმი 4 სერიისგან შედგება:
1: ბრაუზერის ომები – Netscape-ის აღზევება და დაცემა და მისი ბრძოლა Microsoft-ის წინააღმდეგ 
2: ძიება – Google-ისა და Yahoo-ს აღზევება 
3: ბუშტი – 2000 წლის dot.com-ის კრახი და ინტერნეტის საფუძვლები: Amazon.com და eBay 4: ხალხის ძალა – Peer to Peer ტექნოლოგია, ვებ 2.0 და სოციალური ქსელი

ჩვენც ამ თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ ამ სერიებს 12 ნომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. შეხვედრების შემდეგ საშუალება გექნებათ ჩაერთოთ დისკუსიაში, დასვათ კითხვები ან უბრალოდ გამოთქვათ საკუთარი აზრი.

ამ შეხვედრების მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მეტი კომპეტენტური ინფორმაცია მივაწოდოთ ტექნოლოგიების შესახებ. ამას გარდა ცოცხალი კომუნიკაციის მეტი საშუალება გვქონდეს ერთმანეთთან 


კომენტარებში მოგვწერეთ, მომავალში რა ფილმის ნახვას ისურვებდით.

და ამით არ მთავრდება სიურპრიზი, პოსტის დასაწყისში ნახსენები იყო Quora. ზოგადად ინტერნეტში არსებობს უამრავი საიტი, რომლის შესახებაც ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა ახალგაზრდამ აუცილებლად უნდა იცოდეს მეტი. ხოდა ამ პოსტში თავს მოვუყრით ასეთ საიტებს.....

გაგვიზიარეთ, თქვენ რომელ ტექნოლოგიურ საიტს იცნობთ და თვლით, რომ ამ საიტის შესახებ ინფორმაცია სასარგებლო იქნება სხვებისთვის. 

რომელი საიტის შესახებ გინდათ მეტი ინფორმაციის მიღება?....    


























იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით