-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ტოუტალ კონტროლი



ჯერ ასეთი იყო. თავიდან გამიხარდა რომ შევხედე, ზოგადად სიახლეები მიყვარს, მაგრამ ერთხელაც, ანუ გუშინწინ ცოლი კარებში დოინჯშემოყრილი რომ შემხვდა მიზესს ვერ მვხვდი. თურმე სადა ბანაობ. წინეებზეე კარტოფილის მოსატანად არ გავეგზავნე, თათბირი მაქვს ჩასატარებელი მეთქი. ხოდა აგერ არ ჩანს ჩემი ნათათბირევი?

ეხ რაც მე გუშინწინ პოლის ჯოხი მომხვდა... სულ ბრინის და ალენის ბრალია.........

სიმართლე N2

გთხოვთ, პოსტის კომენტარებში გამოხატოთ თქვენი ემოცია, პოზიცია, დამოკიდებულება  წარმოდგენილ სურათთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელია, დაეთანხმოთ, გააპროტესტოთ სხვისი კომენტარი....



სიმართლე N1

გთხოვთ, პოსტის კომენტარებში გამოხატოთ თქვენი ემოცია, პოზიცია, დამოკიდებულება  წარმოდგენილ სურათთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელია, დაეთანხმოთ, გააპროტესტოთ სხვისი კომენტარი....   



ბროუზერების ტესტირება: Chrome 9 vs Firefox 4 vs Internet Explorer 9 vs Opera 11 v...




Download Apple Safari 5.0.2: http://www.apple.com/safari/download/

Download Google Chrome 9.0.570.0: http://www.google.com/chrome/intl/en/...

Download Microsoft Internet Explorer 9.0.7930.16406: http://windows.microsoft.com/ie9

Download Mozilla Firefox 4 Beta 6: http://www.mozilla.com/en-US/firefox/...

Download Opera 11 Alpha 1029: http://www.opera.com/browser/next/

In this browser test I pit Chrome 9 vs Firefox 4, Internet Explorer 9, Opera 11 and Safari 5. I compare all five browsers in JavaScript speed using the Sunspider benchmark, the overall performance with the Peacekeeper benchmark and the HTML5 compatibility and GPU acceleration with the IE Fish Tank test. I also measured the size of the interface of each browser as well as how usable each browser is.

Lastly I take a look at the unique features of all five browsers, including the excellent Google Chrome Instant feature, the instant switching of Personas for Mozilla Firefox, Accelerators for Microsoft Internet Explorer 9, the great customization options of Opera and the sleek eye candy in Apple Safari.

Music by Kevin MacLeod.

DNS-ები p2p ქსელის სახით




The Pirate Bay -ის ერთერთმა დამაარსებელმა - პიტერ სუნდემ მაგაცხადა, რომ აპირებს DNS სისტემის დეცენტრალიზებული ალტრენატივის შექმნას, რომელიც არ დაექვემდებარება ICANN-ს ან რომელიმე მსგავს ორგანიზაციას და იმუშავებს როგორც p2p ქსელი. მსგავსი ქსელის აგების შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული DNS სამყაროს არსებული ტექნოლოგიები. მათი ადაპტაცია მოხდება დეცენტრალიზაციის პირობებში. ასეთი ქსელის აგების ძირითადინ მოტივია ცენზურასთან ბრძოლა, რომელიც უკანასკნელ ხანებშჳ შესამჩნევი გახდა.

© დათო

ევროკომისია Google-ის წინააღმდეგ





ევროკომისიამ განაცხადა, რომ დაიწყებს გამოძიებას იმ ფაქტის შესახებ, თითქოს Google ვებ საძიებო სიტემების ბაზარზე თავის დომინანტურ მდგომარეობას იყენებს და კონკურენტი სერვისების შესახებ რეიტინგებს ამცირებს ძიების საკუთარ შედეგებში.

საჩივრებით ევროკომისიას ბრიტანულმა Foundem და ფრანგულმა ejustice.fr მიმართა. ბრიტანული საძიებო სისტემა აცხადებდა, რომ Google -ში ძებნის ალგორითმი ამცირებს მის შემადგენლობას, რაც იწვევს აუდიტორიის გარკვეული ნაწილის დაკარგვას. ამავდროულად Microsoft და მისი კუთვნილი სერვისი Ciao! Google-ის კონტექსტური რეკლამის სერვისის AdSense-ის პირობებს უჩივის. საჩივარში ამას გარდა ნათქვამია, რომ, ევროკომისიამ აგრეთვე რეაგირება მოახდინა საძიებო სისტემის პროვაიდერების საცივარზე, იმის თაობაზე, რომ Google მათ მონაცემებს საკუთარ სერვისებთან შედარებით არახელსაყრელი სახით წარმოაჩენს.

განაცხადა რა გამოძიების დაწყების შესახებ, ევროკომისიამ გამოკვეთილად განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გააჩნია რაიმე მნიშ[ნელოვანი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება Google ბრალეულობის შესახებ. ხოლო Google კონცერნის წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა.

5 უძველესი საიტის ისტორია ( ჩვენს ნეტას გაუმარჯოს)

ინტერნეტის ისტორიის სანაგვე დაუნდობელია. ამჯერად გთავაზობთ PCWorld-ს რედაქციის თვალსაზრისით 5 ყოფილი პოპულარული ვებსაიტის მიმოხილვას.





1. GeoCities




ეს არის 1995 წელს მსოფლიო ქსელში შექმნილი ერთერთი ხმაურიანი პროექტი. ის ყველა მსურველს საკუთარი ვებსაიტის შექმნის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ HTML არც ისე რთული ენაა, GeoCities მომხმარებელს მარტივ და ჭკვიან ინსტრუმენტებს სთავაზობდა, რომლეთა დახმარებითაც საკუთარი ვებ გვერდის შექმნა თაგვის კლავიშებზე რამდენიმე დაჭერით იყო შესაძლებელი. და ეს ყველაფერი უფასოდ.

მეორე მხრივ, იმ პერიოდში იმის განცხადება, რომ მე საკუთარი ვებ გვერდი მაქვს, ნებისმიერს გააოცებდა და სერვისითაც ბევრი სარგებლობდა. პრაქტიკულად ნებისმიერს შეეძლო გვერდების შექმნა და ბევრიც სარგებლობდა ამ საშუალებით.

სამწუხაროდ, მომხმარებელთა უმეტესობის გემოვნება შორსაა იდეალისგან. ამიტომაც გვერდების უმეტესობა გადაჭედილი იყო ანიმირებული GIF-ფაილებით.

GeoCities აგებული იყო გეოგრაფიულ პრინციპზე. ის გვერდები, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას ეხებოდა, უოლ-სტრიტის სათაურით იყო გაერთიანებული, გვერდები რომლებიც ცნობილ ადამიანებს ეხებოდა, ჰოლივუდში ერთიანდებოდა და ა.შ.

ეს საკმაოდ ძლიერი კონცეფცია იყო 1999 წელს, რომლის შედეგად ამერიკული ინტერნეტ მომხმარებლების მესამედს მე-20 საუკუნის ბოლოს საკუთარი ვებ გვერდი ჰქონდა.

რა დაემართა GeoCities? — Yahoo. შეიცვალა ქსელში ტამაში პირობები და წესები.იერარქიული სტრუქტურის მართვა გაძნელდა და შედეგად რესურსი პირატების ტავშეყრის ადგილად იქცა. ინტერნეტიც ვითარდებოდა. ბლოგები და დინამიური რესურსები ქსელიში მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდნენ.

უკვე არავის სჭირდებოდა საკუთარი სტატიკური ვებ გვერდი. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა 14 დიუმიან CTR მონიტორებტან და დისკეტებთან ერთად. GeoCities დიდი როლი ინტერნეტის ევოლუციაში წარსულს ჩაბარდა.



MySpace


MySpace რომ GeoCities-ის ერთადერი შთამომავალია, სიმართლეს რაღაც დოზით შეიცავს. პირადი გვედები MySpace პროფილით შეიცვალა. ხოლო მთელი სერვისი სოციალური ქსელის საშუალებით ურთიერთობდა.

ორივე რესურსისთვის მთავარი იყო ჯგუფების შექმნა, მაგრამ MySpace-ში შესაძებელი იყო საკუთარი, პირადული პროფილის შექმნა, რომელზე დაშვების უფლება ავტორის გადასაწყვეტი იყო. MySpace სოციალური ქსელის კიდევ რამდენიმე ფუნქციას სთავაზობდა, მათ შორის შეტყობინებების გაცვლა, მეგობართა ჯგუფების გაცვლა, ბლოგები და სხვა.

ეს საინტერესო კონცეფცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ Facebook-ის უფრო მკაცრმა მიდგომამ გაიმარჯვა, რომელიც სტატუსის განახლებაზე იყო კონცენტრირებული. სერვისების ყველაზე დიდი განსხვავება კი მოწყობაში იყო: MySpace საკუთარი პროფილის პერსონიფიკაციაზე იყო მიბმული, ამის შემდეგ კი შესაძლებელი იყო მეგობრების ძებნა. Facebook-ში კი ეგრევე შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.

განვლილი წლების განმავლობაში MySpace პოპულარული გახდა მუსიკოსებს და მსახიობებს შორის, რომელთაც სერვისის მულიტიმედია ორიენტაცია მოსწონდათ, რაც უცხო იყო ფაცესთვის. ჯამში MySpace გასართობი პორტალი გახდა. MySpace ახლაც დიდი სოციალური რესურსია, მაგრამ , თანდათანობით კარგავს მომხმარებლებს და Facebook.

Hotmail



მართლაც Hotmail ელექტრონული ფოსტის პირველი ვებ სერვისია. (თავიდანვე ვიტყვი, რომ მის მიმართ რატომღაც მტრულად განვეწყვე. რაღაც პასპორტს ითხოვდა ). მომხმარებლების რიცხვის მიხედვით ის ახლაც საუკეთესოდ ითვლება 364 მლნ. მომხმარებელი comScore მიხედვით. ამ მაჩვენებლის მიხედვით ჩემი ფავორიტი Yahoo Mail მეორე ადგილზეა, ხოლო ჩემი ახლანდელი ფავორიტი — Google Gmail მხოლოდ მესამეზე.

დღეს Hotmail ცნობილია როგორც Windows Live Hotmail ეკუთვნის Microsoft 14 წელია. Microsoft 2005 წელს შეეცადა შეეცვალა სახელი, მაშინ როცა საკუთარ სამსახურს მასიურად უცვლიდა სახელებს. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დააბრუნა.


ბევრი, და მეც მათ შორის, Gmail-ზე გადავიდნენ,და დაივიწყეს Hotmail-ის ანგარიშები. Hotmail ძალიან გადატვირთული იყო მოსაწყენი და უადგილო რეკლამით. ყოველი წერილის ბოლოს მიბმული სარეკლამო ფრაზა მხოლოდ ამ წლის ივნისში მოსცილდა. ინტერფეისი კი არც ისე მოსახერხებელი და სწრაფია, როგორც Gmail-ის შემთხვევაში.

ამრიგად, ვებ-ფოსტის შემქმნელმა ვერ შეინარჩუნა ლიდრობა და უძრაობის ხანაში აღმოჩნდა. როცა რომელიმე სერვისი მხოლოდ კონკურენტების ძალისხმევის შედეგად ვითარდება, მომხმარებლებს ასეთი სერვისის მხოლოდ დატოვების სურვილი უჩნდებათ.


Slashdot
სიახლეთა სერვისი Slashdot ერთ დროს გასაოცარი პოპულარობით სარგებლობდა და გათვითცნობიერებული მკითხველების მყარ ჯგუფებს აერთიანებდა. მასში კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების სიახლეები ქვეყნდებოდა.

Slashdot ყველაზე საინტერესო მოვლენებს არჩევდა და ამ მოვლენის შესახებ კომენტარის გამოქვეყნების საშუალებას იძლეოდა. ეს კომენტარები კი საინტერესი დისკუსიის საფუძველი ხდებოდა.მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ საიტებს, როგორიცაა Reddit და Digg, რომლებიც სამუშაოს იმავე პროფილს ირჩევნ, ოღონდ ამას უკეთესად აკეთებენ.

Slashdot ცდილობდა Reddit და Digg-ის ახალი აღმოჩენები გაემეორებინა, მარამ ვერ გამოსდიოდა. შედეგად აუდიტორიამ დაცლა დაიწყო. ძველ დროში მთავარი გვერდის სიახლეებს 600-ზე მეტი კომენატრი ერთვოდა.

დღეისთვის 300 არც თუ ჩვეულებრივი რიცხვია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რესურსი არც თუ პოპულარულია, მას მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და თავის მომხიბვლელობას არ კარგავს.


ეხ, AltaVista

დღეისთვის ინეტერნეტის ძალიან ბევრ მომმარებელს ერთხელაც არ უსარგებლია AltaVista-ს სევისით, ან არც კი გაუგია ის. ამის დაჯერება 1990-იან წლებში საკმაოდ რთული იქნებოდა, მაშინ როცა ინტერნეტში ეფექტური ძიება მხოლოდ ამ ძრავზე იყო დამოკიდებული. ეს ის დროა, როცა საჭირო მონაცემების ძიება ნამდვილ ხელოვნებად იქცეოდა ხოლმე...

დღესაც, თანამდეროვე საძიებო სიტემებს რთული შეკითხევის სინტაქსის დამუშავების მექანიზმი გააჩნიათ, მომხმარებელთა უმეტესობა არც კი მიმართავს მას. მათ ეს უბრალოდ არც კი სჭირდებათ. მაშინ კი საჭირო შედეგის მისაღებად შეკითხვის ფორმულირებისათვის ნამდვილი ოსტატობა უნდა გამოგეჩინათ.

რთულია აგრეთვე იმის წარმოდგენა, რომ ყველა საძიებო სისტემა არ ფლობდა მთელი ქსელის ინდექსებს, ქეშირების დონეს ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ. მაგრამ ზოგიერთი საძიებო სისტემები უფრო გათვითცნობიერებულნი იყვნენ, ვიდრე სხვები. AltaVista, ეტყობა ყველაზე უკეთესი იყო, ამიტომაც დაიმსახურა მომხმარებელთა (და მათ შორის ჩემი) ნდობა.

AltaVista სიკვდილის ანემნეზი ცნობილია — Google-ის დაბადება, რომელსაც ძებნის გაცილებით დახვეწილი ალგორითმი ჰქონდა და გრძნეულება. AltaVista-ს ერთერთი უპირატესობა მისი სისადავე და ინტერფეისში ზედმეტი ელემენტებიოს უქონლობა იყო. უტყუარია, რომ Google-მა იმდროინდელი AltaVista-ს ქარიზმიდან და სახიდან ბევრი რა გადმოიტანა, თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.



P.S. მაგივრად

კიდევ რამდენიმე სტრიქონს ჩემს კადნიერებას დავუთმობ და გთხოვთ ფეხზე ადგომით ცოცხალი სახით ვახსენოთ ქართული ინტერნეტის მამების უდღეური შვილები ფოსტა.გე და ინტერნეტ.გე. ფოსტის ამბავში მიზეზი ალბათ კრიჟანული 3მგ იყო, რომელსაც შარშან ფინანსთა სამინისტრომაც ვერ უშველა.

ინტერნეტ.გე-ს ჩაძირვის მიზეზი თამად ვიტყვი, რომ Google არ ყოფილა. ერთხელ რუსტავი2-ს ვეძებდი და პირველ 5 ჩანაწერში სანეტის ვებ გვერდი გამოდიოდა, ესოდა სანეტს ფილიალი აქვს რუსთავშიო. ეხ ქიშო, ქიშო....















ნახეთ მავე თემაზე ჩემი სხვა პოსტები

50 საუკეტესო ვებ გვერდი

პირველი 10 დოთ კომი

რამდენიმე გიგაპიქსელიანი სურათები

იმედია ყველაფერს მიხვდებით

Burj Dubai (Burj Khalifa) - 2.3 გიგაპიქსელი ფოტო




პრაღის სფერული ფოტო

დუბაი. 48 გეგა

ზოგიერთი საავტორო დეტალი ამ სურათთან დაკავშირებით: სურათის გადაღება გრძელდებოდა 3საათი და 30 წუთი. სულ გადაღებულია 4 250 სურათი 37C ტემპერატურაზე. როგორც ავტორი ამბობს, ლინზები და კამერა ისე გაცხელდა, რომ ხელის მოკიდება შეუძლებელი იყო.

ჰაერი არც ისე იდეალური იყო გადაღებებისათვის (23 აპრილის დილა)

ყველა სურათი .JPG ხარისხით ჩაწერილი იყო 32გბ CF ბარათზე და დაიკავა 27,5გბ.

ფოტოაპარატი: Canon 7D and the 100-400mm f/4.5-5.6 L zoom at 400mm
კომპიუტერი: PC - i7-920, 12GB RAM, 2x 300GB Velociraptors (not RAID).



ბარაკ ობამს ინაგურაცია. (შედგება 2732 ფოტოსგან)

პირველი 10 დოთ კომი


ყოველთვის მაინტერსებდა თემა, ნეტავ რომელი დომენი დარეგისტრირდა პირველად და რა ეწერა ამ საიტზე, რა კოდი იყო გამოყენებული და ა.შ.  დღეს გავდავწყვიტე გუგლისთვის მეკითხა და ამ პოსტში ვეცდები ოდნავ გავერკიო მეც და გაგარკვიოთ თქვენც. მიაქციეთ ყურადღება, რომ პირველი საიტი CERN-შია მომზადებული. ასევე საინტერესოა, რომ პირველ წელს (მთელი 10 თვის განმავლობაში) მხოლოდ 6 დომენი დარეგისტრირდა  :) დღევანდელი გადასახედიდან ეს ციფრი სასაცილოც კი არის. მაგრამ .COM ზონას მთელი 10 წელი დასჭირდა იმისთვის რომ ექვსციფრიანი ბარიერი გადაელახა.

ამასთან არცერთი ვებ-გვერდი არ ეხება კომპიუტერულ თემატიკას.  DEC.COM HEWLETT-PACKARD-მა დაარეგისტრირა, მაგრამ მასზე განთავსებული ინფორმაცია კომპიუტერრულ თემატიკას არ ეხება. მხოლოდ მომავალ წელს დარეგისტრირებულ კომპანიათა სიაში ვხვდებით ასე ვთქვათ კომპიუტერულ კომპანიებს  HEWLETT-PACKARD და XEROX-სს. ასევე sun.com და ibm.com, რომლებიც 1986 წლის 19 მარტს დარეგისტრირდნენ.

თავიდან .com ზონის მაგივრად .cor (corporations) ზონის შექმნა იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდგომში ასოების განლაგება შეიცვალა.


წყარო: http://www.top1us.com/oldest-websites.html

ვნახოთ  პირველი 10 დარეგისტრირებული დომენი.


1. 15 მარტი 1985წ. -- SYMBOLICS .COM





ამ ზონაში, პირველი დომენური სახელი Symbolics.com დაარეგისტრირა კომპანიამ Symbolics, (კომპიუტერული ტექნიკის წარმოება. მასაჩუსეტის შტატი, აშშ).



პირველ დარეგისტრიებულ კომპანიათა რიცხვში არიან შემდეგი დომენები xerox.com (9 იანვარი 1986 წ.), hp.com (3 მარტი 1986 წ.), sun.com და ibm.com, რომლებიც იმავე წლის 19 მარტს დარეგისტრირდნენ.

დომენური ზონების ადმინისტრატორის VeriSign-ის მიერ ამასწინათ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით .com ზონა ექსპონენციალურად ვითარდება. ქსელში პირველი რეგისტრაციიდან ორნახევარი წლის შემდეგ აღნიშნულ ზონაში მხოლოდ 100 დომენი იყო რეგისტრირებული, ხოლო 1992 წლისთვის ეს რიცხვი 15 ათასამდე გაიზარდა.


The first position as the oldest occupied by symbolic.com website. This website registration occurred March 15, 1985. This website is regarded as a personal blog from the owner XF.com Maystedt named Aron. Topics covered by this site are general like about life and business.


2. 24 აპრილი 1985წ. -- BBN . COM

~

უძველესი საიტების მეორე პოზიციას იკავებს BBN. COM საიტი, ეს დომენმიც 1985 წელს არის რეგისტრირებული







3. 24 მაისი 1985წ -- THINK . COM



4. 11 ივლისი 1985წ -- MCC . COM



5. 30 სექტემბერი1985წ DEC . COM



6. 07 ნოემბერი1985წ NORTHROP . COM



7. 09 იანვარი1986წ XEROX . COM



8. 17 იანვარი 1986წ SRI . COM




9. 03 მარტი 1986 HP . COM


10. 05 მარტი 1986 BELLCORE . COM






მიაქციეთ ყურადღება რომ პირველ წელს მხოლოდ 6 საიტი იყო რეგისტრირებული.



ნახეთ ამავე თემაზე:

5 უძველესი საიტი

50 საუკეტესო ვებ გვერდი





წალენჯიხის ტრენინგები

30 ოქტომბრიდან წალენჯიხაში განახლდა საბაზო კურსის ტრენინგები. ჩამოყალიბდა 4 ჯგუფი. სულ ტრენინგები გაიარა 48 პედაგოგმა.


ეს სლაიდშოუ

ნომრების პორტირება საქართველოშიც შეიძლებაოოო






http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...60&info_id=8434



2011 წლის 15 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მობილური ნომრები სრულად შეინარჩუნოთ სხვა ოპერატორზე გადასვლის შემთხვევაში


ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებს 2011 წლის 15 ოქტომბრიდან საშუალება ექნებათ შეინარჩუნონ თავიანთი ნომრები სხვა ოპერატორთან გადასვლის შემთხვევაში

ანუ ჩემი მაგთის ნომერი 899 XXXXXXXXX შემიძლია დავიტოვო და გავხდე ბილაინის აბონენტი იგივე ნომრით

გიჟობააა მამა

გნომონი დროის საზომი ხელსაწყოა




პირველი ხელსაწყო, რომლითაც ადამიანმა დრო გაზომა, იყო გნომონი (ჩვ. წ-მდე III ათასწლეული) - ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ, ამიტომ მის მიხედვით ადვილად განსაზღვრავდნენ დროს. შუადღეს შეესაბამებოდა ჩრდილის უმოკლესი სიგრძე.

გუგულის მორიგი კვერცხი 10 მილიონი ღირს

ნაკადული: http://www.project10tothe100.com/




დღეს უნდა წარმოგიდგინოთ 10 ხარისხად 100 პროექტის გამარჯვებულები.

ათასობით ადამიანმა 170 ქვეყნიდან წარმოადგინა 150 000 იდეა. აქედან ჩვენ 16 ფინალისტი შევარჩიეთ, რომელთა ბედი საყოველთაო კენჭისყრამ გადაწყვიტა.


ქვემოთ მოტანილმა 5-მა იდეამ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პროექტის 10 ხარისხად 100 გამარჯვებული გახდა. უკანასკნელ წელს ჩვენ განვიხილეთ ამ იდეების განხორციელების კონკრეტული წინადადებები. ჩვენ დიდი კმაყოფილებით გადავცემთ 10 მლნ აშშ დოლარს 5 ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ შემდეგი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე.


იდეა: სასწავლო მასალები ინტერნეტის საშუალებით უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს.

ფინანსირებული პროექტი: Khan Academy. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ყველა მსურველს უფასოდ სთავაზობს ხარისხიან საგანმნათლებლო მომსახურებას ინტერნეტ-ბიბლიოთეკის საშუალებით. ამ ბიბლიოთეკას 1600 სასწავლო ხასიათის ვიდეო მასალა გააჩნია. ჩვენ 2 მლნ.აშშ დოლარს გადავცემთ Khan Academy-ს ახალი სასწავლო კურსების შესაქმნელად და ყველაზე მოთხოვნადი კურსების მსოფლიოს ძირითად ენებზე სათარგმნად.


იდეა: განათლების განვითარება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკურ მეცნიერებეის სფეროში.

დაფინანსებული პროექტი FIRST. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო და მათემატიკური განათლების განვითარებას გუნდური შეჯიბრებების ორგანიზების საშუალებით. ორგანიზაციის მისიას შეადგენს მეცნიერბისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ახალგაზრდობის მოტივირება. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეცნიერებთან და ინჟინერ პროფესიონალებთან მათ ერთობლივ მუშაობას. ჩვენ გადავცემთ ამ ორგანიზაციას 3 მლნ აშშ დოლარს რობოტოტექნიკის შემსწავლელი სტუდენტების ახალი ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად და მხარდასაჭერად. აგრეთვე FIRST პროგრამებში მონაწილეობისათვის დამატებითი ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და სახსრების მოსაზიდი აქციებისთვის.


იდეა: სახელმწიფო მმართველობა უფრო გამჭვირვალე გავხადოთ

დაფინანსებული პროექტი: Public.Resource.Org. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მუშაობა მიმართულია აშშ მთავრობის საჯარო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობაზე ინტერნეტის საშუალებით. ჩვენ Public.Resource.Org-ს გადავცემთ 2 მლნ აშშ დოლარს აშშ მთავრობის იურიდიული დოკუმენტების ინტერნეტში განთავსებისთვის და მათზე საერთო წვდომის უზრუნველყოფისთვის.


იდეა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში ინოვაციების მოზიდვა.

დაფინანსებული პროექტი: Shweeb. ეს კონცეფცია ითვალისწინებს საშუალო და ახლო მანძილზე მგზავრობისთვის ადამიანის ხელით მოძრაობაში მომყვანი პირადი საქალაქო მონორელსური სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ჩვენ გადავცემთ 1 მლნ. აშშ დოლარს Shweeb სისტემების საქალაქო პირობებში კვლევისთვის, შექმისა და ტესტირებისთვის.


იდეა: აფრიკელებს შევთავაზოთ ხარისხიანი განათლება

დაფინანსებული პროექტი: მათემატიკურ მეცნიერაბათა აფრიკული ინსტიტუტი. (AIMS). ეს არის კეიპტაუნში (სარ) განთავსებული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი. ის სპეციალიზირდება კვლევებზე მათემატიკის სფეროში. AIMS-ის ძირიტადი საქმიანობა მიმართულია უმაღლეს სასწავლებლების ახალგაზრდა კურსდამთავრებულების ერტწლიან პროგრამებზე. ამ პროგრამების მიზანია მაგისტრატურაში და ასპირანტურაში ჩასაბარებლად მომზადების უზრუნველყოფა. ჩვენ 2 მლნ აშშ დოლარს გადავცემთ AIMS-ის ახალი ცენტრების გასახსნელად აფრიკაში მათემატიკასა და სხვა მეცნიერებებში საუნივერსიტეტო განათლების მხარდაჭერისათვის აფრიკის კონტინენტზე.


თითოეული იდეა მასშტაბურია და ამბიციური მიზანი გააჩნია, რომლის მიღწევას არაერთი წელი დასჭირდება. პროექტების პოტენციალმა, რაც ამ ორგანიზაციებმა შემოგვთავაზეს, არ შეიძლება გულგრილი დაგვტოვოს. იმედი გვაქვს, თქვენ ამ ორგანიზაციების ვებ გვერდებზე თვალს მიადევნებთ პროექტების განხორცილებას.


მადლობა ყველას, ვინც შემოგვთავაზა საკუთარი იდეა ან სხვის იდეას მისცა ხმა პროექტში 10100. თქვენი მონაწილეობით ეს პროექტები რეალობად იქცევა.

© დათო მალანია

ორიგინალი თარგმანი



50 საუკეთესო ვებ – გვერდი მსოფლიოში

This summary is not available. Please click here to view the post.

ლურსმული დამწერლობა და უძველესი სკოლები





რატომ წერდნენ ძველ შუამდინარეთში თიხაზე? ძალიან უბრალო მიზეზის გამო: მესოპოტამიში თიხის გარდა არ მოიპოვებოდა სხვა მასალა, რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო.

ეგვიპტეში წერდნენ განსაკუთრებული ლერწმისაგან დამზადებულ პაპირუსზე. ასეთი ლერწამი უხვად ხარობდა ნილოსის ნაპირებზე. ჩინეთში წერდნენ ბამბუკზე, ხოლო ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ბრინჯაოს ქაღალდზე, რომელიც პირველად ჩინელებმა დაამზადეს. რომში წერდნენ პერგამენტზე, პაპირუსზე და გასანთლულ ფრიფიტებზე. დიდ ნოვგოროდსა და ძველი რუსეთის სხვა ქალაქებში წერდნენ არყის ხის ქერქზე – იაფ და მკვიდრ მასალაზე, რომელიც მისაწვდომი იყო მოსახელობის ფართო ფენებისათვის.

მესოპოტამია კი მდიდარი იყო თიხით. იღებდნენ თიხის ნაჭერს, კარგად ზელდნენ, სქელი, ბლანტი ცომი რომ მიეღოთ. აძლევდნენ მას სასურველ, – ხშირად, სწორკუთხა ფილების ფორმას. ჩვეულებრივ, მათი სიგრძე ერთნახევარჯერ – ორჯერ მეტი იყო სიგანეზე.თიხა რომ ოდნავ შეშრებოდა, “ქაღალდი” საწერად მზად იყო.

“ფანქრები” და “კალმები” განუსაზღვრელი რაოდენობით იყო. ლერწმის ჯოხი ცვლიდა ჩვენს საწერ მოწყობილობას.

ყელაზე მოხერხებული იყო კალმისთის კვეთში ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმა მიეცათ. ამ შემთხევაში ნიშნები უფრო გარკვეული გამოდიოდა და ჯოხსაც უფრო ადვილად იმორჩილებდნენ.



როცა ნიშნის გამოყვანას იწყებდა, მწერალი უნებურად პირველ მომენტში უფრო აჭერდა ხელს და თიხაზე რჩებოდა სამკუთხედის ანაბეჭდი – სოლი ( ლურსმული ნიშანი).

ლურსმული წერა განაპირობა მასალის ხასიათმა, რომელსაც იყენებდნენ შუამდინარელები. ნიშნების სოლისებური წერა შენარჩუნდა ქვაზე, ბრინჯაოზე, ვერცხლსა და სხვა მყარ ლითონებზე წერის დროს. ეს ფორმა დაკანონდა, საყოველთაო გახდა.

ასე წერდნენ თიხის ფირფიტაზე:



მწერალთა სკოლები

ძალიან ძნელი იყო ლურსმული წერა-კითხვის სწავლა. ტაძრებთან არსებობდა საგანგებო სკოლები, სადაც მწერლებს ამზადებდნენ. არქეოლოგებმა გათხარეს რამდენიმე სკოლის შენობა და აღმოაჩინეს მოსწავლეთა მრავალი “რვეული” (ცხადია თიხის) ორთოგრაფიული შეცდომებითა და მასწავლებლების მიერ შესწორებული…



შუმერული საკლასო ოთახი

სწავლა იწყებოდა ყველაზე მარტივით: მოსწავლეს ასწავლიდნენ როგორ მოემზადებინა თიხის გუნდისგან თიხის ფირფიტა. შემდეგ იგი უნდა დაეხაზათ, რათა სტრიქონები სწორი გამოსულიყო. ამას წვრილი თოკებით ახერხებდნენ. შემდეგ მოსწავლეს ხაზზე უნდა გამოესახა ცალკეული ნიშნები. დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ , როცა იგი დაოსტატდებოდა ნიშნების სწრაფად, ლამაზად წერაში, მას ასწალიდნენ სოლების შეერთებით შეედგინა მარცვალი, სიტყა, ციფრები, მთელი წინადადება.

ჩვენი რვეულებისაგან განსხავებით, თიხის რვეულები შეიძლებოდა მრავალჯერ გამოეყენებინათ. საჭირო იყო მხოლოდ თიხის გადაზელა და ახალი ფირფიტის გაკეთება.



ზოგიერთი თიხის რვეულზე გარკვევით ჩანს იმ თითების ანაბეჭდი, რომლითაც სამი ათასი წლის წინათ ხელში ეჭირათ ეს ფირფიტები. ამ ანაბეჭდებით შეგვიძლია დავადგინოთ ვინ წერდა ფირფიტაზე – ბავშვი თუ მოზრდილი.

იმ ფირფიტას, რომელიც შუამდინარელებს დიდ ხანს უნდა შეენახათ, ღუმელში წვავდნენ და ის აგურივით მყარი ხდებოდა. ამით ისინი იცავდნენ ფირფიტის წარწერას. არქეოლოგებმა მრავალი ათასი გამოუწვავი ფირფიტა იპოვეს. მათ გადაწყვიტეს, ახლა გამოწევათ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ფირფიტების დამზადებიდან მათ გამოწვამდე რამდენიმე ათასი წელი გავიდა, ცდა წარმატებით დაგვირგვინდა.

თიხის წიგნები და რვეულები მეტად მძიმე იყო. მოსწავლეები ასეთ ტვირთს ვერ ატარებდნენ. პირველკლასელის ანბანი, რომელიც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე გვერდია, თიხაზე რომ გადაგვეწერა, დაახლოებით 50 კილოგრამს აიწონიდა. ამიტომ, შუამდინარეთში პატარა მწერლები სკოლებში ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე რჩებოდნენ და რვეულები შინ არ დაჰქონდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურ სტრიქონებზე – ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ. ხოლო შემდეგ დაიწყეს ისე წერა, როგორც ჩვენ ვწერთ – ჰორიზონტალურ სტრიქონებზე, მარცხნიდან მარჯვნივ.



ვერტიკალური სტრიქონები

თიხაზე მარჯვნიდან მარცხნივ წერა საკმაოდ მოუხერხებელი იყო. საჭირო იყო მარჯვენა ხელის მუდმივად ჰაერში დაჭერა, რათა წინა ნაწერი არ წაშლილიყო. ძველი დროის მწერლებმა იპოვეს გამოსავალი: 90 გრადუსით შემოაბრუნეს ფირფიტა საათის ისრის საწინააღმდეგოდ. მაშინ ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურად იქცნენ და იძულებული შეიქნენ მარცხნიდან მარჯვნივ ეწერათ. მართალია, ყველა ნიშანი დახრილი გამოდიოდა, მაგრამ წაკითხვისას ფირფიტას ისევ შეაბრუნებდნენ 90 გრადუსით საწინააღმდეგო მხარეს და კითხულობდნენ ვერტიკალური სტრიქონების მიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ.

გადიოდა წლები, დამწერლობა მარტივდებოდა. დამკვიდრდა ნიშნების დაწოლილი ფორმა. ახლა უკვე არა მარტო წერდნენ ჰორიზონტალურად მარცხნიდან მარჯვნივ, არამედ ასევე კითხულობდნენ.

წყარო: “თიხის წიგნები”

ტრენინგები ხიხაძირში

ტექსტების წერა მეზარება

სურათების ნაწილი არის, ნაწილი კი დავკარგე


აი სლაიდშოუ



ტრენინგები ყინჩაურში




მაააააააგარია

სხალთის მონასტერი და ჩემი ტრენინგცენტრი

სტივ ჯობსის სამი ისტორია


აქაც იყოს

ეფლის სექტანტი თაყვანისმცემლისგან ეს სტატია თქვენ გეძღვნებათ

მისტერ ჯობსი ჩემთვის უდაოდ დიდი ადამიანია. უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვის გარეშე წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე კომპიუტერი და ოპერაციული სისტემები :) ამის გარდა კი — მოაზროვნე პიროვნება, შესანიშნავი მარკეტოლოგი და უბრალოდ თავზეხელაღებული ჰიპი, რომლის ახირებებმა ბევრ სფეროში ეპოქა შექმნა.

2005 წელს სტივ ჯობსმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — სამი პატარა ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემზე, ყოველი მოსმენისას, ძალიან პოზიტიურ და გამომაცოცხლებელ ეფექტს ახდენს.

Bon Appétit. :)

* * *

ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო დღეს აქ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიალზე. თუმცა, მე უმაღლესი არ დამიმთავრებია. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე ასე ახლოს არც ვყოფილვარ უნივერსიტეტის დამთავრებასთან. დღეს მინდა სამი ისტორია მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის. დიდი არაფერი. უბრალოდ, სამი ამბავი.

პირველი ისტორია წერტილების შეერთებაზეა.სწავლა Reed College-ში პირველი ექვსი თვის შემდეგ მივატოვე. მაგრამ, თავის საბოლოოდ დანებებამდე, კიდევ სადღაც 18 თვე მაინც დავდიოდი ლექციებზე. რატომ მივატოვე სწავლა?

ეს ჯერკიდევ ჩემ დაბადებამდე დაიწყო. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ, ახალგაზრდა, გაუთხოვარმა სტუდენტმა, გადაწყვიტა გავეშვილებინე. მას გადაჭრით სურდა, რომ ჩემი ახალი მშობლები უმაღლესდამთავრებულები ყოფილიყვნენ. ასერომ, ყველაფერი შეთანხმებული იყო — მე დაბადებისთანავე იურისტი და მისი მეუღლე ამიყვანდნენ. მაგრამ, როგორც კი გამოვძვერი, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს ბიჭის აყვანა — გოგო უნდოდათ. ჩემ ახლანდელ მშობლებს კი, რომლებიც სიაში შემდეგ ნომრად იყვნენ, შუაღამისას დაურეკეს და კითხეს, „ბიჭი გვყავს და ხომ არ გინდათო?“ მათ კი უპასუხეს — „რათქმაუნდა!“ ბიოლოგიურმა დედამ მხოლოდ გვიან გაიგო, რომ ჩემ ახალ დედას სულაც არ ქონდა დამთავრებული უმაღლესი, ახალ მამას კი — არც სკოლა. რამდენიმე თვის მანძილზე იგი საბოლოო დოკუმენტების ხელმოწერაზე უარს ამბობდა, სანამ პირობა არ მიიღო ჩემი მშობლებისგან, რომ აუცილებლად ჩამაბარებინებდნენ ინსტიტუტში.

17 წლის შემდეგ მე მართლაც წავედი კოლეჯში. თუმცა, უნებლიედ ისეთი სასწავლებელი ავირჩიე, რომელში სწავლაც სტენფორდის ფასი ღირდა, ჩემი მშობლების თითქმის მთელი დანაზოგი კი — ჩემ მომზადებაში დაიხარჯა. ექვსი თვის შემდეგ მასში ვერანაირი ღირებულება ვერ დავინახე. ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში; და ვერც იმას ვხვდებოდი, ამის გარკვევაში ინსტიტუტი როგორ დამეხმარებოდა. ამისთვის კი მე იმ ფულს ვხარჯავდი, რომელსაც ჩემი მშობლები თითქმის მთელი ცხოვრება მიგროვებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე სწავლისთვის თავი დამენებებინა და მქონოდა იმის რწმენა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. იმ დროს ბევრჯერ შემშინებია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან — ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ. სწავლის შეწყვეტის დღიდან, შემეძლო დავსწრებოდი მხოლოდ იმ ლექციებს, რომელიც მაინტერესებდა, და არა მათ, რომლებიც სავალდებულო იყო.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა. საერთო საცხოვრებელში საკუთარი ოთახი აღარ მქონდა, ამიტომ მეგობრების ოთახებში იატაკზე მეძინა, კოკა-კოლიც ბოთლებს 5 ცენტად ვაბარებდი, რომ საჭმლის ფული შემეგროვებინა; კვირაში ერთხელ კი, 10 კილომეტრზე მეტს ფეხით გავდიოდი ქალაქის მეორე ბოლომდე, რომ ინდურ ტაძარში უფასოდ მევახშმა. და მე მომწონდა ეს. უმეტესობა იმისა, რასაც ჩემი ცნობისმოყვარეობის თუ ინტუიციის გამო ცხოვრების მანძილზე შევჩეხებივარ, ადრე თუ გვიან უძვირფასესი მონაპოვარი გამხდარა. აი ერთი მაგალითი:

იმ პერიოდის Reed College-ში ქვეყნის ფარგლებში ალბათ კალიგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი იკითხებოდა. მთელ კამპუსში ყოველა პოსტერი, ყოველი აბრა ყოველ კარებზე, უმშვენიერესი კალიგრაფიით იყო შესრულებული. რადგანაც სწავლისთვის თავი დანებებული მქონდა და თავისუფალი დროის სიმცირეს არ ვუჩიოდი, გადავწყვიტე მევლო ამ ლექციებზე და მესწავლა, როგორ გამეკეთებინა ასეთი წარწერები. სწორედ აქ ვისწავლე ყველაფერი შერი და სან-შერი შრიფტების, ასოთა სხვადასხვა კომბინაციას შორის სივრცის დარეგილურირების და, ზოგადად, კარგი ტიპოგრაფიის შესახებ. ეს იყო იმგვარად ლამაზი, ისტორიული და დახვეწილი, რომ მეცნიერებაც კი ვერ ახსნიდა. და მე საოცრად მოვიხიბლე.

თითქოს ამ ყველაფრიდან არაფერს უნდა ეთამაშა რამე სახის მნიშვნელოვანი როლი ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ვქმნიდით, იგი უსაზღვროდ გამომადგა. და ჩვენ ეს მაკში ჩავდეთ. ეს იყო პირველი კომპიუტერი ულამაზესი ტიპოგრაფიით. მე რომ არ გამევლო ის ერთი კურსი ინსტიტუტში, მაკს არასოდეს ექნებოდა ამდენი შრიფტი, ასეთი ზუსტი კერნინგით. და რადგანაც ვინდოუსი მაკის ასლია, გამოდის, რომ არცერთ პერსონალურ კომპიუტერს არ ექნებოდა ეს ყველაფერი! სწავლისთვის რომ თავი არ დამენებებინა, ვერასოდეს მოვახერხებდი ამ კურსის გავლას და შესაძლოა, პერსონალურ კომპიუტერებს საერთოდ არ ქონოდათ დღევანდელის მსგავსი უნატიფესი ტიპოგრაფია. რათქმაუნდა, როდესაც ინსტიტუტში ვიყავი, წერტილების ამგვარად შეერთება შეუძლებელი იყო. მაგრამ ათი წლის შემდეგ, ყველაფერი ძალიან ნათლად გამოჩნდა.

კიდევ გავიმეორებ — წერტილებს მომავალში ყურებით ვერასოდეს შეაერთებთ; ეს მხოლოდ უკან მოხედვისასაა შესაძლებელი. ასერომ, უბრალოდ რწმენა უნდა გქონდეთ იმისა, რომ ეს წერტილები მომავალში რამენაირად აუცილებლად შეერთდება. უნდა გჯეროდეთ რაღაცის — თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია; და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება.

ჩემი მეორე ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა.მე გამიმართლა — ჩემი საყვარელი საქმე ცხოვრების ადრეულ პერიოდშივე ვიპოვე. მე და ვოზმა (სტივ ვოზნიაკი) ჩემი მშობლების გარაჟში ეფლი რომ წამოვიწყეთ, მხოლოდ 20 წლის ვიყავი. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით და ათ წელიწადში ორკაციანი გუნდი ორ მილიარდ დოლარიან კომპანიად გადაიქცა, 4 ათასზე მეტი თანამშრომლით. სანამ 30 წელი შემისრულდებოდა, ჩვენი საამაყო ქმნილება — მაკინტოში გამოვუშვით. და შემდეგ — გამაგდეს. როგორ უნდა გაგაგდონ შენი შექმნილი კომპანიიდან? ეფლი ნელ-ნელა იზრდებოდა და გადავწყვიტეთ დაგვექირავებინა ადამიანი, რომელსაც მაშინ ნიჭიერად ვთვლიდი, რათა კომპანიას ჩემთან ერთად გაძღოლოდა. პირველი ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ თანდათანობით ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაშორდა და ბოლოს, უთანხმოება მოგვივიდა. დირექტორთა საბჭომ მისი მხარი დაიჭირა და 30 წლის ასაკში, საკმაოდ სკანდალურად, მე უმუშევრად დავრჩი. ყველაფერი გაქრა, რაზეც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება იყო ორიენტირებული. განადგურებული ვიყავი.

რამდენიმე თვე ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. საშინელი გრძნობა მქონდა, თითქოს წინა თაობის ყველა ბიზნესმენს გავურუე იმედი, თითქოს ესტაფეტაზე ალამი დამივარდა, როცა მაწვდიდნენ. შევხვდი დეივიდ პაკარდსა და რობ ნოისს, შევეცადე ბოდიში მომეხადა ჩემი საქციელისთვის. ჩემი ჩავარდნის ამბავი მომენტალურად გავრცელდა და სილიკონის ველიდან გაქცევაზეც კი ვფიქრობდი. მაგრამ, ნელ-ნელა მოვიდა ჩემამდე, რომ ჯერკიდევ მიყვარდა ჩემი საქმე. ეფლში განვითარებულ მოვლენებს ეს ოდნავადაც კი არ შეეცვალა. ზურგი მაქციეს, მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო.

მაშინ მე ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც გაირკვა, ეფლიდან გათავისუფლება საუკეთესო იყო, რაც შეიძლებოდა დამმართნოდა. წარმატებულობის სიმძიმე კვლავ დამწყებად, ყველაფერში ნაკლებად დარწმუნებულად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. ამან საშუალება მომცა, ჩემი ცხოვრების შემოქმედებითად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი დამეწყო.

მომდევნო ხუთ წელიწადში მე დავაარსე კომპანია სახელად ნექსტი, კიდევ ერთი კომპანია — პიქსარი და შემიყვარდა არაჩვეულებრივი მანდილოსანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. პიქსარმა ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი შექმნა კომპიუტერული ანიმაციის გამოყენებით და დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა. მოვლენათა სასწაულებრივი შემობრუნებით, ეფლმა ნექსტი შეიძინა, მე დავბრუნდი ეფლში და ის ტექნოლოგიები, რომლებიც ნექსტში შევიმუშავეთ, ეფლის დღევანდელი რენესანსის საფუძველია. ლორენს და მე კი, არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბებიდან არცერთი მოხდებოდა, ეფლს რომ არ გავეთავისუფლებინე. წამალს საშინელი გემო ქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნამდვილად არგო პაციენტს. ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს წამოგარტყამს ხოლმე, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგო. ერთადერთი, რაც მე უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა, საქმის სიყვარული იყო. თქვენც უნდა იპოვოთ სიყვარულის ობიექტი. და ეს ჭეშმარიტია როგორც საქმისთვის, ისე — საყვარელი ადამიანებისთვისაც. საქმე ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს; და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებით სრულად კმაყოფილი, თუ დაკავდებით იმით, რაც თქვენი აზრით დიდებულია. ეს კი ის საქმეა, რომელიც გიყვართ. ასერომ, თუ ჯერკიდევ არ გიპოვიათ მსგავსი, განაგრძეთ ძიება. ნუ გაჩერდებით. აუცილებლად იგრძნობთ აღმოჩენისას. და ესეც, როგორც ყველა დიდებული ურთიერთობა, წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. ასერომ, ეძებეთ, სანამ არ იპოვით. ნუ დანებდებით.

ჩემი მესამე ისტორია — სიკვდილზეა.17-ის რომ ვიყავი, ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „თუ ყოველ დღეს ისე გაატარებ, თითქოს ეს დღე უკანასკნელია, ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორი იქნები.“ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, 33 წელიწადია, ყოველ დილით სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვეკითხები: „დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა იმის გაკეთება, რასაც დღეს ვაპირებ?“ და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით ბევრი დღის მანძილზე აქვს უარყოფითი პასუხი, ვხვდები, რომ რამე უნდა შევცვალო.

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე კარგად სწორედ იმის გახსენება მეხმარებოდა, რომ შესაძლოა მალე მოვმკვარიყავი. რადგანაც თითქმის ყველაფერი — სხვების აზრი, მთელი ჩემი სიამაყე, მარცხის ან წარუმატებლობის შიში — ყველაფერი ეს მომენტალურად ქრება სიკვდილის პირისპირ და რჩება მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. სიკვდილის არ-დავიწყება ჩემთვის ცნობილი საუკეთესო გზაა ფიქრების მოსაშორებლად იმის შესახებ, რომ რამე გაქვს დასაკარგი. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება გულისთქმას არ მიჰყვე.

დაახლოებით ერთი წლის წინ კიბოს დიაგნოზი დამისვეს. გამოკვლევა დილის რვის ნახევარზე ჩამიტარეს და მან ნათლად აჩვენა სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვალზე. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, კუჭქვეშა ჯირკვალი რა იყო. ექიმებმა თითქმის დარწმუნებით მითხრეს, რომ ეს კიბო უკურნებელი იყო და რომ სიცოცხლე სამიდან ექვს თვემდე მქონდა დარჩენილი. ექიმმა მირჩია, სახლში წავსულიყავი და საქმეები მომეგვარებინა, რაც, მათ ენაზე, სიკვდილისთვის მზადებას ნიშნავდა. ეს ნიშნავს მოასწრო და რამდენიმე თვეში შვილებს უთხრა ყველაფერი, რის სათქმელადაც გეგონა, კიდევ ათი წელი მაინც გექნებოდა. ეს ნიშნავს დარწმუნდე, რომ ყველაფერი მოგვარებულია, რათა განშორება მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ოჯახისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყველას უნდა დაემშვიდობო.

მთელი დღე ამ დიაგნოზით გავატარე. საღამოს კი, ბიოფსია ჩამიტარეს, ყელში ჩამთხარეს ენდოსკოპი, ჩავიდნენ ჩემ კუჭში და ნაწლავებში, შემირჭვეს ნემსი კუჭქვეშა ჯირკვალში და კიბოს რამდენიმე უჯრედი ამოიტანეს. მე გათიშული ვიყავი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მომიყვა, როდესაც ექიმებმა უჯრედები მიკროსკოპში დაათვალიერეს, ცრემლები წასკდათო. მათ ტირილი დაიწყეს, რადგან აღმოჩნდა, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის უიშვიათესი ტიპის კიბო მჭირდა, რომელიც ოპერაციით იკურნებოდა. ოპერაცია გამიკეთეს და ახლა კარგად ვარ.

ასე ახლოს სიკვდილთან არასოდეს ვყოფილვარ. და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ რამდენიმე ათწლეულიც არ ვიქნები. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი გამოვიარე, შემიძლია კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით გითხრათ ეს სიტყვები, ვიდრე მაშინ გეტყოდით, როცა სიკვდილი ჩემთვის სასარგებლო, მაგრამ წმინდაწყლის წარმოსახვითი ცნება გახლდათ:

სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავინ არიდებია მას. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. იგი ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი მამოძრავებელია. მას ძველი მიყავს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც წაგიყვანენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს სიმართლეა.

თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში — ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა. და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის გამბედაობა. ამ ორმა რაღაცნაირად უკვე იცის, ჭეშმარიტად რისი სურვილი გაქვთ. ყველაფერი დანარჩენი — მეორეხარისხოვანია.

პატარა რომ ვიყავი, არაჩვეულებრივი გამოცემა არსებობდა, სახელად „მთელი დედამიწის კატალოგი“, ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია იყო. მას სტიუარტ ბრენდი წერდა, აქედან არცისე შორს, მენლოს პარკში. ეს 1960-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, კომპიუტერების ეპოქამდე, ასერომ მთლიანი გამოცემა საბეჭდი მანქანებით, მაკრატლებით და პოლაროიდის აპარატებით იწყობოდა. ნაბეჭდი გუგლივით იყო, გუგლამდე 35 წლით ადრე: გადავსებული იდეალისტური და დიდებული განზრახვებით.

სტიუარტმა და მისმა გუნდმა „მთელი დედამიწის კატალოგის“ რამდენიმე ნომერი გამოუშვეს. უკანასკნელი ნომერი 1970-იანების შუაში გამოვიდა და მე მაშინ თქვენი ასაკის ვიყავი. საფინალო გამოცემის უკანა ყდაზე გზის ფოტო იყო გარიჟრაჟისას, აი ისეთის, ავტო-სტოპით მოგზაურობისას რომ ადგახართ ხოლმე. ქვეშ კი ეს სიტყვები ეწერა: „იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.“ ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო. იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები. მე ყოველთვის ვუსურვებდი ამას საკუთარ თავს. და ახლა, როდესაც ასრულებთ სწავლას და ახალ ცხოვრებას იწყებთ, მე გისურვებთ თქვენ.

იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.

ყველას უღრმესი მადლობა.




ქართულად


ეს კი ორიგინალი


დღევანდელი ტრენინგი

საცდელი ტექსტი
ტესტირება

მე-3 და მე-4 ჯგუფის ტრენინგის სლაიდშოუ

ამჯერად დაგვიანებით, მაგრამ მაინც გთავაზობთ ქ. წალენჯიხაში მიმდინარე ტრენინგების სლაიდშოუს. დასათვალიერებლად 2-ჯერ სწრაფად დააჭირეთ

თქვენთვის ცნობილი კლავიშით :)



საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ. იმედია ტკბილ მოგონებად დაგვრჩება ეს დღეები. დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის თითოეულ მონაწილეს. შევხვდებით სერტიფიკატების გადაცემისას...





კეთილი სურვილებით

დათო მალანია

არა პირველი ბლოგი

ეს არ არის ჩემი პირველი ბლოგი










ტექსტი


ტექსტი

ტექსტი





აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ჩემო კარგებო!
უფალი გფარავდეთ!

როგორ გავააქტიუროთ ვირუსისგან დაბლოკილი ვინდოუსი


რამდენიმე ხანია ნაცნობ/უცნობები მატყობინებენ კომპიუტერის დაბლოკვის თობაზე და დახმარებას მთხოვენ. როგორც ჩანს, ჩაინიკებზე ფულის კეთების ახალი მეთოდია. კომპიუტერის ჩართვის შემდეგ ამ სურათზე გამოსახულ შეტყობინებას ღებულობთ, ხოლო მისი მოცილება შეუძლებელია.

ამ ყველაფერს აკეთებს Trojan ვირუსი. აქ კი მოცემულია შეტყობინების მოსახსნელი კოდები. გეტყვით რომ მე დატესტილი არ მაქვს ეს კოდები, იმედია წავა და გამოგადგებათ. აგრეთვე გთხოვთ გაააკეთოთ კომენტარები.










იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით