-->

რა განასხვავებს ერთმანეთისაგან ტრენერს, ქოუჩსა და ფასილიტატორს?

წყარო: http://trainersandtrainings.blogspot.com/2014/12/blog-post_17.html?spref=fb



ნახეთ სხვა პოსტებიც


ავტორი: საბა ჩიხლაძე


დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ტრენინგების თემა. ტრენერები ესაჭიროებათ როგორც სახელმწიფო ასევე არასახელმწიფო დაწესებულებებში. გამომდინარე აქედან, ქართულ სივრცეში ტრენერის გვერდით, ხშირად გავიგონეთ სიტყვა ქოუჩსა და ფასილიტატორს.  ხანდახან  ხდება ისე, რომ ჭირს ამ სიტყვებს ერთმანეთისგან განსხვავება. ასევე ჭირს ამ პროფესიის წარმომადგნელების ფუნქცია-მოვალეობების ერთმანეთისგან განცალკევებაც.  ძირითადად ამას ორი მიზეზი აქვს - პირველი ის, რომ სამივეგან გვხვდება მსგავსი სამუშაო მეთოდები და მეორე, არ არსებობს ნათელი წარმოდგენა თუ რას ნიშნავს და რას გულისხმობს ზემოხსენებული სიტყვები.

რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? გთავაზობთ ძირითად განსხვავებებს:

დავიწყოთ ტრენერით.





ტრენერი, ქოუჩზე და ფასილიტატორზე აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში და გვევლინება როგორც დემონსტრატორი, გიდი - ტრენერი პირდაპირ მიუთითებს ჯგუფის წევრებს თუ რა უნდა გააკეთონ მათ.  ტრენერის ფუნქციაა, გაავარჯიშოს და გამოუმუშაოს ჯგუფის წევრებს კონკრეტული უნარ-ჩვევები.




ქოუჩი არის კონსულტანტი. იგი არ მიუთითებს, არ ეწევა დემონსტირებას. ქოუჩი მუშაობს კითხვების დასმის მეთოდით, რომლის მეშვეობითაც ადამიანები  ახერხებენ სწორი ქმედებების განხორციელებას. ქოუჩი არ უჩვენებს სხვებს თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ რაიმე. ქოუჩი ტრენერისგან და ფასილიტატორისგან განსხვავებით,  მუშაობს კონკრეტულ პიროვნებებზე და მისი ფუნქციაა გასცეს უკუკავშირი კონკრეტული პიროვნების სუსტ და ძლიერ მხარეებთან დაკავშირებით.




ტრენერისგან და ქოუჩისგან განსხვავებით, ფასილიტატორი შედარებით ნაკლებად ერევა ჯგუფის მუშაობაში.  ფასილიტატორის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს ადამიანებს შორის პროდუქტიული დიალოგის უზრუნველყოფაში. წარმოიდგინეთ ორი ტელეფონი რომელიც ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს. ფასილიტატორი სწორედ ის ხაზია, რომელიც უზრუნველყოფს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას. ფასილიტატორი ასევე უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების ორგანიზებულ მუშაობასაც - იგი გვევლინება როგორც მოდერატორი რომელიც ზრუნავს, რომ ყველამ გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, ყველამ მოუსმინოს ერთმანეთს და თავად ავლენს მოსმენის მაღალ უნარს.
ფასილიტატორი ისევე როგორც ქოუჩი იყენებს კითხვების დასმის მეთოდს, მაგრამ ამას აკეთებს ძირითადად იმისათვის, რომ მოახდინოს ჯგუფის წევრების ყურადღების კონცენტრირება მთავარ საკითხებზე. ფასილიტატორი არ ახდენს რაიმეს დემონსტრირებას, არ მიუთითებს, არ აკეთებს რაიმე სახის შეფასებას სამუშაო პროცესში  და არ ეწევა წვრთნას.
ფასილიტატორს გააჩნა კონკრეტული ფუნქცია - იზრუნოს იმაზე, რომ ჯგუფის წევრები არ ასცდნენ იმ თემას, რომლის გულისთვისაც შეიკრიბნენ.

ბოლოსკენ უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგ პროცესის დროს, პროფესიონალ ტრენერებს ხშირად უწევთ ქოუჩისა და ფასილიტატორის უნარ-ჩვევების გამოყენება - თუმცა როდის და როგორ, ამაზე სხვა დროს დავწერ.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით